,,აქცია და მსვლელობა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, ამის მიღმა რაღაცები გვქონდა დაგეგმილი და როგორ გამოვა, ვნახავთ"- ზურაბ ჯაფარიძე

უნდათ, უბრალოდ, რომ აქცია არ ჩატარდეს - ბევრი ხალხის გამოჩენის მათ ყოველ ჯერზე ეშინიათ, იმიტომ, რომ მთავარი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ, რომ არიან უმრავლესობა და მაგიტომ ლაპარაკობენ ქართველი ხალხის სახელით, ხალხის შეკრებით უბრალოდ იფშვნება,- ამის შესახებ პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელი აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იქნება და მარში შედგება.

„ჩვენ რაც ვნახეთ წერილები, ოფიციალურად რაც მოგვწერეს, უნდათ, უბრალოდ, რომ აქცია არ ჩატარდეს, ამაზეა საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აქცია ჩატარდება, ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი შეიკრიბება, ნებისმიერ შემთხვევაში მსვლელობა იქნება. ამის მიღმა ჩვენ გვქონდა რაღაცები დაგეგმილი, ის რაღაცები როგორ გამოგვივა, ვნახავთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა შესაძლო გზა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაცები, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაინც გავაკეთოთ. მარში, მსვლელობა ბევრი ხალხის, იქნება. ბევრი ხალხის გამოჩენის მათ ყოველ ჯერზე ეშინიათ, იმიტომ, რომ მთავარი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ, არის ის, რომ ისინი არიან უმრავლესობა და მაგიტომ ლაპარაკობენ ქართველი ხალხის სახელით და ყოველ ჯერზე, როცა ბევრი ხალხი იკრიბება, მათი ეს ტყუილი, უბრალოდ, იფშვნება.

ყველა ჯერზე, როცა 26 მაისზე იყო საუბარი, იყო ხაზგასმა იმაზე, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, იქნება სრულად მშვიდობიანი აქცია, ამაში ვარ დარწმუნებული, თუ რამე პროვოკაციები იქნება, იქნება მათ მიერ ორგანიზებული. არავითარ პროვოკაციას ადგილი არ ექნება, არავის არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ადამიანები დამატებით მოხვდნენ ციხეში“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

წაკითხვა 102 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.