სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
გაინტერესებთ ემთხვევა თუ არა თქვენი მოლოდინი იმას, რაც რეალურად გჭირდებათ და რა საჭიროებები გაქვთ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად?
თითოეული ჩვენგანი რაიმე განსაკუთრებულს ელის ცხოვრებისგან, ყოველთვის კონცენტრირებულია საკუთარ სურვილებზე, მაგრამ საინტერესოა, რას გვეუბნება ზოდიაქო და რეალურად რა სჭირდება მის შემადგენლობაში შემავალ სხვადასხვა ნიშანს. სწორედ ამის გასარკვევად გთავაზობთ წინამდებარე სტატიას, ძალიან საინტერესო ინფორმაციით ჩვენი სურვილებისა და საჭიროებების თანხვედრასთან დაკავშირებით.
ვერძი
რა გსრუთ
როგორც წესი, ვერძი ყოველთვის ამაყობს და ტრაბახობს თავისი პარტნიორით. ის ცდილობს შეარჩიოს ლამაზი, მოხდენილი და მიმზიდველი მეწყვილე. ვერძს ვნებები აწვება, თითქმის სულ ემოციურ ტალღაზეა და იგივეს ელის პარტნიორისგანაც.
რა გჭირდებათ
სინამდვილეში, სულ სხვა რამ გჭირდებათ. მთავარია თქვენი პარტნიორი მოსაწყენი არ იყოს და განსაცდელის დროს არ მიგატოვოთ. საქმე იმაშია, რომ ვერძს მისი მსგავსი მეორე ნახევარი ნამდვილად არ გამოადგება, რადგან ასე ემოციურ წონასწორობას ვერ დაიცავს და ურთიერთობების აწყობა გაუჭირდება. იდეალური ვარიანტია მშვიდი პარტნიორი, რომელიც გაინაწილებს ვერძის ცეცხლოვან და ფეთქებად ტემპერამენტს.
კურო
რა გსრუთ
თქვენი რომანტიკული სამყაროს გამო ისეთი პარტნიორი გიზიდავთ, რომელიც ყოველთვის გეტყვით რომ შეუდარებელი და უნაკლო ხართ. ასევე გინდათ, რომ საყვარელი ადამიანი იდეალური იყოს და თუ რამე მიუღებელი იქნება თქვენთვის, ვალდებულია რომ შეიცვალოს.
რა გჭირდებათ
პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს ურთიერთპატივისცემა. არც თქვენ, არც თქვენი პარტნიორი და ზოგადად არვინ არის იდეალური ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ, თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ისე მოიქცეთ, რომ ცხოვრება შეუმსუბუქოთ ერთმანეთს.
ხოლო ვინმეს იძულება თქვენი სურვილის შესაბამისად შეიცვალოს, საკმაოდ მცდარი და სახიფათო დამოკიდებულებაა, რადგან იქ, სადაც ჩნდება იძულება, ქრება სიყვარული.
ტყუპები
რა გსრუთ
ზედმეტს ელით პარტნიორისგან. გსურთ, რომ ის ერთდროულად იყოს ლამაზი, გონიერი, გაბედული, თავისუფალი, ოხუნჯი - ანუ თქვენს სრუვილებზე მორგებული ყველანაირად, რათა შეძლოთ უდარდელად განაგრძოთ მასთან ერთად ცხოვრების გზაზე სვლა. თუმცა, გავიწყდებათ, რომ ადამიანი „შეკვეთით“ უბრალოდ არ არსებობს....
რა გჭირდებათ
სხვათა შორის, ისეთი ადამიანი, როგორსაც თქვენ ნატრობთ, სერთოდ არ შეგეფერებათ. პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ რეალურად ბრძენი პარტნიორი, რომელიც შეძლებს გაგიგოთ და მოგისმინოთ. სტაბილური ურთიერთობებისთვის ტყუპებს გვერდით უნდა ჰყავდეთ პიროვნება, რომელიც მას შეავსებს და არა მისი მსგავსი ნატურა. წინააღდეგ შემთხვევაში ურთიერთობების აწყობა ძალიან გაგიჭირდებათ.
კიბო
რა გსრუთ
ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან მგრძნობიარე გული აქვს. ამიტომ, ისინი ოცნებობენ ისეთ პარტნიორზე, რომელიც ყოველთვის მიხვდება რა სურს. მხოლოდ ასეთი ურთიერთობის ფორმატი მიაჩნია იდეალურად კიბოს.
რა გჭირდებათ
კიბოს ესაჭიროება სრულიად სხვა ტიპის პარტნიორი. თქვენი რჩეული უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შეძლებს ყოველთვის გიერთგულოთ და არ მოგატყუოთ. ფიქრი გამოგონილ იდეალზე, რომელსაც თქვენი აზრების წაკითხვისა და სურვილების გამოცნობის უანრი აქვს - უმჯობესია შეწყვიტოთ! თქვენ გჭირდებათ ის, ვინც ყოველთვის დაგეხმარებათ და მხარდაჭერას გამოიჩენს, რომლის გვერდით თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ.
ლომი
რა გსრუთ
გასაგებია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ეძებენ პარტნიროს, რომელიც მუდმივად შეაქებთ და კომპლიმენტებს არ მოაკლებს. მათ უფრო თაყვანისმცემელი სჭირდებათ, რომ ამით ხელი შეუწყოს ლომის პოპულარობას და თავი მოიწონოს მისით.
რა გჭირდებათ
ლომებო, კარგად დაფიქრდით! თქვენ სრულიად სხვა ადამიანი გჭირდებათ. ლოიალური და გულახდილი პირველ რიგში. მან უნდა შეძლოს თქვენი მოტივაცია განვითარების მხრივ და რა თქმა უნდა შეგაქოთ კიდეც, ოღონდ როცა ამას რეალურად იმსახურებთ. თქვენ გჭირდებათ საყვარელი ადამიანი, რომელიც სიმართლეს გეტყვით პირდაპირ, შელამაზების გარეშე, რომელსაც ეყვარებით, გაპატიებთ, გაგიგებთ, რადგან თქვენთან თანაცხოვრება მარტივი ნამდვილად არ არის.
ქალწული
რა გსრუთ
ქალწულებს დამოუკიდებელი და ჭკვიანი პარტნიორები სურთ, რომლებიც სულ გვერით ეყოლებათ, თუმცა მათ თავისუფლებას არ შეზღუდავენ. ანუ ორი ერთში სურთ: თან ერთად ყოფნა და თან პირადი სივრცე.
რა გჭირდებათ
თუ ქალწულები კარგად გაიაზრებენ, მიხვდებიან, რომ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ დააფასებს და პატივს სცემს, რომელიც ბედნიერებას მიანიჭებთ, ვის გვერდითაც თავს იგრძნობენ მშვიდად და უსაფრთხოდ.
სასწორი
რა გსრუთ
ზოდიაქოს ეს ნიშანი ფიქრობს მეწყვილედ ლამაზი და მიმზიდველი ადამიანი აირჩიოს, რომ ყველას შეშურდეს მათი ერთად ყოფნა. სასწორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ცხოვრების თანამგზავრი პირველ რიგში გამგები, მოსიყვარულე და კარგი მეგობარი უნდა იყოს და არა სამუზეუმო ექსპონატი.
რა გჭირდებათ
სასწორისთვის აუცილებელია ისეთი პარტნიორის ნახვა, რომლის გვერდით თავს იგრძნობს მსუბუქად და თავისუფლად. შეძლებს საუბარს, სეირნობას, მხიარულებას. მას უნდა შეეძლოს მოსმენა, გაგება, თანაგრძნობა. რაც მთავარია, სასწორის პარტნიორმა უნდა იცოდეს როგორ ჩაუნერგოს რწმენა, რომ ერთად ყველაფერს შეძლებენ!
მორიელი
რა გსრუთ
მორიელი ძალაუფლების მოყვარული ნიშანია და სწორედ ამიტომ, ის ეძებს მორჩილ და მომთმენ პარტნიორს.
რა გჭირდებათ
თქვენს ფეხებში ჩავარდნილი, ღონეგამოცლილი პარტნიორი უბრალოდ ფუჭი რომანი და ურთიერთობაა. რეალურად თქვენ გჭირდებათ საყვარელი ადამიანი, რომელიც დაგაფასებთ ისეთს, როგორიც ხართ, გიერთგულებთ და მხარში დაგიდგებათ და არა თქვენი შიში და რიდი ექნება.
მშვილდოსანი
რა გსრუთ
მშვილდოსნები თავიუფალი სულის მატარებლები არიან, ამიტომ, მათთვის ტრადიციული და ჩარჩოებში მოქცეული ურთიერთობა მიუღებელია და მათსავით ველურ, დაუმორჩილებელ არსებას ეძებენ.
რა გჭირდებათ
თუმცა, მშვილდოსანს სჭირდება პარტნიორი, რომელიც მის ცხოვრებაში სტაბილურობას შეიტანს. ამასთანავე, მას უნდა ესმოდეს და ითვალისწინებდეს მშვილდოსნის თავისუფლებისაკენ უკიდეგანო ლტოლვას. თუ ნამდვილი გრძნობები და პატიების უნარი ექნება პარტნიორს - მაშინ ამას შეძლებს.
თხის რქა
რა გსრუთ
თხის რქები ოცნებობენ ისეთ პარტნიორზე, რომელიც პრობლემებს არ შეუქმნით. თან რომ იყოს და თან არ იყოს - დაახლოებით ასეთ ადამიანს. გარდა ამისა, თხის რქას უნდა, რომ მისმა რჩეულმა მუდმივად იმუშაოს ურთიერთობების განვითარებაზე ცალმხრივად, რადგან თვლის, რომ თავად სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით არის დაკავებული.
რა გჭირდებათ
სინამდვილეში, თქვენ გჭირდებათ ის, ვინც გააფერადებს თქვენც ხოვრებას და მუდმივად გიხსნით პესიმიზმის შეტევისგან - ანუ ძალიან პოზიტიური ადამიანი უნდა იყოს თქვენს გვერდით.
მერწყული
რა გსრუთ
თქვენ გინდათ, რომ სრულიად ყველა საკითხით პარტნიორი დაკავდეს, განსაკუთრებით მოსაწყენი და რთული საკითხებით. მერწყულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობებში თავისუფლების შენარჩუნება, ის ყოველთვის ცდილობს ინდივიდუალურობა არ დაკარგოს და არავის მიეჯაჭვოს ზედმეტად.
რა გჭირდებათ
რეალურ სამყაროში, მერწყულს სჭირდება ის, ვინც მისცემს ისეთ თავისუფლებას, რომელიც განსხვავდება სრული თავისუფლებისგან. მხოლოდ ასეთ ფორმატში შეძლებს ის მოიქცეს როგორც სურს და თან შეინარჩუნოს პარტნიორთან ურთიერთობა. მერწყულის რჩეული უნდა იყოს საუკეთესო მეგობარი, ჭკვიანი და პროგრესული, რათა შეძლოს მის გვერდით ზრდა-განვითარება.
თევზები
რა გსრუთ
თევზებს ზღაპრის მსგავსი ცხოვრება უნდათ. სწორედ ამიტომ, პარტნიორში წარმოუდგენელ ან არარსებულ ნიშან-თვისებებს ეძებენ ან იგონებენ ამ ყველაფერს.
რა გჭირდებათ
რეალური ცხოვრება ოცნებისგან ყოველთვის განსხვავდება. თქვენ გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც იქნება ძლიერი და თავდაჯერებული, რომელსაც შეეძლება საკუთარ თავზე და ნაკლზე მუშაობა მისი გამოსწორების მიზნით. საყვარელი ადამიანი, რომელიც არასოდეს არ მიგატოვებთ და მის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი