როგორ დავიკლოთ საახალწლოდ მომატებული კილოგრამები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ახალ-წელს და შობას რთულია თავის შეკავება, როცა ყველა ლამაზად გაწყობილ, გემრიელი კერძებით სავსე სუფრაზე გეპატიჟება.
იანვრის შუა რიცხვებში უკვე ვხდებით, რომ წონაში მოვიმატეთ და იწყება დაუსრულებელი დარდი ან წუწუნი... გთავაზობთ ვარჯიშის სახეობებს, რომლებიც საახალწლოდ მომატებული კილოგრამების დამარცხებაში დაგეხმარებათ:
ვერძი
თქვენი სპორტის სახეობა ბოქსია. ის დაგეხმარებათ არა მარტო წონის კონტროლში, არამედ ენერგიის სწორად გადანაწილებას გასწავლით. თქვენს ძლიერ სულს ძლიერი სხეული სჭირდება, რომ ყველა მიზანს მიაღწიოს.
კურო
თქვენ იოგასთვის ხართ დაბადებული. იოგა მხოლოდ წონაში კი არ დაგაკლებინებთ, სასურველ სულიერ ჰარმონიას მოგანიჭებთ და შინაგან ბალანსამდე მიგიყვანთ.
ტყუპი
ირბინეთ, ენერგიის დახარჯვა გჭირდებათ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, რომელიც ბოლო დროს ძალიან მოდუნდა, გააქტიურდება, გაუმჯობესდება მისი ცხოვრების სტილი, განწობა და, რაც მთავარია, დაიკლებს წონაში.
კირჩხიბი
წყალი თქვენი სტიქიაა. უნდა იცუროთ. ცურვისას დაგილაგდებათ არეული აზრები, მიაღწევთ სულიერ სიმშვიდეს, დაისახავთ მიზნებს, მოიგვარებთ ხერხემალის პრობლემას,
გააქტიურებთ კუნთოვან სისტემას და
მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.
ლომი
სცადეთ გუნდური თამაში, ვოლიბოლი. მასში შეძლებთ, ერთი მხრივ, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოვლენას,
მეორე მხრივ, თამაში დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ დედამიწა თქვენ გარშემო არ ბრუნავს.
მიხვდებით რაოდენ მნიშვნელოვანია სხვათა ქმედება და აზრი. ბოლოს კი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ბრწყინვალე ფიგურას დაიყენებთ.
ქალწული
ტენისის კორტი გეგულებათ სადმე? თუ კი, აუცილებლად ეწვიეთ; თუ - არა, გაიკითხეთ, მოძებნეთ ინტერნეტის დახმარებით. თქვენს სხეულს, ძველი ფორმის დასაბრუნებლად, სწორედ ტენისი სჭირდება.
სასწორი
იცეკვეთ! ასე გამხიარულდებით და კალორიებს დაწვავთ. თუ ცოტათი ზარმაცდებით,
როცა საქმე ფიზიკურ აქტივობას ეხება, ჩაეწერეთ რაიმე ჯგუფში, სადაც მასწავლებელი ან ინსტრუქტორი მოძრაობას გაიძულებთ.
მორიელი
თქვენთვის ზედგამოჭრილია საბრძოლო ხელოვნება. ამ გზით თავსაც დაიცავთ, სუსტებსაც უპატრონებთ,
შესაშურ ფიგურას დაიყენებთ და, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სულიერ ძალასაც შეიძენთ.
მშვილდოსანი
ინათხოვრეთ ან იქირავეთ ველოსიპედი და ისეირნეთ ყოველ საღამოს. დაიწყეთ 30 წუთით. გაზარდეთ ხანგრძლივობა 2 საათამდე.
თხის რქა
როლიკები და სკეიტბორდი გიცდიათ? არ თქვათ, რომ უკვვე გაიზარდეთ! ახალგაზრდული, უდარდელი მხიარულება, სწორედ ეს აკლია თქვენს ცხოვრებას. გეძლევათ შანსი გაერთოთ და დაიკლოთ!
მერწყული
დაკავდით სნოუბორდითა და თხილამურებზე სრიალით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ზამთარი!
თევზები
თქვენ და ვარჯიში? წადით, შეჭამეთ და წაუძინეთ. ვიხუმრეთ, ვიხუმრეთ, რა თქმა უნდა... კარგი იქნება, თუ
აერობიკა გაგიტაცებთ!
წყარო : astrologi.ambebi.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში