ჯანმრთელობის ასტროპროგნოზი 2019 წლისთვის - ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ჩინური კალენდრის მიხედვით, 2019 წელი მიწის ყვითელი ღორის იქნება.
იაპონელები მიიჩნევენ, რომ წლის მფარველი ტახი იქნება, ხოლო ტაილანდელებისთვის - სპილო. იმავე ჩინური კალენდრით, მიწის ყვითელი ღორის წელი 2019 წლის 5 თებერვალს დადგება და 2020 წლის 24 იანვრამდე გასტანს.
ვერძი
წლის დასაწყისში ენერგიული ხართ, ფიზიკურ დაღლას ვერ იგრძნობთ. თუმცა, უნდა გაუფრთხილდეთ კუჭ-ნაწლავის სისტემას. მოსალოდნელია თავის ტკივილები. გაზაფხულზე ჩაეწერეთ ან აუზზე, ან სპორტდარბაზში. შემოდგომაზე გაუფრთხილდით გულს და ჩაიტარეთ სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევა.
კურო
თებერვალში მოერიდეთ სასუნთქი გზების ინფექციებს. მიმართეთ მკურნალ ექიმს. ნუ გგონიათ, რომ თავისით გაგივლით _ ასეთი მიდგომა კიდევ უფრო დაგიმძიმებთ სიტუაციას. შემოდგომაზე, თუ ფიზიკურად არ გააქტიურდებით, კალორიების დაგროვებას მუცელსა და გვერდებზე შეძლებთ. წლის ბოლოს პასიურად დაისვენეთ.
ტყუპი
სერიოზული არაფერი გელით, მაგრამ ნუ გარისკავთ. წლის დასაწყისში მიიღეთ ვიტამინების კურსი. გაზაფხულზე ქრონიკული დაღლილობა და პერიოდული თავის ტკივილი შეგაწუხებთ. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, კარგია იოგა, მედიტაცია. მარტი-აპრილი კარგი პერიოდია ზედმეტი წონის დასაკლებად. დეკემბერში გაუფრთხილდით წელს, არ დაგემართოთ რადიკულიტი.
კირჩხიბი
არ გაცივდეთ, გაუფრთხილდით ყელს. მაისი და ზაფხულის დასაწყისი წონის კორექციას დაუთმეთ. მაისი კარგი პერიოდია მავნე ჩვევების დასამარცხებლად. ნოემბერ-დეკემბერში მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. დეკემბერში სიფრთხილე გმართებთ გზებზე.
ლომი
ნაკლები ინერვიულეთ და მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. აპრილში ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. ეს კარგი პერიოდია სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევისა და დაფეხმძიმებისთვის (თუ ამის სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა). ივნისში სიფრთხილე გმართებთ მჭრელ საგნებთან. ივლისში გაუფრთხილდით კბილებს. შემოდგომაზე მელანქოლიასა და ხალხის მასებს მოერიდეთ, ვირუსული ინფექციები რომ არ გადაგედოთ.
სასწორი
ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის ტკივილი. მოიწყვეთ განტვირთვის დღეები. მაისში სასურველია, რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დაისვენოთ. ზაფხულში მოერიდეთ დამწვრობას (ცეცხლის, მზისგან). შემოდგომაზე დილაობით ვარჯიში და სირბილი არ გაწყენდათ. წლის ბოლოს გაუფრთხილდით ნერვებს.
მორიელი
იანვარ-თებერვალში გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის, სასუნთქ და საშარდე სისტემებს. წლის მეორე ნახევრიდან
კარგია წონის დაკლება. ივნისი-ივლისი იდეალური პერიოდია სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად. სექტემბერში გაიწმინდეთ ორგანიზმი, გათავისუფლდით წიდებისგან. ოქტომბერიდან ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.
მშვილდოსანი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ისეირნეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. გაზაფხულზე შეიძლება ნერვების დასამშვიდებლად ფსიქოლოგი დაგჭირდეთ. აგვისტოში ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი ვალდებულებებით, საქმეებით. ნოემბერში გაუფრთხილდით სასუნთქ სისტემას. დეკემბერში ცხოვრების `სუფთა ფურცლიდან~ დაწყების საშუალება მოგეცემათ.
თხის რქა
თუ ოთახს ხშირად არ გაანიავებთ, შეიძლება თავის ტკივილები შემოგეჩვიოთ. წლის დასაწყისში აიმაღლეთ იმუნიტეტი. მარტში დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ. აგვისტო-ოქტომბრის პერიოდი ქრონიკულ დაავადებებს ერიდეთ, მეტად დაისვენეთ. ოქტომბერში აუცილებლად მიაკითხეთ სტომატოლოგს.
მერწყული
წლის დასაწყისში აკონტროლეთ წნევა. ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად. გაფრთხილდით, მარტი ტრავმული თვეა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ. გაზაფხული კარგი პერიოდია ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. აგვისტოში ნუ მიეჩვევით მავნე თვისებებს. შემოდგომაზე აიმაღლეთ იმუნიტეტი, არ გაცივდეთ.
თევზები
გაფრთხილდით, წლის დასაწყისში მოსალოდნელია ინფექციური დაავადებების გართულება. ეცადეთ, არ გადატვირთოთ კუჭი და არ აკრიფოთ ზედმეტი კილოგრამები. გაზაფხულზე მიიღეთ ხილი და ბოსტნეული. აპრილში გაუფრთხილდით ხერხემალს. წლის მეორე ნახევარში გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. გაფრთხილდით, დეკემბერში დაწყებული დაავადებები ქრონიკულში არ გადაგეზარდოთ.
წყარო : astrologi.ambebi.ge
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში