რომელია ზოდიაქოს 4 ყველაზე მრისხანე ნიშანი?
დღეს, ჩვენ მოგიყვებით ზოდიაქოს იმ ნიშნებზე, რომლებიც ყველაზე ადვილად ბრაზდებიან. ამ ადამიანებს, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ გაბრაზება და თქვენი ცხოვრების ჯოჯოხეთად გადაქცევა.
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოდიაქოს ყველაზე მრისხანე ნიშნების სია, მორიელით კი არა, ერთი შეხედვით უწყინარი კუროთი იწყება.
კურო
ასტროლოგიის მიხედვით, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, ძალიან სწრაფად ბრაზდებიან. როდესაც კუროები თავს ცუდად გრძნობენ, მრისხანებას ვერ აკონტროლებენ. უფრო მეტიც, გაბრაზების შემდეგ, მათი დამშვიდებაც არაა ადვილი. ასეთ მდგომარეობაში, ისინი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებსაც მოგვიანებით ნანობენ კიდეც. ეს ყველაფერი არაა - ეს ადამიანები არ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს - მაშინაც კი, თუ ისინი ცდებიან.
მორიელი
ყველასთვის ცნობილია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის რისხვას ვერავინ აკონტროლებს. როდესაც მორიელები ბრაზდებიან, ირგვლივ არავის ტოვებენ. ამის მიზეზი, მისი ინტენსიური ბუნებაა - ანალოგიურად იქცევიან, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება - ისინი არავის უსმენენ. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ამ ადამიანებს მრისხანების დრო, რაც შეიძლება შორს იქნებით.
ლომი
კიდევ ერთი მრისხანე ზოდიაქოს ნიშანი - ლომია. ისინი ჰიპერ სწრაფად ბრაზდებიან და ამ დროს, ყოველგვარი საზღვირს გადაკვეთა შეუძლიათ. დამატებით, კუროების მსგავსად, ისინი არ აღირებენ საკუთარ შეცდომებს. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ გაბრაზების შემთხვევაში, სწრაფადვე გაეცლებით.
ქალწული
გაგიკვირდებათ და, ამ ნიშნის წარმომადგენლების გაბრაზებაც არაა რთული საქმე. წინამორბედების მსგავსად, მათი მრისხანებაც მტკივნეულია - ირგვლივ არავის ინდობენ. ხოლო გაბრაზებულები რაღაც ისეთს აკეთენენ, რაც სამომავლოდ, აუცილებლად სანანებლად გაუხდებათ. ასე რომ, კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ადამიანებთან დაპირისიპირებას გადაწყვეტთ.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International
- "არ უნდა დავივიწყოთ, რომ სადაც სამართლიანობის ერთი აგური დაიდო, 11 აგური დაიდო უსამართლობის, არავინ არის დამნაშავე" - სალომე ზურაბიშვილი
- "შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს" - ვლადიმერ პუტინი
- “დიახ, უსამართლო არჩევნებში მონაწილეობა ცუდია, მაგრამ მონაწილეობაზე უარის თქმა - კიდევ უარესი” - გია ხუხაშვილი
- "მინდა, გავამხნევო რეჟიმის ყველა პატიმარი, უსამართლობა დიდხანს არ გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება მკაცრი პასუხი თავისუფალ და სამართლიან სასამართლოში"