რა არის თქვენი „ჩუმი ბედნიერება“? - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ვერძი
ჭექა-ქუხილის ყურება, როდესაც ელვა ანათებს ზეცას. ბასის შეგრძნება დინამიკიდან, რომელიც სხეულში იღვრება. ბანაკი ტყის პირას. ცეკვა მზის ამოსვლამდე.
კურო
ველური ყვავილების თაიგული. სანთლის დანთება და ცეცხლის ალის ყურება. ცხელ შოკოლადში ჩამდნარი მარშმელოუ. საუზმე საწოლში საყვარელ ადამიანთან ერთად.
ტყუპები
გულის აჩქარების შეგრძნება. ქალაქის განათება მზის ჩასვლის შემდეგ. შვებულება სანაპიროზე. ქუსლების კაკუნის ხმა. ტაქსის გაჩერება პირველივე ცდაზე.
კირჩხიბი
მომენტი, როდესაც პირველად ამბობ: "მე შენ მიყვარხარ". ძილი პასუხისმგებლობის გარეშე.დიდი, კომფორტული საწოლი. შაბათ-კვირა ქალაქგარეთ. ბევრი ნაყინი.
ლომი
შუშხუნა შამპანურის ბუშტუკები. ფეიერვერკი, რომელიც ცას ანათებს. სრულიად ახალი გაჯეტები: ტელეფონები, ყურსასმენები და ლეპტოპები. ნეონის განათება ბილიკზე. წვეულების შემდეგ სახლში მისვლა.
ქალწული
მდიდრული, კლასიკად ქცეული სათვალეები. სააბაზანოში საათობით კითხვა. საყვარელი წიგნის პირველი გამოცემები. ახლად ჩამოსხმული ამერიკანოს სურნელი.
სასწორი
ყვავილების მინდორი, როდესაც ქარი უბერავს. ხელჩაკიდებული სეირნობა ქუჩებში. დიდი ზომის ნაქსოვი სვიტერები. ხელოვნების ნიმუშებით სავსე მშვიდი მუზეუმები. შუადღეზე კარგი ჭამა და ჭიქა ღვინის დალევა.
მორიელი
სიტყვა "იდუმალი". შემოდგომის მელანქოლიური საღამოები. მუქი წითელი პომადა და შავი ფრჩხილის ლაქი. მარტინი. შუაღამისას პოეზიის კითხვა. ხალხმრავალ ოთახში ვიღაცასთან თვალებით საუბარი.
მშვილდოსანი
სპონტანური მოგზაურობები. ავიატორის სათვალეები. ღამის გათენება მხოლოდ იმიტომ, რომ მზის ამოსვლას შეეგებო. მუსიკალური ფესტივალები, სიმღერა და ცეკვა.
თხის რქა
უნაკლოდ დაუთოებული პერანგი. როცა თვალის ლაინერი იდეალურადაა წასმული. ხმა, რომელსაც თქვენი ტელეფონი ან ლეპტოპი ჩართვისას გამოსცემს. გორგოლაჭებიანი სკამები. სეზონის პირველი ყინვა.
მერწყული
ზაფხულის ცხელ ღამეს, ციცინათელების ყურება. ვინტაჟური სამკაულები ადგილობრივი ბაზრიდან. ვარსკვლავების ქვეშ ძილი. ყვავილების გვირგვინები. ხელნაკეთი ლიმონათი ქაღალდის საწრუპით.
თევზები
მოციმციმე ნათურები. კითხვა საბნის ქვეშ - ზუსტად ისევე, როგორც პატარაობაში. ღვინის დეგუსტაცია. პოეზიის, მუსიკისა და ზოგადად, ხელოვნების საღამოები. „დილა მშვიდობისა“ მესიჯები.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში