6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. ნუ დაიწყებთ ახალ, რთულ საქმეებს, თუ ამ დროისთვის საკმარისი რესურსი არ გაქვთ. თუ დავალებას მარტო ვერ უმკლავდებით, გირჩევთ, დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართოთ. ჯობია, ხარჯები შეზღუდოთ და მხოლოდ ძალიან აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. სასურველია, რომ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.
კურო
ზოგი სიახლე თქვენს დაბნეულობას და იმედგაცრუებას გამოიწვევს, თუმცა სანამ მომხდარს შეაფასებთ, გაიხსენეთ, რომ ნებისმიერ ცვლილებაში შეიძლება ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები ნახოთ. ერთდროულად ათი საქმის კეთების ნაცვლად, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიეთ და ბოლომდე მიიყვანეთ. დანარჩენზე მოგვიანებით იზრუნეთ.
ტყუპები
თავში ბრწყინვალე იდეები და საინტერესო აზრები მოგდით, ამიტომ ჯიბეში ქაღალდი და კალამი უნდა გედოთ, რათა ჩაიწეროთ და მომავალში განახორციელოთ. დღეს საქმეები არ უნდა დაგეგმოთ. ჯობს, მაღაზიებში გაისეირნოთ - ამ დღეს შეძენილი ნივთები საუკეთესო იქნება და დიდხანს მოგემსახურებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს ურთიერთობა თქვენთვის არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. სრულიად შემთხვევით, საუბარში შეიძლება სამომავლო მოქმედებებისთვის ბრწყინვალე იდეა მოისმინოთ ან უფრო დიდი წარმატების მისაღწევად გეგმები შეცვალოთ. გირჩევთ ახლობელ ადამიანებთან საყოფაცხოვრებო საკითხები, ოჯახის ბიუჯეტი და აღზრდის პრობლემები განიხილოთ.
ლომი
ზოგი სიახლე, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, ძალიან მოულოდნელი იქნება. ეცადეთ, სიახლეს მშვიდად შეხვდეთ და მოიფიქროთ როგორ გამოიყენოთ ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლოდ. აქტიურობა თქვენს ავტორიტეტსა და კარიერულ ზრდაზე დადებითად აისახება.
ქალწული
შოპინგისთვის საუკეთესო დღეა - ამ დღეს ნაყიდი ნივთები სიამოვნებას მოგანიჭებთ და დიდხანს მოგემსახურებათ. ეს ეხება როგორც ტანსაცმელს, ასევე დეკორის ნივთებს ან საყოფაცხოვრებო ტექნიკას. გირჩევთ, სამსახურში მეტი იაქტიუროთ - ამას ხელმძღვანელობა აუცილებლად დააფასებს.
სასწორი
ეს დღე შესაძლებლობას მოგცემთ, ფინანსური შემოსავალი მიიღოთ ან კარიერული წინსვლა განახორციელოთ. ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის მინიშნებებს და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ხელსაყრელი დროა გარეგნობაზე ზრუნვის, ჯანმრთელობის პრევენციის და ცხოვრების წესის შეცვლისთვის.
მორიელი
ეცადეთ, მოვლენების მიმდინარეობა არ დააჩქაროთ. უბრალოდ, თვალი ადევნეთ და ლოდინის პოზიცია დაიკავეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა აქტივობამ შეიძლება იმის საპირისპირო შედეგი მოგიტანოთ, რასაც ელით. უსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, ისინი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.
მშვილდოსანი
გირჩევთ, თქვენი თამამი და საინტერესო იდეები კოლეგებს, უფროსებს ან გავლენიან ადამიანებს გაუზიაროთ. სავარაუდოდ, ვიღაცას ეს იდეები მოეწონება და მნიშვნელოვან შეთავაზებას მიიღებთ. უფრთხილდით არაკეთილსინდისიერ ადამიანებს და კონკურენტებს. გაითვალისწინეთ, რომ წვრილმანებმა შეიძლება მოვლენების მიმდინარეობა შეცვალონ.
თხის რქა
თქვენს ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა შეიძლება განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობები შექმნას. სამსახურში, ძველ პროექტების ნაცვლად, შეიძლება ახალი, საინტერესო საქმეები შემოგთავაზონ. ამ დღეს ოჯახური საქმეები ძალიან გღლით და გამძიმებთ, ამიტომ სხვა დროისთვის უნდა გადაიტანოთ.
მერწყული
პროფესიულ საქმიანობაში თქვენი აქტიურობა უფროსებსა და კოლეგებზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენს. ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და ამისთვის საუკეთესო შეთავაზებას ან ფულად ჯილდოს მიიღებთ. იზრუნეთ სტილის შეცვლასა და ჯანმრთელობის გაკაჟებაზე.
თევზები
ახალი ნაცნობობა, ურთიერთობა და შეხვედრები საქმიანი პარტნიორების პოვნასა და მოგებიანი გარიგებების დადებაში დაგეხმარებათ. მენეჯმენტი თქვენს აქტიურობას აუცილებლად შეამჩნევს და ხელს შეგიწყობთ პროფესიულ ზრდაში. ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ, რომელიც პირადი ურთიერთობების აღდგენაში დაგეხმარებათ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი