ხრაშუნა ყველის ბურთები
ინგრედიენტები:
- გახეხილი კარტოფილი - 150 გრ.
- მდნარი ყველი - 50 გრ.
- გახეხილი ყველი (სასურველია მოცარელა) - 125 გრ.
- წიწაკა ჩილი, მწვანე - 2 ცალი,
- ნიორი - 2 კბილი,
- მარილი - 1/2 ჩ.კ
- შავი პილპილი - გემოვნებით,
- სიმინდის სახამებელი - 70 გრ. (დაახლ. 3 სუფრის კოვზი, თავმოუდგმელი)
- ფქვილი 70 გრ. (დაახლ. 3 სუფრის კოვზი, თავმოუდგმელი)
- წყალი - 200 მლ.
- ორცხობილას საფანელი - 400 გრ.
მომზადების წესი:
ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
ამის შემდეგ, დაახლოებით, ყველის მასისგან ბურთები გააკეთეთ და 20 წუთით საყინულეში შედგით.
საბამ ბურთები იყინება, ერთ ჯამში შეურიეთ სახამებელი და წყალი, მეორეში კი საფანელი და მარილი.
ყველის ბურთები საყინულიდან გამოიღეთ და ჯერ საფანელში ამოავლეთ, შემდეგ სახამებლიან წყალში და ბოლოს ისევ საფანელში.
ბურთები 3 წუთის განმავლობაში, ცხელ ზეთში ყველა მხრიდან შეწვით, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
