November 22, 2024

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გარიგებების დადების ან დიდი ბიზნესპროექტების დაწყებისთვის. პასუხისმგებლობით სავსე ხართ და პრობლემების მოგვარებისთვის უკან არაფერზე იხევთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა დადებითი ემოციებით აგავსებთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი შემოსავალი გელით.

 

კურო

ყოველმხრივ ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღე გელით. ვარსკვლავები მხარს გიჭერენ, ენერგიით სავსე ხართ და ყველაზე გაბედული გეგმების განხორციელებას ცდილობთ. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და არ გადაიღალოთ. ხანმოკლე მოგზაურობის დროს საინტერესო ადამიანებს შეხვდებით და უამრავ სიახლეს შეიტყობთ.

 

ტყუპები

ამ დღეს კოლეგებისა და ნაცნობების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხართ და გარშემომყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ. ეცადეთ, საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელს გული არ ატკინოთ.

 

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. ვარსკვლავების კეთილგანწყობა და თქვენი ენერგიულობა წარმატებას მოგიტანთ. კოლეგებზე დადებით გავლენას ახდენთ და შეცდომების თავიდან აცილებაში ეხმარებით. ლიდერის თვისებები ყველასგან გამოგარჩევთ.

 

ლომი

ოპტიმისტური განწყობა ამ დღის სირთულეების დაძლევაში და სამუშაო ექსპერიმენტების ჩატარებაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავთ. ადამიანები თქვენთან რჩევის მისაღებად და საკუთარი იდეების გაზიარებისთვის მოდიან. ეცადეთ, დრო ოჯახური საქმეებისთვისაც გამონახოთ. შესაძლოა, სახლში რაღაც დაზიანდეს და შეკეთება მოგიწიოთ.

 

ქალწული

შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება. ფრთხილად იყავით გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით - თუ ის ფინანსებს უკავშირდება. ახლა არ არის საუკეთესო დრო დიდი შესყიდვებისთვის. ეცადეთ, ოჯახურ ბიუჯეტს გაუფრთხილდეთ და ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

 

სასწორი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის - მით უფრო, თუ მდიდარი წარმოსახვა გაქვთ. ლიდერობის თვისებების დახმარებით თანამოაზრეების პოვნას და საკუთარი იდეის გარშემო გაერთიანებას შეძლებთ. გარემოს შეცვლა თქვენს განწყობაზე დადებით გავლენას მოახდენს.

 

მორიელი

მშვიდი დღეა. შესანიშნავ ხასიათზე ხართ და ამის მიზეზიც გაქვთ. ასაკით უფროს, გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ბევრ საინტერესოს გაიგებთ, რაც პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ. ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს და კარგად მოგემსახურებათ.

 

მშვილდოსანი

მზად იყავით, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად კოლეგებთან და პარტნიორებთან ცხარე დებატები გელით. ადამიანებმა, ვისაც წარსულში გული ატკინეთ, შეიძლება პრობლემები შეგიქმნან. ეცადეთ, შესაფერისი დრო იპოვოთ და ურთიერთობები გაარკვიოთ. საღამოსთვის ხალხმრავლობას მოერიდეთ. უმჯობესია სახლში, მარტოობაში მშვიდად დაისვენოთ.

 

თხის რქა

ამ დღეს საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმის კეთება გელით. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ახლახან გაცნობილ ადამიანთან სასიამოვნო შეხვედრა. ფიზიკური აქტივობა სტრესის მოხსნაში და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ.

 

მერწყული

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. წინა დღეებში დაწყებული საქმეები სწრაფად, თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება. სამსახურში, კოლეგებთან ურთიერთობა თანდათან გვარდება. საღამოს საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ. ეცადეთ, ბოლოს და ბოლოს, სპორტულ დარბაზში წასვლისთვის დრო გამონახოთ.

 

თევზები

გეჩვენებათ, რომ სამუშაო ძალიან დამღლელი და მოსაწყენია, მაგრამ თქვენგან გამუდმებულ ყურადღებას მოითხოვს. გარშემომყოფთა დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. საღამოს სასურველია, რომ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

წაკითხვა 341 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.