11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დროა, სამუშაოსგან ცოტა ხნით შეისვენოთ და შედეგები შეაჯამოთ. იფიქრეთ იმაზე, რისი გაკეთებაც უკვე მოასწარით და რის გაკეთებასაც ახლა გეგმავთ. ეცადეთ, საკუთარი მუშაობის ეფექტურობა შეაფასოთ. ეცადეთ, დიდხანს მარტო არ დარჩეთ და კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამონახოთ.
კურო
დილიდან ძალების მოზღვავებას და მოქმედების სურვილს გრძნობთ. გირჩევთ, ყველაზე რთული ამოცანა შეარჩიოთ და მთელი დღე მის ამოხსნას დაუთმოთ. გახსოვდეთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახება. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეცადეთ, პარტნიორს თქვენი გრძნობები უფრო ხშირად შეახსენოთ.
ტყუპები
გირჩევთ, ბედისწერის ნიშნებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ან შესაძლებლობები გელით, რაც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მშვიდად იმოქმედეთ და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ოჯახურ ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ნუ შეშინდებით - ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება.
კირჩხიბი
მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას და იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ. ამ დღეს ენერგიის ტრანსფორმაციას განიცდით, ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. სწორედ შინაგანი ხმა გიკარნახებთ, სად წახვიდეთ და ყურადღება რას მიაქციოთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობა ამაში დაგეხმარებათ.
ლომი
დროა, ახალი მიზნები და პრიორიტეტების დასახოთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეიძლება მიზანს მიაღწიოთ, ამ პროცესში რა შეიძლება დაგეხმაროთ ან რამ შეიძლება შეგაფერხოთ. სასურველია, საკუთარ ფინანსებს გადახედოთ და ახალი ბიუჯეტი შეადგინოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და ეცადეთ მეტი დაისვენოთ.
ქალწული
რთული და დატვირთული დღე გელით. შეიძლება, ისეთ პრობლემას შეეჯახოთ, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმის შედგენა და მოკავშირეების პოვნა. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ და შვებულება დაგეგმოთ.
სასწორი
თუ შესაძლებელია, ეს დღე დასვენებას დაუთმეთ და მშვიდად გაატარეთ. თუ ეს შეუძლებელია, დაწყებული პატარა საქმეები დაასრულეთ, სამუშაო განრიგი და სამუშაო მაგიდა მოაწესრიგეთ. მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედეთ, საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. დღის მეორე ნახევარში ახალი, საინტერესო შეხვედრები გელით.
მორიელი
ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები უნდა აკეთოთ, რომლებიც დიდ დროს და ძალისხმევას არ მოითხოვს. ეცადეთ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედოთ, რადგან აჩქარებას შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა მოჰყვეს. მეგობარს, რომელიც ბევრჯერ უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და ნაკლები იმუშაოთ. უმჯობესია, მუშაობის ნაცვლად, დამკვირვებლის როლი აირჩიოთ და თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესები აკონტროლოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო უნდა გამონახოთ. კარგი იქნება, თუ მათ საკუთარ იდეებს გაუზიარებთ და სასარგებლო რჩევებს მოისმენთ.
თხის რქა
გირჩევთ, პირად ურთიერთობებს მეტი დრო დაუთმოთ. ოჯახთან და ახლო მეგობრებთან გატარებული ყოველი წუთი თქვენს განწყობაზე და შინაგან მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. მით უმეტეს, ერთ-ერთ მათგანს თქვენი მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. სავარაუდოდ, ახლად გაცნობილი ადამიანი სამსახურის დაწყებაში ან კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ეცადეთ, პრობლემებს სხვა მხრიდან შეხედოთ და სამუშაოს მიმართ არასტანდარტული მიდგომა გამოიყენოთ. ასეთი მიდგომა რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ემოციური ფონი გაზრდილია, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ.
თევზები
ამ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლის და ოცნების ასრულების შანსი გექნებათ. ეცადეთ, საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დარწმუნებული იყოთ და გეგმები თამამად განახორციელოთ. არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამის გაკეთება.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი