“ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი
“ლელოს” ამ შეცვლილ პოზიციას ჩვენ წინასწარ ვაანონსებდით. ეს მეტყველებს მათ უპრინციპობაზე, ვინაიდან თვეების განმავლობაში ისინი თავიანთ ამომრჩევლებს ჰპირდებოდნენ, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ ჩაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციასთან დაკავშირებით, განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ.
“როგორც ჩანს, ინსტრუქციები წამოსულია, დაავალეს, რომ მიეღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი, თუმცა “ლელოს” უპრინციპობის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. მათი გარე უფროსების მხრიდან გათვლა სწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი, ამ შემთხვევაში, ფსონს დებენ კონკრეტულად “ლელოზე” და ბატონი გახარიას პარტიაზე, ვინაიდან “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ბრენდი, იმდენად სამარცხვინოა, რომ მიხვდნენ, – მათზე ფსონის დადება არ შეიძლება. ის, რომ “ახალი” შემოაპარეს თითქოს წინა არჩევნებზე ჩვენს საზოგადოებას, ამასაც მიხვდნენ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის “ახალი” და “ნაციონალური მოძრაობა” აბსოლუტურად ერთი და იგივეა,” – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის, კოალიცია “ძლიერმა საქართველომ” ღიად დაადასტურა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
