16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის დასაწყებად, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ. პროექტის ფინანსური მხარე განსაკუთრებით კარგად უნდა დაამუშაოთ, რათა არ დაზარალდეთ. ეცადეთ, საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ, ეს სიმშვიდის აღდგენასა და ძალების მოკრეფაში დაგეხმარებათ.
კურო
ადამიანებთან ურთიერთობა და მათზე სწორი შთაბეჭდილების მოხდენა კარგად გამოგდით. ეცადეთ, თანამოსაუბრე საკუთარი იდეებით დააინტერესოთ და მისგან საჭირო დახმარებას მიიღებთ. პირად ურთიერთობებში ახალ ეტაპზე გადასვლა გელით.
ტყუპები
მშვიდი სამუშაო დღეა, რომელიც სასიამოვნო ემოციებს გპირდებათ. სამსახურში პრობლემები მოსალოდნელი არ არის, ამიტომ შეგიძლიათ დასვენებას და სასიამოვნო საქმეების კეთებას მეტი დრო დაუთმოთ. გირჩევთ, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთოთ - მაღაზიებში გაისეირნეთ, მეგობრებს შეხვდით და მხიარულ ღონისძიებას დაესწარით. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რთული საქმის დაწყება ცოტა ხნით გადადოთ და რამდენიმე დღით სამსახურიდან მოშორებით დაისვენოთ. ეცადეთ ეს დღე ენერგიის აღდგენის და ბოლო დროს დაგროვილი სტრესის მოსახსნელად გამოიყენოთ. ზოგ ადამიანთან ურთიერთობა ბრწყინვალე იდეას შთაგაგონებთ.
ლომი
დროა, აქტიურობა შეამციროთ და დაისვენოთ. ახლა საუკეთესო დროა სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. გამოყავით ფინანსურად მოგებიანი ან კარიერული წინსვლისთვის ხელსაყრელი საკითხები. საკუთარ ნიჭსა თუ წარმატებებზე საუბარი ნუ მოგერიდებათ - ხელმძღვანელობა ამას აუცილებლად შენიშნავს.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა კარიერულ ან პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებული საკითხებისთვის. ეცადეთ, მუშაობის და ურთიერთობების დროს მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ. ამ დღეს შესაძლოა, სასიამოვნო და საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და შესაძლოა ეს ნაცნობობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. იზრუნეთ თაროზე შემოდებული საქმეების დროულად დასრულებაზე.
სასწორი
ხელსყრელი და ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებითი იდეები და საინტერესო გეგმები გარშემო მყოფებს გაუზიაროთ. სავარაუდოდ, გავლენიან ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ და მათ მხარდაჭერას მოიპოვებთ. ეცადეთ, საკუთარი ვალდებულებები დროულად შეასრულოთ და ვალები დაფაროთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის ან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად. ფინანსებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეისწავლოთ და მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მეგობრებთან ან შემოქმედ ადამიანებთან შეხვედრისთვის.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომელსაც ბედი გთავაზობთ. თვალი ადევნეთ მოვლენებს და აუცილებლად მიხვდებით, ვარსკვლავები რას გკარნახობენ. ხელსაყრელი დროა საყიდლებზე წასვლის და საოცნებო ნივთების შესაძენად. დღეს შოპინგი წარმატებული იქნება და სიხარულს მოგანიჭებთ.
თხის რქა
ეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. ხელსაყრელი დღეა მენეჯმენტთან საკუთარ პრობლემებსა და მტკივნეულ თემებზე საუბრისთვის. თუ მოინდომებთ, ერთობლივი ძალებით გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. სავარაუდოდ, ძველ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.
მერწყული
გირჩევთ, ეს დღე სახლის დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო საკითხებზე ზრუნვას, ნივთების მოწესრიგებას და ოჯახურ ურთიერთობებს დაუთმოთ. საოჯახო საქმეებს თავს სწრაფად და ადვილად გაართმევთ, შემდეგ კი შეგიძლიათ მთელი დრო საკუთარ თავს მოახმაროთ - იყიდეთ სასიამოვნო ნივთები, გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა და გაამზადეთ საზეიმო ვახშამი, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ.
თევზები
რთული და დაძაბული დღე გელით. უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და საჭირო ადამიანის გაცნობა მოგიწევთ. კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ დროს წაგართმევთ. ჯობს, ეს არაფორმალურ გარემოში გააკეთოთ, რაც დაახლოებაში დაგეხმარებათ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი