19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასურველი შედეგის მისაღებად თანამოაზრეები და დამხმარეები უნდა იპოვოთ. შეარჩიეთ ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობთ და სრულიად ენდობით. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ძველი შეცდომა გამოასწოროთ და თქვენთვის ძვირფას ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ.
კურო
ძველ მეგობრებთან შეხვედრები უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. საშუალება გექნებათ, რომ „საჭირო ადამიანები“ გაიცნოთ, რომლებიც თქვენს მომავალ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ ენერგიულობისა და შრომისმოყვარეობის დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით.
ტყუპები
დღის პირველი ნახევარი რთული იქნება, უმცირესი დაბრკოლებაც კი გაგაღიზიანებთ. შეიძლება გეგმების შეცვლა და სხვისი სამუშაოს გაკეთება მოგიწიოთ. შუადღის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და დასვენებას შეძლებთ. საღამო მხიარულ შეხვედრას გპირდებათ.
კირჩხიბი
ეცადეთ ცდუნებებს გაუმკლავდეთ და მავნე ჩვევები დაძლიოთ. ყურადღება არ მოადუნოთ - მნიშვნელოვან შეთავაზებას მიიღებთ, რომელზედაც უარი არ უნდა თქვათ. მთავარია, შეთავაზება ყურადღებით შეისწავლოთ.
ლომი
ეცადეთ, მიმდინარე მოვლენებზე ან თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით ილუზიები არ შეიქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები რეალურად დაინახოთ და სამოქმედო გეგმა შეიმუშაოთ. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოთ და საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.
ქალწული
ამ დღეს ფინანსური საკითხები განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. უმჯობესია, რომ დიდი შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ეს დღე ხელსაყრელია სწავლისთვის, თანამოაზრეებთან შეხვედრისა და პროექტების დასრულებისთვის. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა დიდ სიყვარულში გადაიზრდება.
სასწორი
ემოციური თვალსაზრისით რთული დღეა. გარშემომყოფი ადამიანები თქვენს გადაწყვეტილებებს და პროფესიულ უნარებს აკრიტიკებენ, რაც ხასიათს გაგიფუჭებთ და გაგანერვიულებთ. გახსოვდეთ, რომ ყურადღება მხოლოდ კონსტრუქციულ კრიტიკას უნდა მიაქციოთ.
მორიელი
ისეთი განცდა გაქვთ, რომ ადამიანები მხოლოდ თქვენს შეცდომებს ხედავენ, ხოლო თქვენს მიღწევებს ყურადღებას არ აქცევენ. ამ დღეს თქვენი სიმტკიცე ღირსეულად დაფასდება და რთული საკითხის მოგვარებას ან დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. საღამოს მოულოდნელი შეხვედრები გელით.
მშვილდოსანი
მშვიდი სამუშაო დღეა, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას მოგცემთ. ირგვლივ ქაოსი და არეულობაა, მაგრამ თავს მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობთ. ამ დღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებას და ემოციურ გარემოში სიტუაციის ფხიზლად შეფასებას შეძლებთ.
თხის რქა
ამ დღეს მხოლოდ შედეგზე ხართ ორიენტირებული და მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები არ გაშინებთ. შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. სასურველია, რომ ამ დღეს მარტომ იმუშაოთ და უაზრო კამათში დრო არ დაკარგოთ. ყველაზე წარმატებული დაუგეგმავი შესყიდვები იქნება. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე და ექიმთან პროფილაქტიკურ ვიზიტზე ჩაეწერეთ.
მერწყული
ამ დღეს გულახდილი საუბრებისგან თავის შეკავება ჯობს - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი საიდუმლო ან პირად ცხოვრებასთან დაკავებული ამბავი გაასაჯაროოს. ასე რომ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამცირეთ და საუბრების ნაცვლად, ყურადღება საქმეზე გადაიტანეთ. საღამოს ძველ ნაცნობთან მოულოდნელი შეხვედრა გელით.
თევზები
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ყველაზე რთული და უსიამოვნო საქმეებიც კი სწრაფად და თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება გელით, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღეს შთაგონება გეწვევათ, ამიტომ ეცადეთ, შემოქმედებითი საქმიანობისთვის დრო გამონახოთ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში