6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ყველაზე მეტად ორაზროვნება და გაურკვევლობა გაღიზიანებთ. ცდილობთ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოთ და ყველა გაუგებრობა აღმოფხვრათ, თუმცა ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დროა დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ და მათთვის მიცემული პირობა შეასრულოთ.
კურო
შესაძლოა, სხვადასხვა კონფლიქტისა თუ დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდეთ. ამის მიზეზი შეიძლება თქვენი ცნობისმოყვარეობა გახდეს და არა ვიღაცის აგრესიულობა. სხვისი აზრის გათვალისწინება გიჭირთ, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია იმასთან შეგუება, რომ გარშემო მყოფებს თქვენი აზრი არ აინტერესებთ.
ტყუპები
შესაძლოა, კონფლიქტში ჩაებათ, რომელიც თქვენს სოციალურ და საზოგადოებრივ მდგომარეობაზე უკიდურესად უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ გირჩევთ, ყოველგვარ კამათს და ურთიერთობის გარკვევას ერიდოთ იმის მიუხედავად, რომ გარშემო მყოფები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ. ეცადეთ, შექმნილი ვითარება გულთან ახლოს არ მიიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე მეტად თავად დაზარალდებით.
კირჩხიბი
ერთი კრიტიკული შენიშვნაც საკმარისია, რომ სამყაროს ომი გამოუცხადოთ. განსაკუთრებით გაღიზიანებთ, როცა შენიშვნები თქვენი ცხოვრების წესს და ჩვევებს ეხება. პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით კოლეგების დამანგრეველი კრიტიკა ნაკლებად გაღელვებთ, ვიდრე თქვენს ოჯახურ ურთიერთობებზე უწყინარი ხუმრობა. ფრთხილად! ეს კამათი შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.
ლომი
ამ დღეს შეიძლება თავში ბევრი საინტერესო იდეა მოგივიდეთ. მათი დაუყოვნებლივ განხორციელება აუცილებელი არაა, მაგრამ მათი სამომავლოდ გათვალისწინება ნამდვილად ღირს. ეცადეთ, უფროსებს თვალში ნაკლებად მოხვდეთ და რაც მთავარია, კრიტიკის მიზეზი არ მისცეთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენთვის ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი პირველ ადგილზე დგას. თუმცა, ახლა უფროსთან ხელფასის გაზრდაზე საუბრებს არ გირჩევთ. ეს შეიძლება კამათში გადაიზარდოს და თქვენი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდეს. ეცადეთ, ფინანსური პრობლემები სხვების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად მოაგვაროთ - შეგიძლიათ სესხის აღებაზე ან ახალი სამუშაოს დაწყებაზე იფიქროთ. ხელფასის გაზრდა კი სასურველია, რომელიმე სხვა დღეს მოითხოვოთ.
სასწორი
ამ დღეს საკუთარ თავში ლიდერის თვისებებს აღმოაჩენთ. ცდილობთ, გარშემო მყოფები მართოთ, თუმცა წინააღმდეგობას აწყდებით. თუ არ გსურთ, რომ უწყინარი კამათი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, ჯობს საკუთარ საქმეებს მიხედოთ და საკუთარი აზრები სხვებს თავზე არ მოახვიოთ.
მორიელი
გრძნობთ, რომ გარემოებებზე გავლენის მოხდენა და მით უმეტეს, თქვენთვის სასარგებლოდ შეცვლა არ შეგიძლიათ. ეცადეთ, ამ აზრს წინასწარ შეეგუოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ. მორიელ ქალებს გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში სილამაზის სალონს ეწვიოთ და სტილის შეცვლა სცადოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ყველაზე მეტად სამართლის პოვნა გსურთ. საუბარია არა გლობალურ სამართლიანობაზე, არამედ თქვენ მიმართ გარშემო მყოფთა სამართლიან დამოკიდებულებაზე. თუმცა, საინტერესოა, რა უნდა უყოთ ამ სამართლიანობას, როცა იპოვით?
თხის რქა
თქვენი ყველა აზრი და გეგმა სიცხადით გამოირჩევა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს რაიმე კონკრეტული საკითხისა და პრობლემის გადაჭრას დაუთმოთ. მთავარია, დამოუკიდებლად იმოქმედოთ და სხვა ადამიანების დახმარების იმედი არ გქონდეთ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები უნდა აკეთოთ, სადაც გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
მერწყული
ზუსტად იცით, რა გსურთ და მიზნის მისაღწევად მარტივ და ბუნებრივ გზებს ირჩევთ, თუმცა, პირდაპირი გზა ყოველთვის უმოკლესი არ არის. სირთულეებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, შემოვლითი გზები შეარჩიოთ.
თევზები
ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას დაუნდობლად აღკვეთთ. ნებისმიერი წინააღმდეგობა ან ზეწოლის მცდელობა თქვენს საშინელ რისხვას გამოიწვევს. ამ დღეს გუნდური მუშაობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. უმჯობესია, ისეთი საქმე აკეთოთ, სადაც ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში