28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესანიშნავი დღეა დასვენებისა და გართობისთვის. ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ და საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთოთ. ამ დღეს ნებისმიერ კამათში გაიმარჯვებთ - თქვენს სიმართლეს ოპონენტებიც კი აღიარებენ. პირად ურთიერთობებში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა.

 

კურო

გირჩევთ, დისკუსიებში ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს მომხდარის ფარული მნიშვნელობის დანახვასა და ოპონენტის ჩანაფიქრის ამოცნობაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანების ემოციებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ - სავარაუდოდ, ვიღაცას თქვენთვის დახმარების თხოვნა ეუხერხულება.

 

ტყუპები

პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ, რომ კითხვებზე პასუხი მიიღოთ და რთულ ვითარებაში გაერკვიოთ. ხელსაყრელი დროა ახალი საქმის ან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყებად. ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ, თუნდაც ახლობელ ადამიანებთან - გამორიცხული არ არის, რაღაც ისეთი თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.

 

კირჩხიბი

დილიდან სიმშვიდეში განმარტოება გსურთ, მაგრამ გარემოებები ამის საშუალებას არ გაძლევთ - რატომღაც ყველას თქვენი რჩევა, ყურადღება და დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ამ დღის ამოცანები ამ დღესვე უნდა გადაწყდეს და სამომავლოდ არ გადადოთ. თუ განმარტოება ვერ შეძელით, ეცადეთ იმ ადამიანების გვერდით მაინც იტრიალოთ, ვინც შთაგაგონებთ.

 

ლომი

ურთიერთობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეს როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. გირჩევთ თანამოსაუბრეს ქათინაურებით ასიამოვნოთ და ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები იპოვოთ. უმჯობესია, რომ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ - ამ დღეს შეიძლება ფული უხარისხო და უსარგებლო ნივთის შეძენაზე დახარჯოთ.

 

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ერთად გართობისა და ახალი თავგადასავლებისთვის. აჩქარებამ შეიძლება დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგოთ, მაგრამ ვარსკვლავებს სჯერათ, რომ უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ. გირჩევთ ეს დღე საკუთარ თავს და სურვილებს დაუთმოთ - იყიდეთ რაიმე სასიამოვნო, ეწვიეთ სილამაზის სალონს ან სადმე გაისეირნეთ. ერთი სიტყვით, გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

 

სასწორი

ეცადეთ ამ დღეს სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ. გაიცანით ახალი, საინტერესო ადამიანები და შეხვდით ძველ, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. შესაძლოა, ამან თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს. დროა, ფული საკუთარი საჭიროებისთვის და სიამოვნებისთვის დახარჯოთ ან რაიმე საინტერესო პროექტში დააბანდოთ.

 

მორიელი

დროა ბიზნესპარტნიორთან საკუთარი გეგმები და სურვილები განიხილოთ. მზად იყავით, რომ ზოგი მათგანი შეიძლება ძალიან მალე განხორციელდეს. ეცადეთ, ნათესავებსა და ოჯახის წევრებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. მით უმეტეს, რომ ზოგ მათგანს რთული პერიოდი აქვს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

 

მშვილდოსანი

დროა, დიდი ხნის წინ დაწყებული და შემდეგ დავიწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან - დაძაბული კვირის შემდეგ თავს დაწყებულის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს - მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

 

თხის რქა

ფრთხილად იყავით - ამ დღეს ფინანსური ინვესტიცია მოგებას არ მოგიტანთ და თანხის უკან დაბრუნებაც გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ დათანხმდეთ წინადადებას, რომელიც სწრაფ შედეგს არ გპირდებათ. მეგობრები საინტერესო იდეას მოგაწვდიან, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარებათ.

 

მერწყული

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ, თუნდაც ამისთვის არც ისე თავაზიანად მოქცევა მოგიწიოთ. მზად იყავით, რომ ოპონენტის აქტიურ წინააღმდეგობას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს. გირჩევთ, მოსალოდნელი რისკები და შესაძლო დანაკარგები წინასწარ გათვალოთ.

 

თევზები

ახალი ადამიანების გაცნობამ, ურთიერთობამ და საუბრებმა შეიძლება თანამოაზრეები გაპოვნინოთ და საინტერესო შესაძლებლობები შემოგთავაზოთ. თქვენი ზოგი იდეის განხორციელებამ შეიძლება სწრაფი შედეგი მოგიტანოთ. დაწყებული საქმე სამომავლოდ არ გადადოთ - ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დაასრულოთ.

წაკითხვა 293 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.