29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს მოვლენების თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება, ამიტომ ეცადეთ დილიდან იაქტიუროთ. მუშაობის დაწყებისთანავე, თქვენი სიზარმაცე სადღაც გაქრება და ადგილს მოვლენებით მდიდარ, საინტერესო დღეს დაუთმობს.

 

კურო

ღრუბლებში ფრენა გსურთ, მაგრამ გარემოებები გამუდმებით მიწაზე გააბრუნებთ. ამ დღეს არა მარტო საკუთარი მოვალეობების შესრულება, არამედ გარშემო მყოფთა რეაქციაზე დაკვირვება და ვითარების კონტროლი მოგიწევთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გადაიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომებს და შეფერხებებს თავიდან ვერ აიცილებთ.

 

ტყუპები

ამ დღეს ყველაზე მეტად ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. დილიდან დაბნეული ხართ და ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ, ამიტომ იმაზე ნაკლების გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე სხვა დროს.

 

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ბიზნესს, კარიერას, მოლაპარაკებებს და მათთან დაკავშირებულ საქმეებს დაუთმოთ. ასევე ყველაფერს, რაც ამას უკავშირდება. თუ ამ კვირას მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას გეგმავთ, გირჩევთ ეს 29 მაისს გააკეთოთ - ამ დღეს კომპრომისის პოვნა ადვილი იქნება. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გარკვევის დროც გამონახოთ - ვარსკვლავების მხარდაჭერამ შეიძლება ამ მხრივ ნამდვილი სასწაულები მოახდინოს!

 

ლომი

ემოციებთან გამკლავება გიჭირთ, ამიტომ პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებულ მიღწევებს არ უნდა ელოდოთ. თუ საქმეების სამომავლოდ გადადება არ გამოდის, დახმარება ახლობელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. მხოლოდ მათი კეთილგანწყობის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების დახმარებით შეძლებთ, რომ გეგმა განახორციელოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ.

 

ქალწული

შესაძლოა, ამ დღეს საკუთარ თავში ლიდერის თვისებები აღმოაჩინოთ და ამის მიზეზიც გაქვთ - ეს დღე განგაწყობთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. ერთი მხრივ, ამას ოპონენტების კრიტიკა მოჰყვება, თუმცა იმის შანსიც გაქვთ, რომ კონკურენტები დაამარცხოთ და შესანიშნავი შედეგი მიიღოთ.

 

სასწორი

მთელი დღე გაწუხებთ განცდა, რომ რაღაც გამოგრჩათ და ვერ შენიშნეთ. შესაძლოა, თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცით ან დაწყებული საქმეების შესახებ საჭირო ინფორმაციას არ ფლობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამაში ცუდი არაფერია - ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, ამიტომ დამშვიდდით და ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც ზუსტად იცით. 

 

მორიელი

პლანეტების განლაგება წარმატებულ დღეს და სასიამოვნო სიურპრიზების მთელ წყებას გპირდებათ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს და კონკურენტებს კი პირიქით, სრული ფიასკო და წარუმატებლობა ელით, რაც ასევე სასიამოვნოა.

 

მშვილდოსანი

ეცადეთ სიტუაცია მთლიანობაში შეაფასოთ. ხატვის დროს მხატვარმა ორი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიოს, რომ სურათი მთლიანად აღიქვას. სწორედ ამას გირჩევენ ვარსკვლავებიც - შესაძლოა თქვენი ცხოვრების სურათს რამდენიმე მნიშვნელოვანი შტრიხი აკლია.

 

თხის რქა

ამ დღეს დიპლომატიური და კომუნიკაციური უნარების დამსახურებით შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ საკითხში დაარწმუნოთ. შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვანი ადამიანის მხარდაჭერა მიიღოთ და კარიერული პოზიცია გაიუმჯობესოთ.

 

მერწყული

ოპონენტების კრიტიკის და დაბრკოლებების მიუხედავად, ეცადეთ, უკან არ დაიხიოთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ მოინდომებთ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. გჯეროდეთ თქვენი წარმატების და ყველაფერი გამოგივათ!

 

თევზები

ამ დღეს ძლიერი მოტივაცია გჭირდებათ, რათა დაგეგმილი საქმეები განახორციელოთ. მოტივაცია ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს: შემთხვევა, დაპირება, ცნობისმოყვარეობა და ა.შ.; ეცადეთ დღის მეორე ნახევარში დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ - ეს განწყობას აგიმაღლებთ და ენერგიით აგავსებთ.

წაკითხვა 332 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.