31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საქმეები, რომლებსაც ამ დღეს დაიწყებთ, აუცილებლად გაგრძელდება. დროთა განმავლობაში ეს თქვენს მუშაობაზე, კეთილდღეობასა თუ პირად ცხოვრებაზე აისახება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ. თუ არჩევანის გაკეთება გიწევთ, ეცადეთ, საკუთარი გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგები წინასწარ მაქსიმალურად გათვალოთ.

 

კურო

მოემზადეთ იმისთვის, რომ შეიძლება თავზე კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდეთ. როგორი უსიამოვნო და საწყენიც არ უნდა იყოს საკუთარ შეცდომებზე რომ მიგითითებენ, ინფორმაცია სამომავლოდ უნდა გაითვალისწინოთ. ეცადეთ საკუთარ თავს იმ ადამიანების თვალით შეხედოთ, ვინც გაკრიტიკებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს პოზიციას ყველაზე მეტად კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება გააძლიერებს.

 

ტყუპები

საინტერესო იდეებითა და ბრძნული აზრებით სავსე ხართ და გარშემო მყოფებს გულუხვად უზიარებთ. თუ ვიღაცისთვის თქვენი აზრები უინტერესოა, ვიღაც თქვენს რჩევას და დახმარებას ნამდვილად საჭიროებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რჩევები ახალგაზრდებისკენ ან იმ ადამიანებისკენ მიმართოთ, ვისაც დახმარება სჭირდება. ამით ყველა მხარე მოიგებს.

 

კირჩხიბი

რთული ამოცანის წინაშე დგახართ - პირადი საქმეების მოგვარება გსურთ და ცდილობთ, ამაში ხელი არავინ შეგიშალოთ. უფრო აქტიურად უნდა დაიცვათ საკუთარი პოზიცია, რადგან ამ დღეს მშვიდად ყოფნის საშუალებას არავინ გაძლევთ.

 

ლომი

შესაძლოა, საკუთარ თავში მარიონეტების მართვის ნიჭი აღმოაჩინოთ, რადგან უხილავი ძაფების დახმარებით სასურველი შედეგის მიღება შეგიძლიათ. ამას არაფერი აქვს საერთო ინტრიგასთან. უბრალოდ, პირდაპირობას შემოვლითი გზით მოქმედება გირჩევნიათ და ეს სწორი სტრატეგიაა, რადგან ამით ადამიანებს თქვენთვის სასურველი მოქმედებისკენ უბიძგებთ.

 

ქალწული

ამ დღეს საკუთარი თავისა და ინტერესების გარდა, არაფერი გაღელვებთ და გარშემო მყოფებზე ნაკლებად ზრუნავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი სიმართლის დაჟინებით მტკიცებას მოერიდოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან საერთო ინტერესები მოძებნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყენა და კონფლიქტები გარდაუვალია.

 

სასწორები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უხეშობას მოერიდოთ და ნებისმიერ საქმეში მოქნილად და დიპლომატიურად იმოქმედოთ. მოქმედების ერთი ვარიანტის არჩევა შეცდომა. გახსოვდეთ, რომ ერთ მიზანთან შეიძლება ბევრმა განსხვავებულმა გზამ მიგიყვანოთ. ამ დღეს ძალისმიერ მეთოდებზე მეტად, კომპრომისების ხელოვნება დაგეხმარებათ.

 

მორიელი

მშვიდი და ჰარმონიული დღეა. სიჩქარე და აქტიურობა არაფერს მოგიტანთ, რადგან თქვენი გადაწყვეტილებები არაფერს შეცვლის. ამ დღეს მოვლენები თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კამათს და დაპირისპირებას მოერიდოთ. თქვენი წარმატების გასაღები მოქნილობა და დიპლომატიაა.

 

მშვილდოსანი

ამ დღეს გავლენის სფეროების გაფართოების შანსი გაქვთ! ამიტომ ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოთ, გავლენიან ადამიანებთან კავშირი დაამყაროთ ან საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. დღევანდელი წარმატება თქვენს მომავალზე დადებითად აისახება.

 

თხის რქა

სავარაუდოდ, ადამიანებთან, რომლებზეც თქვენი კარიერაა დამოკიდებული, რთული საუბარი გელით. ამ საუბარს შეიძლება თქვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას უნდა ეცადოთ. კარგი იქნება, თუ საუბრის დროს თქვენი განსაკუთრებული უნარების წარმოჩენას შეძლებთ.

 

მერწყული

ამ დღეს თქვენი აზრი ყველასთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. თქვენც ცდილობთ, კონსულტანტის როლი მოირგოთ. გამოცდილება და პროფესიონალიზმი ისაა, რაც სხვა ადამიანებისგან გამოგარჩევთ და ეცადეთ, ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

 

თევზები

დროა, ლიდერის პოზიცია დაიკავოთ! იმდენად ძლიერი არგუმენტები გაქვთ, რომ თქვენთან კონკურენციას ვერავინ ბედავს. ამასთან, შეგიძლიათ, ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. ასე რომ, დროა, გამბედაობა მოიკრიბოთ და გადამწყვეტი მოქმედება დაიწყოთ.

 
წაკითხვა 381 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.