13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე თქვენგან სიმშვიდეს და გაწონასწორებულ, კონსერვატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მიმდინარე საქმეებში წინსვლას რომ მიაღწიოთ, სიფრთხილისა და სითამამეს შორის ზღვარზე უნდა იმოქმედოთ. ამის წყალობით, შეცდომების ალბათობა ძალიან შემცირდება. თუნდაც სასურველზე ნაკლებს მიაღწიოთ, ეს შეცდომების დაშვებას ნამდვილად ჯობია.
კურო
გრძნობთ, რომ თქვენი სასიცოცხლო ენერგია მცირდება. სურვილის მიუხედავად, ძალა არ გყოფნით, რომ სამსახურში და სახლში ყველა საქმეს გაუმკლავდეთ! სავარაუდოდ, ამის გამო პრობლემების მოგვარებას სამომავლოდ გადადებთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რამე შემოქმედებით ღონისძიებას დაესწროთ - სხვისი შთაგონება ენერგიის მარაგის შევსებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოწყენილობის გასაქარვებლად ცხოვრება ცვლილებებით გაიხალისოთ - პირად ცხოვრებაში ექსპერიმენტებისთვის შესანიშნავი დროა, თუმცა სამსახურში მხოლოდ კარგად ნაცნობი და გამოცდილი მეთოდებით უნდა იმოქმედოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში ნაცნობი გზით უნდა იაროთ. ექსპერიმენტის ჩატარების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება. კონსერვატიული მეთოდებით იმაზე გაცილებით მეტს მიაღწევთ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე ექსპრომტით. ასე რომ იმოქმედეთ!
ლომი
მზად იყავით იმისთვის, რომ ამ დღეს ყველა ჭკუას გასწავლით. სავარაუდოდ, რამდენიმე მოსაწყენ საუბარში მონაწილეობა გელით, სადაც უსიტყვო მსმენელისა და დასტურის მიმცემის როლი დაგეკისრებათ. გირჩევთ, ახალი იდეები ან გეგმები არავის გაუზიაროთ. საუკეთესო შემთხვევაში, მსუბუქ შენიშვნას მოისმენთ, უარეს შემთხვევაში კი უმოწყალო კრიტიკის მსხვერპლი გახდებით.
ქალწული
ამ დღეს გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ. იმ აზრს უნდა შეეგუოთ, რომ ვერავის დათანხმებას ვერ შეძლებთ, ამიტომ თუ საკუთარ გეგმებში 100%-ით დარწმუნებული ხართ, მარტო მოქმედება ან პროექტის სხვა დღისთვის გადატანა მოგიწევთ.
სასწორები
ამ დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ - რაც უფრო გაიძულებენ, რომ სწრაფად და პრინციპულად იმოქმედოთ, მით უფრო აფერხებთ საქმეს. თუ არავინ ეცდება თქვენს დაჩქარებას, შეიძლება ძალიან ნელა, მაგრამ გაცილებით ეფექტიანად და გააზრებულად იმოქმედებთ.
მორიელი
ცდილობთ, ყველაფერს პრაქტიკული მიდგომა მოუძებნოთ და ეს რომანტიკულ ურთიერთობებსაც ეხება - საყვარელ ადამიანს, ყვავილების ნაცვლად, ქოთანში ჩარგულ ლიმონს აჩუქებთ, რათა ზამთარში გემრიელი ჩაი მიირთვათ, სამკაულებს ნაცვლად კი უპირატესობას საყოფაცხოვრებო ნივთებს ანიჭებთ. ასეთი საქმიანი განწყობა ნებისმიერი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
მშვიდი დღეა, შეგიძლიათ არსად იჩქაროთ. შესაძლოა, ვინმესთვის ეს მოსაწყენი დღეა, მაგრამ მშვილდოსანი დროის სასარგებლოდ გატარებას მოახერხებს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. ამის წყალობით მომდევნო დღეებს შედეგიანად გაატარებთ.
თხის რქა
ამ დღეს თქვენი საქმეები და ფიქრები ნათესავებს ან მეგობრებს უკავშირდება. შესაძლოა, ზოგ მათგანს აქვს პრობლემა, რომლის გადაჭრა ან ამაში დახმარება შეგიძლიათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვალეობის გრძნობა არ დაივიწყოთ. თუ საჭიროა, საყვარელი ადამიანის მხარდასაჭერად პირადი ან თუნდაც სამუშაო დრო უნდა გაწიროთ.
მერწყული
ამ დღეს შესაძლოა, ძალიან მოიწყინოთ. სიტუაცია როგორც სახლში, ისე სამსახურში საქმის კეთების აუჩქარებელ რიტმს მოითხოვს და იძულებული ხართ, რომ ამ მოთხოვნას დაემორჩილოთ. თუმცა, ამას თავისი უპირატესობებიც აქვს - ზოგი საქმე, რომელიც თქვენი ფიცხი ხასიათის და აჩქარების გამო ვერ მოაგვარეთ, მშვიდი, გააზრებული მიდგომის წყალობით მარტივად მოგვარდება.
თევზები
მთელ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და ოჯახის ბიუჯეტს დაუთმობთ და მათი მოწესრიგებისთვის ყველაფერს გააკეთებთ. უარი თქვით ნებისმიერ ავანტიურულ პროექტზე, რომელიც უცნობ საქმეში ფულის დაბანდებას გულისხმობს.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში