29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ არ იზარმაცებთ, ისეთ საქმეს გაუმკლავდებით, როგორზეც არასდროს გიოცნებიათ. შეგიძლიათ, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და მხარდაჭერას მიიღებთ. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურთან დაკავშირებით მაცდური წინადადება - სავარაუდოდ, გრძელვადიან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება შემოგთავაზონ.

კურო

წინააღმდეგობრივი დღეა. თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა, მაგრამ მეტს ელოდით და უკმაყოფილო ხართ. იცით, რომ მიზნის მისაღწევად ისეთ ადამიანებთან გაერთიანება მოგიწევთ, რომლებიც არ მოგწონთ და შინაგანად მზად არ ხართ თუნდაც ნაყოფიერი, მაგრამ უსიამოვნო თანამშრომლობისთვის. საქმიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საქმეებში შეფერხებები გელით. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ამ დღეს წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ტყუპები

რთული დღეა, მაგრამ თქვენ სრულად გამოიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ის გთავაზობთ. სამსახურში მნიშვნელოვანი წინსვლა გელით - მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ უჩვეულო ადამიანები გაიცნოთ, რომლებთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესო იქნება. არ არის გამორიცხული რომანტიკული თავგადასავალი.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ბევრი ახალი პრობლემის გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. საშუალება გექნებათ, რომ საინტერესო პროექტზე მუშაობაში ჩაერთოთ. ოჯახურ პრობლემებს მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე აგვარებთ, ამიტომ ყოველთვის საუკეთესო გამოსავალს პოულობთ. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო სიახლე გელით.

ლომი

ისედაც რთულ საქმეს თქვენი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები უფრო გაართულებს ეცადეთ, სიმშვიდე და საღი აზრი შეინარჩუნოთ, ეს შეცდომებსა და უხერხულ სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ. ახალ შთაბეჭდილებებს ეძებთ, მაგრამ ამის ნაცვლად იძულებული ხართ, მოსაწყენი საქმე აკეთოთ. ყველაზე დაძაბულ წუთებში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ.

ქალწული

ეს დღე საშუალებას მოგცეთ, რომ წარმატებას ურთულესი დავალებები შეასრულოთ. ამისთვის საკუთარი შესაძლებლობები გადაუჭარბებლად, ობიექტურად უნდა შეაფასოთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა - ეცადეთ უფრო რბილი და დამთმობი იყოთ მათთან, ვინც გიყვართ.

სასწორი

ამ დღეს ენერგიის უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ და ამ ენერგიის ღირსეულად გამოყენებას შეძლებთ. ინტუიცია რთული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრაში, ინტრიგების გამოვლენასა და ამბიციური გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. მარტოხელა სასწორებისთვის ხელსაყრელი დღეა რომანტიკული პაემნებისთვის.

მორიელი

ამ დღეს ნებისმიერი ახალი საქმე უამრავ პრობლემას და დაბრკოლებას შეეჯახება და ეს თქვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება. მოკავშირეებთან ურთიერთობის დამყარება გართულდება. დიპლომატიურობის გამოვლენა მოგიწევთ, რათა სიმშვიდე აღადგინოთ.

მშვილდოსანი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა და ეცადეთ, ეს ფაქტორი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. საშუალება გექნებათ, რომ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას მიაღწიოთ, რაც მიზნის ასრულებაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ, ამიტომ შეიძლება ერთობლივი დასვენებაც მოაწყოთ.

თხის რქა

გასაოცარი შრომისმოყვარეობის დამსახურებით ადვილად აღწევთ იმას, რაზედაც სხვებს ოცნებაც არ შეუძლიათ. მოულოდნელი, მაგრამ ძალიან მაცდური საქმიანი შეთავაზება გელით. ინტუიცია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში კი გირჩევთ, ინიციატივა გამოიჩინოთ - ეს უკეთესობისკენ ცვლილებების დასაწყისი გახდება.

მერწყული

ამ დღეს ერთფეროვანი და უინტერესო სამუშაოს კეთებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ ახლოს გყავდეთ ადამიანი, რომელიც თქვენს სამუშაოს შეამოწმებს. ეს დღე ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისთვის. მთავარია, თავი შეიკავოთ ისეთი ხუმრობისგან, რომელიც შეიძლება ვიღაცას შეურაცხმყოფელი ეჩვენოს.

თევზები

ეცადეთ, ამ დღეს პოზიტიური ტენდენციების გავლენით სრულად ისარგებლოთ. საშუალება გექნებათ, რომ საქმიანი კავშირები გააძლიეროთ, რომლებიც მოგებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული და მოვლენებით დატვირთული იქნება. ზოგ თევზს სერიოზული გამოწვევების გადალახვა მოუწევს.

წაკითხვა 276 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.