"სიტუაცია ნელ-ნელა დაიწყებს გაუმჯობესებას სექტემბრის 5 რიცხვიდან" - ასტროლოგის რჩევები
რეალურად, რომ დავფიქრდეთ ასეთი კოსმიური ქარიშხლები, რომლებიც აისახება მიწაზეც კარგი გაკვეთილებია ჩვენთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე წერს.
მისი თქმით, ამ დღეებში მოვლენები შეიძლება, საინტერესოდ განვითარდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ფაქიზი მთვარე მკაცრ სატურნთან თავს მძიმედ გრძნობს და დისკომფორტშია, სამაგიეროდ, მომდევნო ორი კვირის მანძილზე დრო ძალიან კარგია გაანალიზებისთვის, შეცდომების აღმოფხვრისთვის, სინანულისთვის, ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, სულიერი სამყაროს დაუფლებისთვის, ალტრუისტული ნაბიჯებისთვის და სხვა.
მაგრამ, ასეთი მძიმე შეერთების ფონზე ბევრ პრესტიჟულ ორგანიზაციებს, კომპანიებს, საჯარო პირებს, არაა გამორიცხული შეექმნათ პრობლემები და მატერიალური დანაკარგები.
როგორც ვამბობდი, ზაფხული არ იქნებოდა ადვილი, ფაქტებიც სახეზეა. სიტუაცია ნელ-ნელა დაიწყებს გაუმჯობესებას სექტემბრის 5 რიცხვიდან და შედარებით ტონუსში მოვა 15-20 რიცხვებისთვის, როცა მერკური და ვენერა დაიწყებენ დირექტულ მოძრაობას. იდეალურობა არ იქნება, მაგრამ ამაზე უკეთესი მაინც შეიძლება იყოს.
ამ ეტაპზე: მთები, ყინულოვანი ადგილები, წყლები, მდინარეები და ა.შ. კვლავ რთულ ზონად რჩება, გაუფრთხილდით ერთმანეთს. თევზები ესაა უმაღლესი სულიერების ნიშანი, თავად ქრისტიანების გამოსახულებაა, ხოლო როცა მზე მერკანტილურ ქალწულში მოძრაობს და მთვარე სულიერ თევზებში, გვეუბნებიან მაღლიდან დაიცავით ბალანსი, ჭეშმარიტად მიხედეთ ორ სამყაროსო. თან თვეში მეორედ ხდება სავსემთვარე, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ჯდება.
ამ 2-3 დღის მანძილზე თხოვნა მექნება სერიოზული საქმის გარჩევებისგან და წამოწყებებისგან თავი შეიკავეთ, თუ რამე აუცილებელი და გადაუდებელი არაა. მეტი სიკეთე, საკუთარ თავში დაფიქრება და სიმშვიდე გმართებთ. უნდა დავფიქრდეთ, რა - რისთვის ეშვება. კოლექტიური შეცდომები იწვევს დიდ სირთულეებს და ესეც ადამიანების ხელით ხდება.
გისურვებთ ბედნიერ დღეებს!" - წერს გიორგი ლობჯანიძე.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი