ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 15 სექტემბრის ახალი მთვარე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს

15 სექტემბერს ქალწულის ნიშანში ახალი მთვარე იქნება.

გარდა ამისა, მზეს, მთვარეს, იუპიტერს, ურანსა და პლუტონს შორის ტრიგონი იქმნება, რაც, ასტროლოგების თქმით, თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, განსაკუთრებული ცვლილებები კი სასიყვარულო ურთიერთობებშია მოსალოდნელი. ზოდიაქოს ამ 6 ნიშნის წარმომადგენლისთვის 15 სექტემბრის ახალი მთვარე მართლაც გამორჩეული იქნება და ისინი შეძლებენ, სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებები გამოიწვიონ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ:

 

ქალწული

 
 
 

ახალი მთვარე თქვენს ნიშანში იქნება და ის ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას მოგცემთ, რომ პირად ცხოვრებაში გაბედული ნაბიჯი გადადგათ და თქვენთვის სასურველი ცვლილება გამოიწვიოთ. ახლა შესაძლოა, თქვენს მეორე ნახევართან დაკავშირებით რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ, დაგეგმოთ ქორწილი, ნიშნობა, გამოუტყდეთ სიყვარულში მას, ვინც დიდი ხანია, მოგწონთ, მაგრამ თქმას ვერ ბედავდით. ახალი მთვარე ამ კუთხით საინტერესო ცვლილებას გპირდებათ. შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, არ შეგეშინდეთ ახალი ეტაპის დაწყების და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

 

თევზები

ახალი მთვარე თქვენი ურთიერთობების სექტორში იქნება. ასტროლოგების თქმით, ეს გაძლევთ ძალიან დიდ შანსს, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც თქვენი ცხოვრების დიდ სიყვარულს დაუკავშირდება და თავს ბედნიერად იგრძნობთ. შესაძლოა, ეს სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად მოხდეს და იმდენად სწრაფად და ამავდროულად, კარგად აეწყოს ყველაფერი, რომ თავადაც გაგიკვირდეთ.

ტყუპები

 

ახალი მთვარე თქვენი სახლის სექტორში იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საბოლოოდ გადაწყვიტოთ დაოჯახება, მეორე ნახევარს განსხვავებული თვალით შეხედოთ და მიხვდეთ, რომ მასთან ერთად გსურთ ცხოვრება. ასევე, თუ დაქორწინებული ხართ, მეუღლესთან ერთად შეგიძლიათ, ახალ სახლში გადასვლაზე იფიქროთ. გარდა ამისა, ასტროლოგების თქმით, ახალ მთვარეს შეუძლია, შეგახვედროთ ადამიანს, რომელიც სამომავლოდ თქვენთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდება და ბედნიერ დღეებს მოგიტანთ.

მორიელი

ახალი მთვარე თქვენი მეგობრობის სექტორში იქნება. ასტროლოგების თქმით, დიდი შანსია, რომ ურთიერთობა დაიწყოთ კოლეგასთან, ძველ ნაცნობთან, ან კიდევ აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მეგობარი იმაზე მეტია თქვენთვის, ვიდრე მეგობარი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა შანსი გაქვთ, რომ ცხოვრება ახალი თავგადასავლებითა და სასიამოვნო ემოციებით დაიწყოთ.

 

კურო

ახალი მთვარე თქვენი სასიყვარულო ურთიერთობების სექტორშია. ამიტომ, 15 სექტემბრის ახალი მთვარე მნიშვნელოვან ადამიანთან შეხვედრას გიმზადებთ. შესაძლოა, სამსახურში, რაიმე შეხვედრაზე, ღონისძიებაზე, სრულიად შემთხვევით გაიცნოთ ის, ვინც განსაკუთრებით შეგიყვარდებათ და ბედნიერ დღეებს გაჩუქებთ.

თხის რქა

ახალი მთვარე თქვენი მოგზაურობის სექტორში იქნება. შესაძლოა, მოგზაურობის, გადაადგილების დროს გაიცნოთ ადამიანი, რომელსაც დაუახლოვდებით, მალე მეგობრული ურთიერთობა კი სიყვარულში გადაიზრდება და სასიამოვნო თავგადასავალს მოგიტანთ. იყავით გახსნილი ახალი ურთიერთობებისთვის, არ თქვათ უარი მეგობრებთან ერთად მოგზაურობაზე, ქალაქგარეთ გასვლაზე, სადმე გასეირნებაზე. შესაძლოა, სწორედ იქ შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც უახლოეს პერიოდს დაუკავშირებთ.

 

წყარო: ბომონდი

წაკითხვა 472 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.