19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მიიღებთ მხარდაჭერას, რომელსაც დიდხანს ელოდით. შესანიშნავი დროა ნაცნობობისთვის - შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი მეგობრები და თანამოაზრეები გახდებიან.

საღამოს შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რაც ძალიან განერვიულებთ და გაღიზიანებთ. გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ - პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც თქვენ ფიქრობთ.

კურო

ყურადღებით იყავით - ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დღეა, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს - თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ. თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ.

ტყუპები

თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ ,ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ. თავიდან დამოუკიდებლად მუშაობა მოგიწევთ, მოგვიანებით მოკავშირეები დაგეხმარებიან.

სავარაუდოდ, ამ დღის სიახლეები არ მოგეწონებათ. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.

კირჩხიბი

მოსალოდნელია სიურპრიზები, მათ შორის ძალიან სასიამოვნო. პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ, ისეთ შედეგს მიაღწიოთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას - ის ამ დღეს ნამდვილად არ გიღალატებთ.

ამ დღეს თავში ბევრი ახალი იდეა მოგივათ და მათი განხორციელების საშუალება უახლოეს მომავალში მოგეცემათ.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ - გირჩევთ, ამ დროს მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთოთ. მოგვიანებით, პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დრო დადგება და ფულის გამომუშავების შანსიც მოგეცემათ.

ხელსაყრელი დღეა ინვესტიციებისთვის. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობის აღება - ინტუიცია დაგეხმარებათ, მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

ქალწული

გარკვეული სირთულეების მიუხედავად, ეს დღე კარგად ჩაივლის. ოპტიმიზმი და კარგი განწყობა პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობას ადვილად დაამყარებთ.

ზოგი ქალწული მაცდურ შეთავაზებას მიიღებს, რომელიც საინტერესო პერსპექტივას გაუხსნის. პირადი პრობლემების გადაჭრა დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

სასწორი

ეცადეთ, შესაძლებლობა გამოიყენოთ - პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, ეს რომანტიკული ურთიერთობა იქნება, თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრული და საქმიანი კავშირები უნდა დაგრჩეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მორიელი

შესანიშნავი დღეა ახალი ცოდნისა და სასარგებლო გამოცდილების მისაღებად. გირჩევთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, რამდენჯერმე გადაამოწმოთ. ამ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება და თქვენს კარიერულ ზრდას დაეხმარება.

შესაძლოა, ამ დღეს საერთო ენა მათთანაც კი იპოვოთ, ვისთანაც ბოლო დროს ვერ თანხმდებოდით.

მშვილდოსანი

ამ დღეს მცირე ძალისხმევით შეიძლება უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ. შრომისმოყვარე და მონდომებული ადამიანი ხართ, რაც დაგეხმარებათ, შესანიშნავი შედეგი მიიღოთ იქ, სადაც სხვებმა ვერ შეძლეს.

პირად ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. სიტუაციას სწორად აფასებთ, კარგად გესმით, რა გსურთ და იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ. შორეული ნათესავებისგან მიიღებთ ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.

თხის რქა

ძალიან ნაყოფიერი დღეა. შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებით. ზოგჯერ სიტუაცია არასტანდარტული მეთოდების გამოყენებას მოითხოვს, მაგრამ ეს არ გაშინებთ - ექსპერიმენტები მოგწონთ.

თუ ცოტა ხნის წინ ვინმესთან იჩხუბეთ, მშვიდობის დამყარებისთვის საუკეთესო დღეა.

მერწყული

გირჩევთ, მოსაწყენი საქმეების კეთება სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ - თქვენი ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩება.

გირჩევთ საკუთარ გრძნობებზე გულახდილად ისაუბროთ - ეს მიმზიდველობას გმატებთ. ნებისმიერი ახალი ნაცნობობა, რომელიც ამ დღეს დაიწყება, დიდხანს გაგრძელდება. შეიძლება ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით, მაგრამ უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.

თევზები

სახლში და სამსახურში უამრავი საქმე გაქვთ და ყველაფერი რომ მოასწროთ, დასვენებაზე და მეგობრულ შეხვედრებზე უარის თქმა მოგიწევთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება - თავს შესანიშნავად იგრძნობთ, როდესაც საკუთარი საქმიანობის შედეგებს ნახავთ.

თქვენმა გულგრილობამ და თავშეკავებამ შეიძლება საყვარელი ადამიანი გააღიზიანოს. ეცადეთ, პირადი პრობლემები დროულად მოაგვაროთ, რათა სამომავლოდ ურთიერთობა არ გართულდეს.

წაკითხვა 337 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.