20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თქვენი სიმტკიცე და შრომისმოყვარეობა აუცილებლად დაფასდება, მთავარია, გარშემო მყოფებზე ზეწოლა არ მოახდინოთ და მათ ინტერესებს პატივი სცეთ. გამონახეთ დრო, რომ პირადი სივრცე გულმოდგინედ დაასუფთაოთ. ასევე, ყველაფერი იღონეთ, რომ ოჯახის წევრებს შორის კამათი და გაუგებრობები დაასრულოთ.
კურო
გირჩევთ, გარშემო მიმოიხედოთ და ყველა საუბარს ყურადღებით მოუსმინოთ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან საინტერესო შეთავაზება არ გამოგეპაროთ. დროს უსარგებლო საუბრებში ნუ დაკარგავთ - ეცადეთ, დაგროვილი საქმეები დროულად დაასრულოთ.
ტყუპები
სარისკო ან სახიფათო საქმეში მონაწილეობის სურვილმა შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. ვიღაც თქვენი გარემოცვიდან საშინლად გაღიზიანებთ, მაგრამ ეცადეთ, საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ.
კირჩხიბი
არახელსაყრელი დროა მუშაობისთვის. დაწყებული საქმის დროულად დასრულება გიჭირთ, რადგან ყოველ ნაბიჯზე გაუთვალისწინებელ სირთულეებს აწყდებით. ამის მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე მშვიდად გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას ყოველი სიტყვა აკონტროლოთ.
ლომი
რუტინული სამუშაო და წვრილმანი საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ, ეს საქმეები დროულად დაასრულოთ და დიდი, საინტერესო პროექტებისთვის დრო გაათავისუფლოთ. ოჯახი თქვენს ნებისმიერ წამოწყებას მხარს დაუჭერს. თუ მარტოხელა ხართ, მოერიდეთ სამსახურებრივი რომანის დაწყებას - ის ბევრ პრობლემას შეგიქმნით.
ქალწული
მიზნის მისაღწევად მეტი სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ. დაიცავით საკუთარი აზრი როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.
სასწორი
ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. უსიამოვნებები დილიდანვე გელით, თუმცა შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.
მორიელი
ამ დღეს აჩქარება დაგაზიანებთ. გირჩევთ, გარშემო განვითარებულ მოვლენებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლობელი ადამიანის სიტყვა ან მოქმედება პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. შეიძლება ზოგიერთ საკითხში გასარკვევად ძველი კავშირების აღდგენა მოგიწიოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ნებისმიერ სიტყვას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. უწყინარმა შენიშვნამ შეიძლება სერიოზული კამათი გამოიწვიოს, რაც თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობას გააფუჭებს. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს კონტაქტები შეზღუდოთ და ნაკლები ისაუბროთ.
თხის რქა
ამ დღეს ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. თუ შესაძლებელია, 20 ოქტომბერი მარტოობაში გაატარეთ და დისტანციურად იმუშავეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ სიმშვიდე დაიბრუნოთ, აზრები დაალაგოთ და ზედმეტი კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. დროა, საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთების ან ადამიანებისგან გაათავისუფლოთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა შეცდომების გამოსწორებისა და წარსულის შეფასებისთვის. გირჩევთ, ახალი პროექტის დაწყება სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ვარსკვლავების განლაგება არახელსაყრელია. ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებთ, ამიტომ ეცადეთ მათთან მეტი დრო გაატაროთ.
თევზები
გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები შეიქმნას, ამიტომ ეცადეთ, დაუფიქრებელი სიტყვით ან საქმით არავინ გაანაწყენოთ. სხვა მხრივ კი დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი