13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს პატარა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სურვილის ასრულებას შეძლებთ. სირთულეები ნუ შეგაშინებთ - ვარსკვლავების დახმარებით, სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. ნუ ეცდებით იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე შეგიძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ცუდად იგრძნობთ. სამსახურში შესვენება და ყურადღების სასიამოვნო საქმეებზე გადატანა სასარგებლო იქნება.
კურო
ამ დღეს კუროს განწყობა მეტწილად თანამოსაუბრეებზეა დამოკიდებული, ამიტომ გირჩევთ, პირქუშ ადამიანებს ერიდოთ და გვერდით მხოლოდ პოზიტიურად განწყობილი ადამიანები გყავდეთ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. ფინანსების გონივრულად განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც აიცილოთ.
ტყუპები
მიზანს რომ მიაღწიოთ, ეს დღე ყურადღებით უნდა დაგეგმოთ და ძალები მრავალრიცხოვან დავალებას შორის სწორად გადაანაწილოთ. თქვენი კრიტიკა მეტწილად, სამართლიანია, მაგრამ ნურც გარშემომყოფთა თავმოყვარეობის შესახებ დაივიწყებთ. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, არ გადაიღალოთ.
კირჩხიბი
ურთიერთობაში მეტი ყურადღება საქმიან და სამუშაო თემებს უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, უსიამოვნო საუბრის მომსწრე გახდეთ, რაც ხასიათს გაგიფუჭებთ. ამ დღეს მაღაზიებში სიარულს მოერიდეთ, რადგან შეიძლება ფული უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ.
ლომი
ეცადეთ, რომ ეს დღე ოჯახის წევრებთან ან უახლოეს მეგობრებთან ერთად გაატაროთ - სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, თქვენს პიროვნულ და საქმიან თვისებებს სათანადოდ ვერ შეაფასებენ. წვრილმან უსიამოვნებებზე არ უნდა გაღიზიანდეთ, ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ.
ქალწული
მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწევთ. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა ადვილი არ იქნება, მაგრამ დასახულ მიზნებს მხოლოდ ამ გზით მიაღწევთ. ამ დღეს ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ, რადგან დაუძლეველ პრობლემებს შეეჯახებით. ეცადეთ, ღრუბლებიდან დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ. გახსოვდეთ - ბედნიერება სიმარტივეშია.
სასწორი
შეიძლება ახლობელმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ნაჩქარევი დასკვნის გამოტანამდე ან ურთიერთობების გაწყვეტამდე ეცადეთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ. დებატების დროს სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ადამიანებს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. ცოტაოდენი მონდომება გამოიჩინეთ და საჭირო ადამიანები თქვენს უნარებს შენიშნავენ.
მორიელი
ნუ დაჰპირდებით ადამიანებს იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლიათ. დროა, პირადი ცხოვრების მოწესრიგებით დაკავდეთ. სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ყველაფერს, რასაც მომავალი არ აქვს.
მშვილდოსანი
ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. ეცადეთ, კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. გარემოებები აქტიურობის საშუალებას არ მოგცემთ, ამიტომ შეგიძლიათ მოუნდეთ და დინებას მიჰყვეთ.
თხის რქა
მოემზადეთ რთული დღისთვის. სტრესული სიტუაცია და კოლეგებთან დაპირისპირება თქვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ თუ შესაძლებელია, ურთიერთობები შეზღუდეთ და ერთი დღე დაისვენეთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა - პრობლემები არ გელით.
მერწყული
ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში კომპრომისების პოვნა ადვილი არ იქნება. ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებზე არ გაღიზიანდეთ და მეგობრული განწყობა შეინარჩუნოთ. მუშაობის დროს სერიოზული შეცდომა რომ არ დაუშვათ, ყველა საბუთი და ინფორმაცია ყურადღებით უნდა შეამოწმოთ. კოლეგებს დახმარებას ნუ სთხოვთ, ამ დღეს ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ.
თევზები
იქ, სადაც საერთოდ არ ელით, მოულოდნელი სირთულეები გელით. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში შეიძლება გაუგებრობები წარმოიშვას, მაგრამ უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვას და პრეტენზიებს უნდა მოერიდოთ. ეცადეთ, ახალ გაცნობილ ადამიანთან გულწრფელობა გამოიჩინოთ და მისი სახით ერთგულ მეგობარს შეიძენთ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი