28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს დროის უმეტეს ნაწილს უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას და აქტუალური საკითხების მოგვარებას დაუთმობთ. მოერიდეთ დებატებში ჩართვას და კამათს - თქვენს აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს და ნერვებს ტყუილად მოიშლით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ეცადეთ ფეხით ბევრი იაროთ და სწორად იკვებოთ. სასურველია, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ და მომავალი სამუშაო დღისთვის ძალები აღიდგინოთ.

კურო

დღე შესაფერისია სამომავლო გეგმებზე ფიქრისთვის. გირჩევთ ურთიერთობებში სფრთხილე გამოიჩინოთ - შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვიღაცას თქვენი შურს და ჭორებს გივრცელებთ. ყოველი შემთხვევისთვის, მოერიდეთ საკუთარ იდეებზე საუბარს, რომ ვიღაცამ არ მიითვისოს. ეცადეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები

თუ ამ დრომდე სწორად იმოქმედეთ, ამ დღეს შეიძლება საკუთარი შრომის შედეგებით დატკბეთ იდეალური დღეა მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ლაპარაკის კარგი უნარი საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველს სწრაფად მიაღწიოთ. საღამოს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ.

კირჩხიბი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში უნდა დაგეგმოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სასურველ შედეგებს უფრო სწრაფად მიაღწიოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და პარტნიორს უფრო ხშირად დაეთანხმოთ.

ლომი

მშვენიერი დღეა სუფთა ჰაერზე ვარჯიშისა და ფიზიკური მუშაობისთვის. თქვენი სხეული ზრუნვას საჭიროებს. ეცადეთ იმუნური სისტემა გაიძლიეროთ და ავადმყოფობის პირველივე სიმპტომების დროს ექიმს ეწვიოთ ან პრევენციული ზომები მიიღოთ. ნუ იტრაბახებთ თქვენი წარმატებებით ან პირადი ურთიერთობებით, ეცადეთ ურთიერთობებში უფრო მოკრძალებული იყოთ.

ქალწული

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს გარემოცვაში არაკეთილსინდისიერი ადამიანები თქვენ შესახებ სხვადასხვა ჭორებს ავრცელებენ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ - ნუ იქნებით ძალიან გულწრფელი. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ბევრი საქმის დასრულებას შეძლებთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

სასწორი

გირჩევთ, საკუთარ გეგმებსა თუ იდეებს კარგად გადახედოთ და ახალი სიტუაციის შესაბამისად შეცვალოთ. გაუთვალისწინებელი გარემოებები გელით, როდესაც გრაფიკის შეცვლა და ინტუიციურად მოქმედება მოგიწევთ. რაც არ უნდა მოხდეს, პოზიტიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მომავალში ბევრჯერ გამოგადგებათ. მთავარია, არ გაჯიუტდეთ და ახლობელი ადამიანების რჩევებს დაუჯეროთ.

მორიელი

არ ინერვიულოთ, თუ რამე ისე არ გამოდის, როგორც გეგმავდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რთული საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და ჩანაფიქრის განხორციელების მეტი რესურსი გექნებათ. საღამოს ვარჯიში ან სეირნობა სტრესის შემცირებაში და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ.

მშვილდოსანი

სასურველია, რომ ამ დღეს კონტაქტები შეზღუდოთ და განმარტოვდეთ. ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და საერთო თემების პოვნა გიჭირთ. შეგიძლიათ ეს დრო დიდი ხნის უნახავი მეგობრების ან ნათესავების მოსანახულებლად გამოიყენოთ. ეს განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და საყვარელ ადამიანებსაც გაახალისებთ.

თხის რქა

დაძაბული და ემოციურად რთული დღეა. უმცირესი წინააღმდეგობაც კი გაღიზიანებთ. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, თორემ თავად დაზარალდებით. მოერიდეთ აჩქარებას, რომელსაც უამრავი შეცდომა მოჰყვება და საქმეს გაგირთულებთ. თუ არჩევანის გაკეთების საშუალება მოგეცათ, ის აირჩიეთ, რაც კარგად იცით და საუკეთესოდ გამოგდით.

მერწყული

პოზიტიურ ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ და განწყობას გაგიხალისებთ. ეცადეთ, მეტი საინტერესო ადამიანი გაიცნოთ და თანამოაზრე აღმოაჩინოთ. ბოლო დღეების გადაღლამ შეიძლება თავი იჩინოს, ამიტომ გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

ემოციურმა ფონმა შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. ამის მიუხედავად, ეცადეთ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. თუ საქმეს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგებით, მიზანს მიაღწევთ და თქვენთვის საჭირო პროცესებს დააჩქარებთ. გირჩევთ, ახლობელი ადამიანები, გაკრიტიკების ნაცვლად, ქათინაურებით გაანებივროთ.

 
წაკითხვა 241 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.