16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოემზადეთ პროდუქტიული და დატვირთული დღისთვის. ამ დღეს შეძლებთ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ რთულ საქმეს. კარიერული ზრდისთვის სასარგებლო იქნება კოლეგებთან მეტი კომუნიკაცია. თუ ინიციატივას გამოიჩენთ და თქვენს პროფესიონალიზმს გამოაჩენთ, საინტერესო შეთავაზებებს მიიღებთ.
კურო
ამ დღეს ვარსკვლავები გვირჩევენ, ოჯახური პრობლემები მოლაპარაკების გზით მოაგვაროთ და საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი იყოთ. უსმინეთ საკუთარ ინტიუიციას. გარშემო მყოფებმა შეიძლება რჩევა გთხოვონ: უარს ნუ ეტყვით - მალე თქვენც დაგჭირდებათ მათ დახმარება.
ტყუპები
არაჩვეულებრივი იდეები მოგდით თავში, რომლებიც მალე შეიძლება, წარმატებით განხორციელდება. თუმცა ნუ იქნებით გულახდილი იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ - არ არის გამორიცხული, ვინმემ თქვენი იდეები მიითვისოს. ხელსაყრელი დღეა გადადებული რთული ამოცანის გადასაჭრელად.
კირჩხიბი
ამ დღეს იყავით უფრო კომუნიკაბელური, გამოიჩინეთ ინტერესი ადამიანებისა და მოვლენების მიმართ. სიახლეები, რომლებსაც 16 იანვარს გაიგებთ, ან გაჩვენებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორი იყო, ან მიგახვედრებთ, თუ სად დაუშვით შეცდომა. იმოქმედეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით, ნუ ჩქარობთ და ნუ ეცდებით მეტის გაკეთებას.
ლომი
საუკეთესო გადაწყვეტილებები იქნება ის, რომელსაც საგულდაგულო განხილვის შემდეგ მიიღებთ. ამ დღეს აჩქარება არასწორ გათვლებამდე და შეცდომებამდე მიგიყვანთ. პასუხის გაცემამდე ორჯერ დაფიქრდი. პირად ურთიერთობებში ინიციატივა აიღეთ და თქვენს გრძნობებზე თამამად ისაუბრეთ.
ქალწული
ამ დღეს იყავით მოვლენების ცენტრში, გამოიჩინეთ ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება. ასეთი პოზიცია წარმატებამდე მიგიყვანთ და საშუალებას მოგცემთ, ისარგებლოთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც თქვენ წინ მალე გადაიშლება. თავს უკეთესად იგრძნობთ, თუ საკუთარ პოტენციალს გააცნობიერებთ.
სასწორი
უამრავი საქმე და საკითხი დაგიგროვდათ, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. გააკეთეთ ის კონკრეტული საქმე, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ სამომავლოდ დებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია გაუარესდება და მის გამოსასწორებლად გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. ისე კი დროა, გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები სხვებსაც გადაუნაწილოთ.
მორიელი
დღე რთული და ემოციურად დაძაბულია. თუ შესაძლებელია, გადადეთ შეხვედრები და მოლაპარაკებები და იზრუნეთ საოჯახო საქმეებზე, რომლებიც ბევრი დაგიგროვდათ. თუ სამუშაო შეხვედრები გარდაუვალია, ეცადეთ,მ კომუნიკაციაში პოზიტიური იყოთ და არ იკამათოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში განწყობაც გაგიფუჭდებათ და კონფლიქტსაც ვერ აირიდებთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა ახალი ამბიციური პროექტების დასაწყებად. შეგიძლიათ, საქმეებს შემოქმედებითად მიუდგეთ და თამამად გამოიყენოთ არასტანდარტული მეთოდები - ამ გზით ნებისმიერ რთულ დავალებას სწრაფად გაართმევთ თავს. საკუთარი ჯანმრთელობაც არ დაივიწყოთ - მოერიდეთ გაციებას.
ხის რქა
ამ დღეს შესაძლოა, გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ თქვენი იდეებით, თუ ამ იდეებს ამ ადამიანებამდე მიიტანთ. თქვენი ძალისხმევის და ნიჭის წყალობით ძველი და რთული ამოცანის შესრულებას მოახერხებთ. ეცადეთ, კარგი განწყობა და მებრძოლი სული შეინარჩუნოთ.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, გულდასმით მოუსმინოთ სიახლეებს და ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება. ყველა ფაქტი, სანამ მათ შესახებ საჯაროდ ალაპარაკდებით, საგულდაგულოდ უნდა გადაამოწმოთ. ნუ მისცემთ რჩევას ადამიანებს, თუ ისინი ამას არ გთხოვენ. იფიქრეთ საკუთარ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე.
თევზები
აქტიური და ნაყოფიერი დღეა. სასარგებლო იქნება ახალი ინფორმაციების მოსმენა, საუბრებსა და შეხვედრებში მონაწილეობა. ახალი გამოცდილება გელით იმ ცვლილებებიდან, რომლებიც დღეს დაიწყება თქვენს ცხოვრებაში - ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი