19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ საკუთარ ქმედებებზე დაფიქრდეთ და სამომავლო გეგმები შეიმუშაოთ. უკვე მერამდენედ, ერთსა და იმავე სიტუაციაში ვარდებით და ყოველ ჯერზე იმავე შეცდომას უშვებთ. დროა, ყველა უარყოფითი განცდა წარსულში დატოვოთ და ნაბიჯი წინ გადადგათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. მენეჯმენტთან გულწრფელი საუბარი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.
კურო
გარშემომყოფთა კომენტარები გაღიზიანებთ. ფრთხილად იყავით, ემოციური ფონი მატულობს, ამიტომ შეიძლება მცირე საუბარიც კი დიდ სკანდალში გადაიზარდოს და განწყობა გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ურთიერთობები შეამციროთ და საქმე სრულიად მარტომ, დამოუკიდებლად აკეთოთ. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით.
ტყუპები
ამ დღეს ურთიერთობის წრე ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. ჯობს იმ ადამიანების გვერდით იყოთ, ვინც კარგად გიცნობთ და კარგი რჩევის მიცემა შეუძლია. საკუთარი სიტყვები აკონტროლეთ და თავი შეიკავეთ ახალგაცნობილთან გულწრფელობისგან - გამორიცხული არ არის, რომ უნებლიეთ საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გაამხილოთ, რაც უამრავ პრობლემას შეგიქმნით. საღამოს შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაისვენოთ, საყვარელ ფილმს უყუროთ და გარშემო ყველა საზრუნავი დაივიწყოთ.
კირჩხიბი
გულახდილობის და გულუბრყვილობის გამო შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და ახლობელ ადამიანს გული ატკინოთ. გირჩევთ, მუშაობის დროს უპირატესობა ინოვაციურ მეთოდებს და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს მიანიჭოთ. მოერიდეთ იმ ადამიანებს, ვინც გამუდმებით თქვენს დამცირებას და გაღიზიანებას ცდილობს. საღამოს გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაადვილდება და შესაძლოა, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნაც შეძლოთ.
ლომი
ქველმოქმედებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ, ადამიანების მიმართ მეტი სიკეთე გამოიჩინოთ. მით უმეტეს, რომ თქვენი დახმარება ბევრს სჭირდება. აუცილებელი არ არის, ეს ფინანსური დახმარება იყოს - თქვენი გამოცდილება და ბრძნული რჩევა ვიღაცას ძალიან გამოადგება. ფული, რომელსაც ამ დღეს ასესხებთ, დიდი ხნის შემდეგ ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. მუშაობაში ნუ აჩქარდებით და თქვენთვის კომფორტული ტემპით იმოქმედეთ.
ქალწული
დილიდან ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ და რთული პრობლემები სწრაფად მოაგვაროთ. შესაძლოა, კოლეგებმა და პარტნიორებმა თქვენი სამოქმედო გეგმა დაიწუნონ და სასტიკად გაგაკრიტიკონ, მაგრამ ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. ეცადეთ, კონფიდენციალური ინფორმაცია ბოლომდე საიდუმლოდ შეინახოთ. უკეთესი იქნება, თუ მის შესახებ საერთოდ დაივიწყებთ.
სასწორი
დროა, ყველაზე რთულ საქმეს შეეჭიდოთ - ამ დღეს ვარსკვლავების დახმარებით ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ წყენას მალე დაივიწყებთ და ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე ურთიერთობების გასარკვევად არ გამოდგება. გააკეთეთ ისეთი რამ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ და თქვენს ემოციურ მდგომარეობას მოუხდება.
მორიელი
რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. მიზნის მისაღწევად კომფორტის ზონიდან გასვლა და ბევრი მუშაობა მოგიწევთ. გამოცდილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად ახალი პროექტის დაწყებას უნდა მოერიდოთ. საქმიანი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერს თვალი ადევნოთ და ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს, ძირითადად, მოსაწყენი რუტინული სამუშაო გელით. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობაში მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და უხეში განცხადებებით გული არავის ატკინოთ. შესაძლოა, რაღაცაზე უარის თქმა მოგიწიოთ. თუ ასე მოხდება, ეცადეთ, უარყოფითი გამოცდილება წარსულში დატოვოთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. სრული უფლება გაქვთ, რომ საღამოს განმარტოებით მოდუნდეთ ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ.
თხის რქა
გამუდმებით საკუთარ შეცდომებზე ფიქრი ძალიან დამღლელი და გამაღიზიანებელია. დროა, წარსული წარსულში დატოვოთ და მოქმედება დაიწყოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება და უფრო თავდაჯერებული გახდებით. გადადგით რამდენიმე ნაბიჯი თქვენი ოცნებისკენ, გეგმა შეიმუშავეთ და იპოვეთ ადამიანები, რომლებიც მის განხორციელებაში დაგეხმარებიან.
მერწყული
ამ დღეს ზუსტი და მკაფიოდ შედგენილი გეგმა გჭირდებათ, რათა ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. დაიწყეთ ახალი საქმე, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობების შესახებ უამბეთ. ეს თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს. სავარაუდოდ, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაზედაც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
თევზები
ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება და მის დასახმარებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. ვიღაცამ შეიძლება თქვენი საიდუმლო გაიგოს, მაგრამ ნუ ინერვიულებთ - ის არ გაგთქვამთ. ხელსაყრელი დროა სამომავლო გეგმების შედგენისთვის.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი