ბედნიერი ქორწინების სამი ოქროს წესი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალ­ბათ ყვე­ლა წყვილს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო და ქორ­წი­ნე­ბის ის­ტო­რია აქვს.

მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ ერთი შე­ხედ­ვით პერ­სპექ­ტი­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა მოკ­ლე ხან­ში დრა­მა­ტუ­ლად სრულ­დე­ბა. მა­ინც რა­ტომ ხდე­ბა ასე? ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ნე­ბის­მი­ერ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს ხა­სი­ათ­ში სულ მცი­რე სამი უარ­ყო­ფი­თი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხი გა­აჩ­ნია, ოჯა­ხი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კომ­პრო­მი­სებ­ზეა აგე­ბუ­ლი. ამი­ტომ დღეს მინ­და შე­მოგ­თა­ვა­ზოთ სამი ოქ­როს წესი სა­ი­მი­სოდ, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა, თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხან­გრძლი­ვად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ.

ვერძმა უტაქ­ტო საქ­ცი­ე­ლი, სი­ფი­ცხე და ეგო­ის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა აკონ­ტრო­ლოს პარტნი­ო­რის მი­მართ.

კუ­რომ სი­ჯი­უ­ტე, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მი­მართ ზედ­მე­ტად კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მა და სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა მო­ი­შა­ლოს.

ტყუ­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ზე­და­პი­რუ­ლი მიდ­გო­მა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ, ხა­სი­ა­თის ცვა­ლე­ბა­დო­ბა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხში­რად ხდე­ბა ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი.

კირჩხიბს მო­ე­თხო­ვე­ბა, რომ პარტნი­ო­რის მი­მართ ზღვარ­გა­და­სუ­ლი მე­სა­კუთ­რუ­ლი გრძნო­ბე­ბი აკონ­ტრო­ლოს, ნაკ­ლე­ბად ჩა­რი­ოს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით დედა) და მე­ლან­ქო­ლი­ის შე­მო­ტე­ვის დროს არ ჩა­ი­კე­ტოს თა­ვის თავ­ში.

ლო­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ მე­უღ­ლე თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბა არ არის. ამას­თან, ლომს ასე­ვე მო­ე­თხო­ვე­ბა, პა­ტი­ვი სცეს მე­ო­რე ნა­ხევ­რის პრო­ფე­სი­ულ მიღ­წე­ვებ­სა და მის­წრა­ფე­ბებს, ნაკ­ლე­ბად შე­უ­ზღუ­დოს მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

ქალ­წუ­ლის პრობ­ლე­მა ძი­რი­თა­დად მისი მეწვრილ­მა­ნე ხა­სი­ა­თია. გირ­ჩევთ, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში სი­ძუნ­წე არ გა­მო­ი­ჩი­ნოთ, ნაკ­ლე­ბად ჩა­ი­ციკ­ლოთ დე­ტა­ლებ­ზე და გა­გე­ბით მო­ე­კი­დოთ ამ უკა­ნას­კნე­ლის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს.

სას­წორს ძი­რი­თა­დად მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თის გამო ენგრე­ვა ოჯა­ხი. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მეტი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა, ნაკ­ლე­ბი ეგო­იზ­მი და სხვე­ბის აზ­რის მოს­მე­ნა-გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის ჩვე­ვა­ზე უა­რის თქმა გა­და­არ­ჩენს სას­წო­რის ქორ­წი­ნე­ბას.

მო­რი­ე­ლის ძი­რი­თა­დი ნაკ­ლი დიქ­ტა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბია. მე­უღ­ლის მი­მართ "მომ­ხმა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა", ზღვარ­გა­და­სუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და მაქ­სი­მა­ლის­ტის ხა­სი­ა­თია მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მისი ქორ­წი­ნე­ბა კრა­ხით სრულ­დე­ბა.

მშვილ­დოს­ნის­თვის პრობ­ლე­მა არას­ტა­ბი­ლუ­რი ხა­სი­ა­თია. სა­სურ­ვე­ლია ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ჩი­ნონ იდე­ა­ლიზ­მი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რის არ­ჩე­ვი­სას. შე­ე­გუ­ონ მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს (რო­მე­ლიც თა­ვა­დაც არა­ნაკ­ლე­ბი აქვთ) და ყო­ველ­თვის ახ­სოვ­დეთ და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

თხის რქას, რო­გორც წესი, ზედ­მე­ტი სიმ­კაც­რე და პრაქ­ტი­ციზ­მი უშ­ლის ხელს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. გირ­ჩევთ, მეტი სირ­ბი­ლე, ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა და სით­ბო გა­მო­ი­ჩი­ნოთ მე­ო­რე ნა­ხევ­რის მი­მართ სა­ი­მი­სოდ, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ გან­ქორ­წი­ნე­ბა.

მერ­წყუ­ლის დიდი ნაკ­ლია არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თი. სა­სურ­ვე­ლია, ხში­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მე­ო­რე ნა­ხევ­რის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ნაკ­ლე­ბად გა­ა­ო­ცოთ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი გა­მოხ­დო­მე­ბით და სტა­ბი­ლუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოთ გრძნო­ბე­ბის მხრივ.

თევ­ზებს ყვე­ლა­ზე ხში­რად პრობ­ლე­მას ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უქ­მნის ლა­ბი­ლუ­რი ხა­სი­ა­თი და ზედ­მე­ტი მიმ­ტე­ვებ­ლო­ბა. სა­სურ­ვე­ლია, ის­წავ­ლოთ დრო­უ­ლად და­ფიქ­სი­რე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის პარტნი­ო­რის მი­მართ, პრინ­ცი­პუ­ლი მიდ­გო­მა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი­სად­მი და ნაკ­ლე­ბი წუ­წუ­ნი.

 

წყარო

წაკითხვა 215 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.