May 30, 2025

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს ახალი ნაცნობები უნდა შეიძინოთ, თანაც არა ერთი, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონა. არ ღირს დილიდანვე საქმის დაწყება - სჯობს კარგად გამოიძინოთ და მერე დაიწყოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ არ შეეჭიდოთ რაიმე სუპერსერიოზულს - სჯობს გააკეთოთ ის, რაც უკეთ გესმით. ვარსკლავები გამოგიგზავნით სიურპრიზებს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიძლება სახიფათო იყოს, ამიტომ იყავით ყურადღებით.

 

კურო

 

დღეს აუცილებლად უნდა კონცენტრირდეთ სამუშაოზე - იქნება ბევრი გადაუდებელი საქმე. როცა ამ საქმეებს მორჩებით, შეგიძლიათ იყოთ თავისუფლად, უფროსობა აუცილებლად შეგამჩნევთ და დაგაფასებთ. საქმიანი მოლაპარაკებები კარგად ჩაივლის - მთავარია დილით ადრე ჩანიშნოთ, რადგან თქვენი ტვინი 100 პროცენტით იმუშავებს ამ დროს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ დახმარების ხელი გაუწიოთ სხვებს - სამომავლოდ იგივეთი გიპასუხებენ.

 

ტყუპები

 

დღეს თქვენი შეჩერება შეუძლებელი იქნება - დღის განმავლობაში ყველაფერში გაიმარჯვებთ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას ვარსკლავები არ გირჩევენ - უნდა დაიტოვოთ დრო თავისუფალი შემოქმედებისათვისაც. ჰობი ამ დღეს დაგეხმარებათ, რომ განიტვირთოთ. ჰოროსკოპი დღეს ბევრ ახალ ნაცნობს გპირდებათ. ასე რომ არის შანსი, რომ შეხვდეთ ვინმე საინტერესოს. არ შეგეშინდეთ ხალხთან გახსნის - კარგად იქნება ყველაფერი.

 

კირჩხიბი

 

დღეს კრეატიულობის დღეა - ყველას გააკვირვებთ სამსახურში. სიყვარულშიც ორიგინალურები უნდა იყოთ - მეორე ნახევარს დიდი სიურპრიზი მოუწყვეთ. ცუდი დროა სახლში საჩხირკედელაოდ - მთლიანი დრო სამუშაოს დაუთმეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ დაკვირვებული, რადგან ახალ შესაძლებლობებს გადააწყდებით, რომელსაც ვერავინ ამჩნევს.

 

ლომი

 

დღეს მხიარული, ემოციური და თავგადასავლებით სავსე დღე გექნებათ, მაგრამ ცოტაოდენი პრობლებით. დაუგეგმავი სიტუაციები მიიქცევს თქვენს ყურადღებს და ეს კარგია - ნაკლებად იფიქრებთ ნეგატივზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ სპორტდარბაზში შეიაროთ - ეს თქვენ დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში, რომელიც დღეს აუცილებლად გექნებათ.

 

ქალწული

 

დღეს კრეატიული დღე იქნება - თქვენ შეგეძლებათ ფანტაზია და სამუშაო შეუხამოთ ერთმანეთს. თქვენ გააკვირვებთ არამხოლოდ კოლეგებს, არამედ უფროსობასაც. დღეს გაუფრთხილდით ნერვებს - ხშირად წყობიდანაც გამოგიყვანენ. არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ ხალხს, ისინი უფრო მალე დაგტოვებენ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ეძებოთ კითხვებზე პასუხი - ვარსკვლავები პოვნაში დაგეხმარებიან.

 

სასწორი

 

დღეს არ უნდა თქვათ უარი პირად მიზნებზე - თუ რეზულტატი არ ჩანს, ისინი მოგვიანებით აუცილებლად გამოჩნდებიან. არ ჩამოყაროთ ყურები, ზოგი რამ გამოგივათ, ზოგი არა. შეეცადეთ, რომ მყარად იდგეთ თქვენს პოზიციაზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ არ იკამათოთ კოლეგებთან და უფროსობასთან - ეს არაფერი კარგით არ დასრულდება.

 

მორიელი

 

დღეს მოგიწევთ ითამაშოთ სამყაროს წესებით - ის თქვენ გამოგიგზავნით რთულ დავალებებს და ადამიანებს. არ დანებდეთ თუ რაიმე არ გამოგივათ, სჯობს უფრო მეტად იმუშაოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ უფრო მეტად იხუმროთ - ეს თქვენ დაეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში და მიიქცევთ მნიშვნელოვანი ხალხის ყურადღებას.

 

მშვილდოსანი

 

დღეს გმართებთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება კოლეგებთან და ახლო ადამიანებთან ერთად - ასე უფრო მარტივი და შედეგიანი იქნება. ყველა გადაწყვეტილება უნდა მოიფიქროთ რამდენჯერმე - დიდია კრახის რისკი. ჰოროსკოპი დღეს არ გირჩევთ თქვენი გეგმების გათქმას - სჯობს შეინახოთ თქვენთვის.

 

თხის რქა

 

დღეს კარიერულად წინსვლისთვის უნდა მოემზადოთ, თუ საინტერესო ავანტიურებში ჩაებმებით. ეს უკვე მხიარულების დასაწყისი იქნება. გამოაჩინეთ თქვენი საინტერესო მხარე - დღეს შეგიძლიათ კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ მნიშვნელოვან ხალხზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ პირდაპირი და მიმწოლი - ასე უფრო მარტივად მიაღწევთ საწადელს.

 

მერწყული

 

დღეს უნდა განიტვირთოთ - ნეგატიურ აზრებს გაუშვებთ და თქვენს გეგმებს მიყვებით ფეხდაფეხ, თანაც, აუცილებლად გაგიმართლებთ. მითუმეტეს, რომ ამ დღეს გაიცნობთ ახალ საინტერესო ადამიანებს. ჰოროსკოპი დღეს გპირდებათ სიურპრიზებს, რომლებიც მოგეწონებათ. საღამოს აუცილებლად დაურეკეთ ახლობლებს.

 

თევზები

 

დღეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ რაიმე ახალი. მთავარია წესების მიხედვით ითამაშოთ - არ გადახვიდეთ ზღვარს, რომელი ზღვარიც უფროსებმა ან თავად ბედმა დაგიწესათ. არ იქნება ურიგო კონტროლის მექანიზმის ამუშავება - სამსახურშიც, პირად ცხოვრებაშიც. ასე ნაკლები იქნება მარცხის რისკი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ თქვათ უარი შემოთავაზებულ დახმარებაზე. არ ღირს თავმდაბლობის გამოჩენა და უარის თქმა.

 

წყარო: horoskopi.ge 

წაკითხვა 129 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.