June 11, 2025

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 

 

 

ვერძი

დღეს ბევრი აქტიურობა გმართებთ - მეტი ურთიერთობა და მეტი საკუთარი ნიჭის გამოვლენაა საჭირო. ეს დაგეხმარებათ საჭირო ხალხის მოძებნაში. ასევე იქნება ბევრი სტრესიც. დაიმშვიდეთ თავი ახლობლებთან საუბრებით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ არ თქვან უარი დახმარებაზე - ეს ძალიან გჭირდებათ, თუმცა ამას არ აღიარებთ.
 

კურო

 

დღეს გჭირდებათ ზუსტი გეგმა, რის მიხედვითაც მაქსიმალურად ბევრს მიაღწევთ. არ გააგდოთ საქმე ნახევარ გზაზე - ეს საბოლოოდ დაგაზიანებთ. თქვენ დღეს იმდენად დამაჯერებელი ხართ, რომ აუცილებლად უნდა გამართოთ სამუშაო მოლაპარაკებეგბი, სადაც თვით მოპაექრეებიც კი დაგეთანხმებიან. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაალაგოთ სახლი - ეს თქვენ დაგამშვიდებთ.
 

ტყუპები

 

დღეს მოგიწევთ ჩარჩოებში ყოფნა - რაღაც-რაღაცეები შეზღუდავს თქვენს მოძრაობას მთელი დღის მანძილზე. ეძებეთ შემოვლითი გზები და საგნებს უყურეთ სხვადასხვა კუთხიდან - ეს დაგეხმარებათ თავისუფლებაში. აუცილებლად დაფიქრდით, სანამ რაიმეს გადაწყვეტთ - შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დიდი დრო დაუთმოთ სამუშაოს - ბევრი სამუშაო დაგიგროვდათ.
 

კირჩხიბი

 

დღეს არ გიმართლებთ - პრობლემები ყველა კუთხეში იჩენს თავს და მათთან გამკლავება არ იქნება მარტივი. არ ღირს დანებება - შეგიძლიათ თქვენითვე გაუმკლავდეთ, თუ პოზიტიურად შეხედავთ ამ ყველაფერს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ბევრი იმუშაოთ - ეს კარგი დროა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და დაანახოთ უფროსობას ეს ყველაფერი .
 
 
ლომი
 

დღეს დიპლომატიურობა გმართებთ. ბევრი ურთიერთობები იქნება და თქვენ შეძლებთ სარგებელი იპოვოთ ამ ურთიერთობებში. რთულ დავალებებს ნუ შეეჭიდებით - გაგიჭირდებათ გადალახვა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაიცვათ ჩარჩოები, რომლებიც თვით სამყარომ დააწესა თქვენთვის.

 

ქალწული

 

დღეს ფულზე უნდა იფიქროთ - აუცილებლად გადახედეთ დანახარჯს და რაღაცებზე უარი თქვით. მიხვდებით, რომ ბევრი რამ საერთოდ არ გჭირდებათ. მოგიწევთ ბევრი იმუშაოთ - რადგან სამუშაო დაგიგროვდათ, რომელიც გადაუდებელია. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ახლობლებთანაც კი სხვადასხვა ენაზე ისაუბროთ. ხვალიდან კი ყველასთან გაგიმარტივდებათ ურთიერთობა.

 

სასწორი

 

დღეს არ უნდა ესაუბროთ უცნობებს. ახლობლებთანაც კი რთული იქნება საერთო ენის პოვნა. ეს დღე სიმშვიდეში და მარტოობაში გაატაროთ სჯობს. არასტანდარტული სიტუაციები კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ - მოგიწევთ საკითხების გადაწყვეტა, რომლებისთვისაც არ იყავით მზად. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ საღამოს ჰობით დაკავდეთ - დაგეხმარებათ განტვირთვაში.
 

მორიელი

 

დღეს სჯობს დაისვენოთ, საქმიანი საუბრებისთვის არც თუ ისე კარგი დღეა. გააკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. კარგი იქნება, თუ სახლს მიხედავთ და მორთავთ ლამაზი ორნამენტებით, ეს აგიმაღლებთ განწყობას. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იდეები ჩაიწეროთ - მათი ნაწილი გენიალური იქნება.
 

მშვილდოსანი

 

დღეს ბევრი უნდა იურთიერთოთ. ბოლოს და ბოლოს შეძლებთ გაამჟღავნოთ თქვენი კითხვები, იპოვოთ კომპრომისი და შეურიგდეთ მას, ვისთანაც დიდი ხანია ნაჩხუბარი ხართ. არ შეგეპაროთ იმაში ეჭვი, რომ თქვენი ქარიზმა მოსაუბრეზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს. ჰოროსკოპი დღეს არ გირჩევთ რაიმე მნიშვნელოვანის გადაწყვეტას, რადგან შეიძლება არასწორი პასუხი გასცეთ.
 

თხის რქა

 

დღეს უმჯობესია თუ იქნებით ახლობლებთან ერთად - თქვენ გექნებათ შანსი, რომ გადაწყვიტოთ რთული საკითხები, იპოვოთ კომპრომისი ან უბრალოდ იყოთ მათთან ერთად. კარიერის თემა ხშირად ამოტივტივდება - მიიღებთ კარგ რჩევებს ან შეიძლება შემოთავაზებებს, რომლებსაც უარს ვერ ეტყვით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ჯერ დაფიქრდეთ და მერე გააკეთოთ - ასე კრახის რისკი ნაკლები იქნება.
 

მერწყული

 

დღეს მოგიწევთ ითამაშოთ სამყაროს წესებით. ჩარჩოები, რომლებსაც სამყარო დაგისვამთ, მხოლოდ და მხოლოდ დაგეხმარებათ. მოგინდებათ, რომ ეს დღე გაატაროთ უქმედ, რთული საქმეების გარეშე, მოკიდეთ ხელი მხოლოდ ისეთ საქმეს, რასაც თვალდახუჭულიც კი გააკეთებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ არ უარყოთ სხვისგან მიღებული დახმარება - ეს თქვენ გამოგადგებათ.
 

თევზები

 

დღეს გესაჭიროებათ ზუსტი გეგმა - თქვენ ეს დაგეხმარებათ მაქსიმალური შედეგის მიღებაში. პატარა პრობლემები ხელს შეგიშლით, ამიტომ გადაჭერით ისინი თავიდანვე, რათა შემდგომ თავიდან აირიდოთ დიდი თავის ტკივილი. არ ღირს რთულ საქმეებზე შეჭიდება - შეიძლება ვერ შეასრულოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ აქცენტი გააკეთოთ საკუთარ გამოცდილებასა და ახლობლების რჩევებზე - ისინი თქვენ ძალიან გამოადგებათ.
 

წყარო: horoskopi.ge

წაკითხვა 176 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 27 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

TOP.GE

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.