May 29, 2025

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

 

 

 

 

ვერძი 

 

დღეს უსიამოვნებები გელით, მაგრამ გამკლავება შესაძლებელია. თუ დაუჯერებთ თქვენს შინაგან ხმას და ახლობლების რჩევებს. არ ღირს სიჩქარე - იმუშავეთ კომფორტულ რეჟიმში, ყველაფერს მოასწრებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩვთ დაალაგოთ ურთიერთობები - რაც გაწუხებთ, ის უთხარით ხალხს.
 

კურო

 

დღეს ხშირად უნდა აიღოთ შესვენება სამუშაოდან - ამით უფრო მეტი სურვილი გექნებათ მუშაობის. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გადადეთ სხვა დღეს - ამ დღეს გაგიჭირდებათ სწორი სიტყვების მოძებნა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ არ შეგეშინდეთ რთული დავალებების - თქვენ ყველა მათგანს გაუმკლავდებით, მთავარია მოუსმინოთ რჩევებს.
 

ტყუპები

 

დღეს სიმშვიდის დღეა - არც ისე ბევრი სამუშაო გექნებათ. ფანტაზიას შეუძლია გახდეს რეალობა, თუ კარგ გეგმას მოიფიქრებთ. მარგებელი იქნება თუ იყიდით რაიმეს სახლისთვის. ასევე კარგი დროა სერიოზული ურთიერთობებისთვის - ამ დღეს არ შეგეშინდებათ გარისკოთ, რითაც მოიგებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ დეტალებს, რომლებშიც იმალება მთელი აზრი.
 

კირჩხიბი

 

დღეს რთული სამუშაო დღე გაქვთ, რადგან ბევრი სამუშაო დაგროვდა. ხანდახან კოლეგების დახმარებაც კი არის საჭირო, რადგან მარტო ვერ გადაწყვეტთ. ახლა თქვენ შეგიძლიათ რაღაც-რაღაცეებს უყუროთ სხვა კუთხით - ეს ბევრ რამეს შეგიცვლით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ მეგობრულები და მიიღოთ თქვენთან მოსული ყველა ადამიანი.
 

ლომი

 

დღეს თქვენი ტვინი სადილის შემდეგ დაიწყებს მუშაობას, რადგან მანამდე ცოტათი მოდუნებული იქნებით. სამაგიეროდ, მუშაობით ბევრს და ნაყოფიერად იმუშავებთ. არ შეგეშინდეთ რთული საქმეების. დაუჯერეთ თქვენს შინაგან ხმას - შეიძლება იმუნიტეტი დაგივარდეთ ან ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინონ თავი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იყოთ დამოკიდებული - სხვები თქვენ ვერ დაგეხმარებიან.
 
 
ქალწული
 
 
დღეს შეგიძლიათ იზარმაცოთ, ოღონდ სადილამდე. სადილის შემდეგ ბევრი რთული დავალება გექნებათ. შეიძლება ეგრევე ვერა, მაგრამ რაღაც დროში აუცილებლად გადაწყვეტთ ამ პრობლემებს. მხოლოდ თქვენს თავს ენდეთ - ახლობლები და კოლეგები ამ დღეს ვერ დაგეხმარებიან. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ უფრო მეტად აიღოთ ხუთწუთიანი შესვენებები, რათა ნაყოფიერი იყოს თქვენი მუშაობა.
 
 

სასწორი

 

დღეს მოგიწევთ შეცვალოთ თქვენი მავნე ჩვევები, რაშიც ვარსკლავები დაგეხმარებიან - მათი გავლენა სერიოზული იქნება. არ ღირს თმების დაგლეჯა, თუ რაიმე გეგმის მიხედვით არ წავიდა - შეიძლება ბედი სხვა გზას განახებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ დაიმორცხვოთ და ყველა ნიჭს დემონსტრირება გაუკეთოთ.
 

მორიელი

 

დღეს თქვენს წინაშე გაიხსნება არაერთი საიდუმლო. ეს აუცილებლად იმოქმედებს თქვენს მომავალზე. უფრო ჭკვიანურად მიუდექით საუბრებს - არ იკამათოთ და არ ჩაერთოთ მანიპულაციებში, გაეცალეთ ნეგატივს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ შეისრულოთ პატარა სურვილები - ეს იქნება ამ დღის საუკეთესო დასასრული.
 

მშვილდოსანი

 

დღეს გაგიჭირდებათ მიზნის მიღწევა - პატარა პრობლემები ხელს შეგიშლით. არასასიამოვნო სიტუაცია უნდა განმუხტოთ აქ და ახლა, არ გადადოთ. სამაგიეროდ ახლობლებთან ურთიერთობები გაგიმყარდებათ - იურთიერთეთ მნიშვნელოვან თემებზე და ბევრი ისაუბრეთ სიყვარულზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ნაკლები იდარდოთ წვრილმანებზე - ეს წვრილმანები დიდს არაფერს ნიშნავენ.
 

თხის რქა

 

დღეს მოგიწევთ ფულის სწორად ხარჯვა - დიდია მაღაზიებში მთლიანი თანხის დატოვების რისკი. ასევე არ გასცეთ ფული - უკან არ დაგიბრუნებენ. გაუზიარეთ თქვენი იდეები ირგვლივ ყველას - მარტივად იპოვით თანამოაზრეებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ აქცენტი გააკეთოთ ხელოვნებაზე - მალე თქვენ შეგეძლებათ ჰობით ფულის შოვნა.
 

მერწყული

 

დღეს უნდა გააძლიეროთ ურთიერთობები, განსაკუთრებით საქმიანი. ამ დღეს თქვენ დაარწმუნებთ ყველას, ხოლო თქვენი ქარიზმა იმუშავებს ძალიან კარგად - ამიტომაც ნებისმიერი საუბარი დასრულდება თქვენი გამარჯვებით. ყველაფერს ერთად ვერ გასწვდებით, ამიტომ დაიხმარეთ ახლობლები. ჰოროსკოპი დღეს კარგ სიახლეებს გიქადით - გაიგებთ იმას, რაზეც ოცნებობდით.
 

თევზები

 

დღეს უნდა უსმინოთ შინაგან ხმას, ასევე ახლობლების რჩევებს. ისინი დაგეხმარებიან სწორი გზის პოვნაში. მოგინდებათ, რომ თქვენი პატარა სურვილები აისრულოთ, მაგრამ იყავით ფრთხილად - პირველ ადგილას უნდა იყოს თქვენი სამსახური და არა სურვილები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ გააკონტროლოთ ემოციები - ისინი ხელს შეგიშლიან.
 

წტარო: horoskopi.ge

წაკითხვა 90 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 28 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.