30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ბოლომდე უნდა მიიყვანოთ დაწყებული საქმე, თორემ ბევრ უსიამოვნებას წააწყდებით. ეს დღე მშვიდი ნამდვილად არ იქნება - ბევრი დავალება და საუბრები გექნებათ. აუცილებლად ცოტაოდენი მაინც უნდა დაისვენოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მიიღოთ საეჭვო გადაწყვეტილებაც კი - ისინი თქვენ გამოცდილებას და ფულს მოგიტანთ.
კურო
დღეს თვალი უნდა ადევნოთ სიახლეებს - შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის. კარგი იქნება თუ დავალებებს სხვადასხვა კუთხიდან შეხედავთ და დაიმახსოვრებთ, რომ ყოველთვის არსებობს ალტერნატიული გზა და ხანდახან უკეთესიც კი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაიჯეროთ საკუთარი ძალების და ყველაფერი გამოგივათ.
ტყუპები
დღეს მოგინდებათ უფროსობა, მაგრამ ირგვლივ მყოფებს ეს არ მოეწონებათ. დაიმახსოვრეთ, რომ ყველას საკუთარი აზრი აქვს და დაძალებით არაფერი გამოვა. კარგი დროა ახალი საყიდლებისთვის - არ დაგენანოთ ფული, თქვენ ეს დაიმსახურეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ მეტად დაუჯეროთ შინაგან ხმას - ეს დაგეხმარებათ რთულ საკითხებში.
კირჩხიბი
დღეს დაგეხმარებათ კონკრეტული გეგმა - ეს გადაგარჩენთ სერიოზული შეცდომებისგან. მიყევით თქვენს სცენარს, ეს მნიშვნელოვანია. დღე პრობლემების გარეშე არ იქნება - პატარა უთანხმოებები მოგაცდენთ საქმისგან. ყველაფერს მარტივად გადაწყვეტთ, მაგრამ ნერვების ხარჯზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ახლოს იყოთ ნათესავებთან - ისინი დაგეხმარებიან სტრესის დაძლევაში.
ლომი
დღეს უნდა გაერკვეთ საკუთარ შეგრძნებებში - იყავით რეალისტები და გამოუტყდით ახლობლებს. იმწუთასვე უკეთესობას იგრძნობთ. ამ დღეს ენერგია გეყოფათ სამუშაოსთვის, ასევე ჰობისთვის, ხოლო თუ კიდე დაგრჩებათ - დახარჯეთ სპორტულ დარბაზში. ჰოროსკპი დღეს გირჩევთ უცხოებთან ურთიერთობას - ბევრ საინტერესოს მოისმენთ.
ქალწული
დღეს უნდა იყოთ მეგობრულები ირგვლივ მყოფებისთვის - შეეცადეთ გაამყაროთ პერსპექტიული კავშირები და გააძლიეროთ ახლობლობა. არ აყვეთ კამათს - ეს წაიღებს თქვენს კარგ აურას და ენერგიას. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ კრეატიულობას სამსახურში - რეზულტატი კი არ დაყოვნებს, ძალიან გაგახარებთ.
სასწორი
დღეს გინდათ თქვენი აზრი გამოთქვათ ყველაფერზე. ეს კარგია, მაგრამ არ გადაამეტოთ - შეიძლება კონფლიქტი მოგივიდეთ. ვიღაცამ შეიძლება არასასიამოვნო სიახლე გითხრათ, რომელიც ხასიათს გაგიფუჭებთ - იყავით ბრძენი და ეძებეთ მომხდარის მიზეზი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სახლის საქმე აკეთოთ - ეს იქნება მედიტაცია, პოზიტივი და სიმშვიდე.
მორიელი
დღეს უნდა გადაამოწმოთ შესრულებული სამუშაო - შეიძლება სერიოზული შეცდომები იპოვოთ. ასე რომ არ იზარმაცოთ და კიდევ ერთხელ გადახედეთ პროექტებს, დავალებებს და დოკუმენტებს. ამ დღეს გადაწყვეტილების მიღება ცუდი იქნება. გადადეთ ის შემდეგი დღისთვის. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ფრთხილად იყოთ ფულთან მიმართებაში - დიდია ყველაფრის დაკარგვის რისკი.
მშვილდოსანი
დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ურთიერთობებში - არც ისეთი დამაჯერებელი ხართ, როგორც სხვა დროს. შეარჩიეთ სწორი სიტყვები, რომ არავის აწყენინოთ. ცხოვრებაში ხანდახან არის პოზიტიური, ხანდახან ნეგატიური სიტუაციებიც, მაგრამ არ დაკარგოთ იმედი - უფრო კარგი მომავალი გელით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ გადაწყვეტილება ფრთხილად მიიღოთ - აწონდაწონეთ ყველაფერი და ისე იმოქმედეთ.
თხის რქა
დღეს უნდა ეცადოთ, ზოგიერთი ურთიერთობა დაალაგოთ, რადგან სამომავლოდ ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. გათვალეთ თქვენი ყველა ნაბიჯი და რისკები. კარგი იქნება თუ იყიდით ახალ ნივთებს - არ დაგენანოთ ფული, მალე დაგიბრუნდებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ყველაფერს ერთად არ შეეჭიდოთ - უკეთესია ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეთ თქვენს გეგმებს.
მერწყული
დღეს კარგი იქნება თუ დაალაგებთ სამომავლო ურთიერთობებს. რაღაცეებზე ახლავე უნდა თქვათ უარი. ცუდი იდეაა დღეს ფულის ხარჯვა ან მასზე საუბარი. შეიძლება ფული სხვის ხელში აღმოჩნდეს, ამიტომაც ფრთხილად იყავით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მწვავე რეაგირება არ მოახდინოთ - დამშვიდდით და ყველაფერი თავისით მოგვარდება.
თევზები
დღეს ტაქტის გრძნობა დაგეკარგებათ, ამიტომაც დიპლომატიურობა აუცილებელია, რათა მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს. ნაკლები იურთიერთეთ და თუ შესაძლებლობა გექნებათ, დღე მარტო გაატარეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ძველი იდეების გადახედვას და შესრულებას, რადგან დღეს ის კარგად გამოგივათ.
წყარო: horoskopi.ge
სიახლეები
- 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
- მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე, 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
- “დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ” - კახა კალაძე