June 5, 2025

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს გენიალური იქნებით - თქვენს ტვინს აქვს მილიონი დოლარის ღირებულების იდეები, თუმცა მათი განხორციელების დრო ახლა არ არის, ყველა ნაბიჯი უნდა გაითვალოს. ახლობლები მოგცემენ რჩევებს, ამიტომაც დაუჯერეთ მათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მეტი უცნობი გაიცნოთ - ისინი დაგეხმარებიან დიდ საქმეებში.

 

კურო

 

დღეს დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება - ამ დეტალების გამო შეიძლება გეგმები შეიცვალოს. არ ღირს ამ დღეს თავის გამოდება, ეს შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ხშირად აიღეთ პატარ-პატარა შესვენებები და ამოისუნთქეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გამოიყენოთ სხვებისგან შეთავაზებული დახმარება. მარტო გაგიჭირდებათ გაუმკლავდეთ ყველაფერს.

 

ტყუპები

 

დღეს ძალიან გიმართლებთ - იღბალი თქვენს მხარესაა. ამ დღეს შეიძლება რამდენიმე სურვილი აგისრულდეთ. მთავარია არ გაუშვათ შესაძლებლობები. დახმარება მოვა იქიდან, საიდანაც არ ელოდით, არ ღირს ამ დახმარებაზე უარის თქმა, რადგან ის თქვენ ძალიან გჭირდებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სასწრაფოდ დათანხმდეთ შემოთავაზებებს - ისინი მომგებიანი იქნებიან.

 

კირჩხიბი

 

დღს ძალიან გიმართლებთ. ეს კარგი შანსია ახალი პროექტების წამოსაწყებად - ყველაფერი კარგად ჩაივლის. თქვენი ქარიზმით მიიზიდავთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც დახმარებას გაგიწევენ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ თუ რაიმე არ წავიდა გეგმის მიხედვით, მოძებნოთ ალტერნატიული წყაროები.

 

ლომი

 

დღეს ყველა საქმეში გაგიმართლებთ. ამიტომაც შეგიძლიათ აკეთოთ ის, რაც სხვებსაც კი არ გამოსდით - აჩვენეთ ნამდვილი კლასი. გაქვთ კონკურენტის დამარცხების კარგი შანსი - გამოიყენეთ ეს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ უცხოებთან იკონტაქტოთ - ისინი საინტერესო იდეებს მოგაწოდებენ.

 

ქალწული

 

დღეს ფანტაზია ყველაფერში დაგეხმარებათ, რომ იყოთ კრეატიულები. აქცენტი გააკეთეთ რთულ პროექტებზე - თქვენ იგრძნობთ შინაგან კმაყოფილებას და ამ დავალებებს შეასრულებთ ისე, როგორც არავინ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ნაკლები ინერვიულოთ - არ მიაქციოთ ყურადღება დეტალებს, რომლებიც არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

 

სასწორი

 

დღეს არ შეგიძლიათ კონტროლი გაუწიოთ საფულეს და ხარჯებს, ამიტომაც ეცადეთ, რომ არ წახვიდეთ მაღაზიაში. მეგობრები დაგეხმარებათ პრობლემების გადაწყვეტაში, ამიტომაც შეხვდით მათ და ესაუბრეთ სერიოზულ თემებზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სიახლეებს შეეჭიდოთ - მოქმედების დრო მოვიდა.

 

მორიელი

 

დღეს უსიამოვნო დღე გელით - გექნებათ ბევრი კამათი. იყავით ფრთხილად საკუთარ რეპლიკებში და დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით - ეს ყველაფერი კონფლიქტს აგარიდებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ მშვიდად - დააიგნოროთ სხვები, არ არის ჩხუბის და კამათის დრო. ასევე, იმუშავეთ ბევრი, კარიერა წინ წაიწევს.

 

მშვილდოსანი

 

დღეს მარტივად შეგეძლებათ საერთო ენის გამონახვა ახლობლებთან. საერთოდაც, ეს ხალხი დაგეხმარებათ. ასე რომ ხშირად ესაუბრეთ მათ და მოისმენთ მათგან კარგ რჩევებს. შეიძლება სხვა ადამიანების პრობლემების მოსმენაც მოგიწიოთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია - თქვენ თქვენი პრობლემაც ბევრი გექნებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სახლში გაატაროთ საღამო.

 

თხის რქა

 

დღეს ფული არ უნდა დახარჯოთ - არის იმის რისკი, რომ დახარჯავთ მოსალოდნელზე მეტს. თავში მხოლოდ გენიალური აზრები მოგივათ, ხოლო სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, დაფიქრდით ყველა დეტალზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ექსპერიმენტირებას - ყველა რისკი გამართლებული იქნება და საბოლოოდ მიიღებთ როგორც გამოცდილებას, ასევე ფულს.

 

მერწყული

 

დღეს არ გეშინიათ წინააღმდეგობების, რადგან ყველაფერს მარტივად გადალახავთ. თუ თავში უამრავი იდეა მოგივათ, რომელიმე მათგანი აუცილებლად განახორციელეთ. მთავარია გათვალოთ ყველა ნაბიჯი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ მეტი ხალხი გაიცნოთ - ეს ხალხი აუცილებლად დაგეხმარებათ სამომავლოდ.

 

თევზები

 

დღეს საინტერესო ხალხი შეგხვდებათ, რომლებიც აღგაფრთხოვანებთ. ამიტომაც უცხოებთან ბევრი იკონტაქტეთ - ეს თქვენს მომავალზე იმოქმედებს. ამ დღეს გაგიჭირდებათ თავის კონტროლი - ბრაზი გამოავლენს თავის თავს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ენერგია დახარჯოთ სპორტ დარბაზში ან ფიზიკურ აქტივობაში.

 

წყარო: horoskopi.ge 

წაკითხვა 183 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.