5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს არ უნდა იურთიერთოთ - როგორც საქმიანი, ასევე პირადი საუბრები არასახარბიელოდ ჩაივლის. თქვენი ქარიზმა არავის გამოპარვია, ამიტომაც კარგი შეთავაზება შეგიძლიათ გააკეთოთ, რასაც ვერ აღუდგებიან წინ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ აყვეთ არავის კამათში - არ დახარჯოთ ენერგია იმ ხალხზე, ვისაც თქვენი არ ესმის.
კურო
დღეს კარგი განწყობა გაქვთ. ბევრი რთული საქმე გექნებათ, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევთ. სხვაზე არაფრის თხოვნაც კი არ მოგიწევთ. არასტანდარტული სიტუაციები გაგიღებენ კარგს საინტერესო შესაძლებლობებისთვის - სასწრაფოდ გამოიყენეთ ეს, რადგან მალე შეიძლება ვეღარ შეძლოთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ შეხვიდეთ არავისთან კონფლიქტში - არ დახარჯოთ დრო და ენერგია იმ ხალხზე, ვისაც თქვენი არ ესმის.
ტყუპები
დღეს ყველაფერზე მძაფრად რეაგირთ. ასეთი შეგრძნებაა, რომ ყველას უნდა თქვენი ნერვების მოშლა. შეინარჩუნეთ წონასწორობა და სიმშვიდე, ამაში კი ახლობლები დაგეხმარებიან, რომლებიც ზუსტად ახლა გჭირდებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ ჯიუტები ყველაფერში - თქვენი მიზანსწრაფულობა დაგეხმარებათ მიაღწიოთ ის, რაც გსურთ.
კირჩხიბი
დღეს უნდა მოიცილოთ ზედმეტი ნივთები. დაალაგეთ სახლი და დაარიგეთ ან გაყიდეთ არასასურველი ნივთები. ვარსკლავებმა სიურპრიზი მოგიმზადათ და შეიძლება ეს იყოს საინტერესო შეხვედრები ან ფული, ყოველ შემთხვევაში ისეთი რამ, რაც ძალიან მოგეწონებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაეხმაროთ სხვებს, რათა ეს კარგად დაგიბრუნდეთ.
ლომი
დღეს უნდა იყოთ უფრო ბრძენები - არ შეხვიდეთ კამათში არავისთან და მოუსმინეთ თქვენზე უფროსებს, ასე აირიდებთ უსიამოვნებებს. ამ დღეს ყველაფერი გამოგივათ და შექებასაც დაიმსახურებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ აიღოთ ახალი პროექტები, იდეებს გაუკეთოთ რეალიზება - მოვიდა შესაბამისი დრო ამ ყველაფრისთვის.
ქალწული
დღეს მოგიწევთ ბევრი საქმის კეთება ორმაგი ენერგიით, რადგან მარცხენა ფეხზე იქნებით ამდგარი. ტვინი მუშაობას დაიწყებს მხოლოდ სადილის შემდეგ, ამიტომაც მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ. კარგი იქნება, თუ იქნებით შეუვალი - არ არის სიმორცხვის დრო, მყარად იარეთ წინ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ მეგობრულები - ეს დაგეხმარებათ სამომავლოდ.
სასწორი
დღეს აბსოლუტურად ყველაფერი გამოგივათ. ამიტომაც მოემზადეთ შექებისა და ბრწყინვალებისათვის. ეს მოგცემთ ძალას, რომ იყოთ თავდაჯერებული. იყავით მეგობრული - მიიზიდავთ ადამიანებს და მარტივად შეძლებთ მეგობრებისა და მტრების გარჩევას. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - ჩაიცვით თბილად და იკვებეთ ჯანსაღად.
მორიელი
დღეს არ უნდა შეხვიდეთ მაღაზიაში ზედმეტად - შეიძლება ყველაფერი დახარჯოთ ბოლო თეთრამდე. იქნება ბევრი სანერვიულოც, მაგრამ ახლოს ნუ მიიტანთ გულთან. ეცადეთ დაალაგოთ რა არის მნიშვნელოვანი და რა არა, რას მიაქციოთ ყურადღება და რას არა. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ შეცდომის შემთხვევაში არ დანებდეთ, არამედ დაიჯეროთ საკუთარი შესაძლებლობების და განაგრძოთ სვლა.
მშვილდოსანი
დღეს მოგიწევთ სწრაფად მოქმედება - წუთიც არ გექნებათ დაფიქრებისთვის. კარგია, რომ მხოლოდ კარგ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რაშიც ვარსკლავები დაგეხმარებათ. ასევე უნდა ესაუბროთ უფროსობას და კოლეგებს, რათა დააინტერესოთ ისინი იდეებით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მიიღოთ ბრძნული გადაწყვეტილება და არ აყვეთ ისეთებს, ვინც თქვენს გამოწვევას ცდილობს.
თხის რქა
დღეს რომანტიკული ოცნებები აგისრულდებათ - ურთიერთობები გახდება უფრო მყარი ან გადავა ახალ ეტაპზე. დროა დაგეგმოთ ახალი დღესასწაული მეორე ნახევართან ერთად - ერთად გაატარეთ მეტი დრო. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ გახსნილი ყოველგვარი სიახლისა და ნაცნობობის მიმართ - ამ დღეს თქვენთან ბევრი ადამიანი მოვა.
მერწყული
დღეს საინტერესო დღეა - გაიმარჯვებთ კამათში და შეასრულებთ ისეთ საქმეს, რომელიც თქვენ აქამდე ვერც კი წარმოგედგინათ. ურთიერთობები კარგი იქნება როგორც სამსახურში, ასევე სახლში, თქვენ ყველა მოგისმენთ და დაგიჯერებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ ყურადღებით ყველაფერში - შანსები არის, რომელსაც დანახვა და გამოყენება უნდა.
თევზები
დღეს ბევრი საქმეები გელით, რომელიც თქვენთვის საინტერესოა. ეს სწორი ტაქტიკაა - ასე უფრო სწრაფად დაასრულებთ ყველაფერს. დაუსვით კითხვები არამხოლოდ ხალხს, არამედ სამყაროსაც - შანსი გაქვთ გაიგოთ პასუხები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ უფრო ბრძენი და არ ჩაერთოთ კამათში - არ ღირს ნერვიული უჯრედების ხარჯვა იმ ადამიანებზე, ვისაც თქვენი აზრი არ აინტერესებს.
წყარო: horoskopi.ge
სიახლეები
- აქტივისტ უჩა ქემაშვილს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- “მე შემეძლო არ გადამეხადა გირაო, მაგრამ გადავიხადე იმიტომ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთხელ გაიწელოს და კიდევ ერთხელ ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი” - მამუკა ხაზარაძე
- სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მოჭრილი ყვავილები უკან გაბრუნებას დაექვემდებარა
- ლარის კურსი
- “საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება, თუ ცალკე” - გიორგი ვოლსკი