8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით, რათა კოსმოსი დაგეხმაროთ რთული საკითხების გადაწყვეტაში. ბონუსად იქნება ფული ან საინტერესო შეხვედრები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არაფერში არ შეზღუდოთ თავი - შეგიძლიათ მეორე ნაჭერი ტორტიც მიირთვათ ან იყიდოთ სასიამოვნო საჩუქარი საკუთარი თავისთვის, ეს იქნება დღევანდელი საჩუქარი.
კურო
დღეს უნდა გაითვალისწინოთ კოლექტივის აზრი და საკუთარი მეორე პლანზე გადასწიოთ. მოგეწონებათ იყოთ გუნდის წევრი. საუბრები დღეს მიიღებს თერაპიულ ხასიათს - შეგეძლებათ დაიცალოთ ემოციებისგან. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იურთიერთოთ უცხო ადამიანებთან - დიდია მომავალი სიყვარულის პოვნის შანსიც.
ტყუპები
დღეს უნდა იაროთ მხოლოდ წინ - დაგეგმეთ აუცილებლად თქვენი ეს ნაბიჯები. ყველაფერი იქნება, თუ სწორ მარშრუტს აირჩევთ მიზნამდე. სასარგებლოა სიახლის გაგება თქვენს პროფესიაზეც - ეს რა თქმა უნდა, წინ წაწევს თქვენს კარიერას. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი გააკეთოთ - მოქმედების დროა.
კირჩხიბი
დღეს მოგიწევთ არჩევანის გაკეთება კონსერვატიულობასა და ნოვატორობას შორის. სწორედ ამაზე იქნება დამყარებული თქვენი მომავალი. ინტუიცია გიკარნახებთ თუ საით წახვიდეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გაუნდოთ გეგმები ახლობლებს - ისინი თქვენი დამხმარეები გახდებიან. უცხოებს არ ენდოთ - შეიძლება ყველაფერი ჩაგეშალოთ.
ლომი
დღეს წესების მიხედვით ითამაშებთ - ამიტომაც სამყარო დაგაჯილდოვებთ კარგი მოქცევისთვის. ეს შეიძლება იყოს ფული, საინტერესო შეხვედრები და ა.შ, ყოველ შემთხვევაში, მოგეწონებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ფულთან ფრთხილად იყოთ - ამ დღეს შეიძლება ბევრი დანახარჯი გქონდეთ ან საერთოდ დაკარგოთ დიდი ფული. კარგი დღე იქნება ურთიერთობებისათვის - ყველა მოგისმენთ და გაითვალისწინებს თქვენს აზრს.
ქალწული
დღეს მოგინდებათ, რომ ვინმესთვის საჭირო იყოთ, ამიტომაც ყველას დაეხმარებით. ნუ გადაიტვირთავთ თავს სხვების პრობლემებით, თქვენსას მიხედეთ პირველ რიგში. მთავარია იცოდეთ, თუ ვისკენ ან საითკენ მიდიხართ - რა გეგმები გაქვთ, ეს გაგიადვილებთ გზას. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ რთულ საქმეებს მიხედოთ - მარტივად გაუმკლავდებით ყველაფერს.
სასწორი
დღეს საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანოთ - შავი იუმორი და ემოციურობა ურთიერთობებს დააზიანებს. ამასთან ერთად, არც უგრძნობ რობოტად არ უნდა იქცეთ - ოქროს შუალედი იპოვეთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ექსპერიმენტებს - რისკი აუცილებლად გამართლდება. უცხოებთან ფრთხილად იყავით - შეიძლება მათ თქვენი სიკეთე გამოიყენონ.
მორიელი
დღეს მოგიწევთ წესებით თამაში, კანონების დაცვა, ამიტომაც სამყარო თქვენ დაგაჯილდოვებთ კარგი მოქცევისთვის. შეიძლება ეს ჯილდო იყოს ფული ან შანსები - ყოველ შემთხვევაში, სასიამოვნო იქნება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ არ იჩქაროთ - შეცდომის რისკი იმატებს. იარეთ ნელი და დინჯი ნაბიჯებით.
მშვილდოსანი
დღეს მოგიწევთ პირადი საქმეების გადადება და სამსახურის საქმეებზე კონცენტრირება - ასე უფრო მეტ დავალებას გაართმევთ თავს, ვიდრე გეგმავდით. გონებაში გქონდეთ თქვენი სამოქმედო გეგმაც - შეიძლება ეს გეგმა არასწორი გზით წავიდეს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ენდოთ და სხვა არ ჩარიოთ საქმეში.
თხის რქა
დღეს მოგიწევთ წესებით თამაში, რისთვისაც სამყარო თქვენ დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. ბონუსი იქნება ფული ან საინტერესო შეხვედრები. ასე რომ "კარგი მოქცევა" წარმატების საწინდარია. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ გაუნდოთ იდეები ახლობლებსაც და უცხოებსაც - ბევრს მოუნდება თქვენი დახმარება და დაგეხმარებიან კიდეც რთულ საქმეებში.
მერწყული
დღეს უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით თუ გინდათ, რომ რაიმეს მიაღწიოთ - ამაში თქვენ სამყარო დაგეხმარებათ. არ ღირს სიჩქარე - ბევრ შეცდომას დაუშვებთ. წინ იარეთ ნელა, დინჯად და ყველაფერი კარგად იქნება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ სხვების აზრის გათვალისწინებას - ეს თქვენ დაგეხმარებათ სწორი გზის პოვნაში.
თევზები
დღეს უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით - მხოლოდ ასე შეიძლება დაგაჯილდოვოთ კოსმოსმა და თანაც, ცოლ-ქმრულ საკითხში. ცუდი იქნება ეს დღე საჩუქრების ყიდვისათვის - უფრო მეტი დაგეხარჯებათ, ვიდრე გათვლილი გაქვთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ სიახლეებს არ შეეჭიდოთ მანამ, სანამ ძველ საქმეებს არ მორჩებით. შეეკითხეთ აზრი ახლობლებს - ისინი სწორ გზაზე დაგაყენებენ.
წყარო: horoskopi.ge
სიახლეები
- ხორციანი ბლინები
- კოლუმბიაში ესროლეს პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
- “მე, როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმა პურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს – თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი და გირჩევდით მათ წინაშე ბოდიშის მოხდას” - ჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს
- “ხაზარაძეს მთავარი ოპოზიციონერობა უნდა, სააკაშვილის ადგილისთვის იბრძვის” - ჩერგოლეიშვილი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს