12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს თქვენ კონტროლი უნდა გაუწიოთ საკუთარ ემოციებს და დისტანცია დაიცვათ ყველასგან. უმეტესად, თქვენი ნატურიდან გამომდინარე, ზოგმა დისტანცირება შეიძლება სიცივეში ან სიმკაცრეში ჩამოგართვათ, ანდაც უყურადღებობაში. ურთიერთობებმა უჩვეულო სახე შეიძლება მიიღოს. დღეს არ არის კარგი გულღია დიალოგები, გაცნობები და საჯარო გამოსვლები.
კურო
დღეს თქვენ უნდა ერიდოთ ქაოტურ მოქმედებებს და დიდ დატვირთვებს. თუ გამოძრავებთ კარიერული და მატერიალური სტიმული, დაეყრდენით თქვენს პროფესიონალიზმს, პროცესების მიმდინარეობას და არამხოლოდ ენთუზიაზმს. კარგი იქნება თუ მოუვლით ჯანმრთელობას, იქნებით დისციპლინირებულნი და მიყვებით ინსტრუქციას. ამ დღეს მაქსიმალურად გამორიცხეთ სიურპრიზები, შეზღუდეთ სიახლეები ყველანაირად.
ტყუპები
დღეს თქვენ გექნებათ კრეატიულობის და ექსპერიმენტების შესაძლებლობა, მაგრამ რაღაც საზღვრებში - მაგალითად პროფესიონალური ეთიკის სტანდარტებში. ამ დღეს ენერგიას ნაკლებს დახარჯავთ, ხოლო საქმე კი ბევრი გაკეთდება. კარგი იქნება თუ გადახედავთ თქვენს ჰობის: შეიძლება ზოგიერთი დაგიძველდათ და განაახლეთ.
კირჩხიბი
დღეს თქვენ გექნებათ თავისუფლება კრეატიულობაში, თუმცა ვიღაცების მოთხოვნების შესაბამისად მოგიწევთ მუშაობა, რაც მათ მოუტანს სარგებელს. ამ ყველაფრისთვის დაგჭირდებათ კონტროლი, დროის ლიმიტი, ფორმალურობისა და პროფესიონალურობის წესები. არ არის კარგი დღე რაღაცების დასაწყებად, მითუმეტეს, როცა საუბარი მიდის განუსაზღვრელ უფლებამოსილებებზე, კონკრეტულად კი მშობლების უფლებებზე, კარიერაზე, საცხოვრებელსა და გავლენებზე.
ლომი
დღეს თქვენ ახალ საზღვრებს მიიღებთ ცხოვრებისგან, რომელზეც არ გექნებათ დიდი პრეტენზია. უმეტესად გადახედავთ ძველ მოძველებულ აკრძალვებსა და ლიმიტებს, რომლებიც პირად შეცდომებზე იქნებიან პასუხისმგებელნი. ამ დღეს არ დაგეგმოთ მოგზაურობა და სხვა რაიმე, ენდეთ საკუთარ თავს და იმპროვიზაციას.
ქალწული
დღეს თქვენ თავს უნდა დაუწესოთ ფინანსური ლიმიტები, რადგან თავიდან აიცილოთ არასასიამოვნო სიურპრიზები. ყველაზე კარგი იქნება, თუ დროებით შეზღუდავთ წვდომას ბანკის ანგარიშებზე და არ გამოიყენებთ მას. შეიძლება გიღალატონ მეგობრებმა ან შეგემთხვათ არასასიამოვნო სიტუაცია პარტნიორულ ან საგადასახადოს მხრივ. არ ღირს ამ დროს ბევრი ხარჯვა, მოერიდეთ საბირჟო სიტუაციებსა და შოპინგს.
სასწორი
დღეს თქვენ მდგომარეობა გაგახსენებთ იმ წესებს, რომლებიც ზღუდავს თქვენს კავშირსა და გამოხატულების თავისუფლებას სამყაროსთან. კარგი იქნება თუ დაიჭერთ ყველასთან დისტანციას, მოგიწევთ არჩევანის გაკეთება სიყვარულს, მეგობრობასა და კარიერას შორის. უმეტეს თქვენგანს კარგი ხასიათი შეუნარჩუნდება დღის განმავლობაში, რადგან მოჯადოებული წრიდან გამოსვლის შანსი და ახალი საქმეების პერსპექტივა გაუჩნდება.
მორიელი
დღეს თქვენ მოხვდებით უფლებამოვალეობებისა და ჩარჩოების წნეხში, ასევე შეიძლება მარტოობაშიც. ამ ყველაფერს შეზღუდავს სამსახურეობრივი თემები, ექიმის გაფრთხილებები, მშობლის მოვალეობები ან ფინანსური ლიმიტები. თავს გამოავლენს სიმორცხვე და შიში. ერთ-ერთი წარმატების პირობა იქნება სიჩუმე და უკონტაქტობა.
მშვილდოსანი
დღეს თქვენ დაინახავთ თქვენს პირად შესაძლებლობებს, ასევე ობიექტურად შეაფასებთ მეგობრების, შვილების, სპონსორებისა და თანამშრომლების შესაძლებლობებს. თუ მოგინდებათ კონკრეტული საზღვრებიდან გასვლა, ვარსკლავები გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ: არ არის გამორიცხული, რომ ვერაფერს მიაღწიოთ, ტყუილად ნუ დახარჯავთ არსებულ რესურსს.
თხის რქა
დღეს თქვენ გამონახავთ ოპტიმალურ ბალანსს სხვადასხვა მიზნებსა და სფეროებს შორის. წონასწორობის ფორმულაში შეიძლება შედიოდეს კარიერული, შემოქმედებითი და ცხოვრებისეული გეგმები, მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობები, მშობლებისა და შვილების მიმართ ვალდებულებები. ეს არის საუკეთესო მომენტი პრიორიტეტების დასალაგებლად, რადგან მიხვდეთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა მეორეხარისხოვანი.
მერწყული
დღეს თქვენ უნდა იმოქმედოთ გეგმის მიხედვით, ბიუროკრატიული პროცედურებითა და პროფესიონალური ეთიკით. არ არის გამორიცხული სირთულეები, უარი, გადამოწმებები, აკრძალვები. პროტესტი ამ ყველაფრის წინააღმდეგ არ იქნება კარგი: ახლა ეს იქნება ენთუზიაზმზე ზიანის მიყენება. ამ დღეს არ ღირს მოგზაურობის დაგეგმვა, ასევე სხვა კარიერულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
თევზები
დღეს თქვენ გადახედეთ გეგმებს, არ დააიგნოროთ ინსტრუქციები, ასევე კარგად გადახედეთ სამსახურში არსებულ ტექნიკას. გამოცდილების და დაზღვევის მიუხედავად, ნებისმიერ საქმიანობაში შეიძლება რაღაც ისე ვერ წავიდეს, როგორც თქვენ გინდათ, ამიტომაც იყავით ფხიზლად და გაუმკლავდით სტრესს. მიუხედავად იმისა, რომ ხართ პროფესიონალი, დღეს მაინც ნუ მიიღებთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებებს და არ დაიწყოთ ახალი პროექტები.
წყარო: horoskopi.ge
სიახლეები
- საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს
- “ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი 9%-ით გაიზარდა” - Reuters
- ჭვიშტარი
- უნივერსიტეტთან მიმდინარე აქცია გამთენიისას პოლიციის იძულებით დაიშალა
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა