17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს თქვენ ჩაგითრევენ ინტრიგაში. გამოავლინეთ თქვენი ნებისყოფა, რათა გამოხვიდეთ მსგავსი რთული სიტუაციიდან და ამასთან ერთად არ დაკარგოთ სახე. არ მოკიდოთ ახალ საქმეს ხელი - ყველაფერი შეგაყოვნებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იმუშაოთ შინაგან კომპლექსებზე - ვარსკლავები დაგეხმარებათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდეთ მათგან.
 

კურო

 

დღეს თქვენ მოგიწევთ ძველი შეცდომების გამოსწორება - ეს დაგეხმარებათ წინსვლაში. ნიუანსები იქნება მნიშვნელოვანი - ზუსტად ეს გაბრკოლებთ დაწყებულ საქმეებში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ჩაერთოთ კამათში - სიმართლე აუცილებლად გამოვლინდება და ყველა მოგისმენთ. მთავარია გჯეროდეთ იმის, რასაც საუბრობთ.
 

ტყუპები

 

დღეს თქვენ აუცილებლად უნდა ეკონტაქტოთ ისეთ ხალხს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ხართ - მათ უნდა იგრძნონ თქვენი მხარდაჭერა. დილით თუ კარგ ხასიათზე იქნებით, საღამოთი შეიძლება გაგიფუჭდეთ. აიმაღლეთ თქვენი ხასიათი სასიამოვნო ადამიანებთან კონტაქტით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ რთული პრობლემების მოცილებას - უფრო მარტივად გამოგივათ ყველაფერი.
 

კირჩხიბი

 

დღეს თქვენ სამსახურში უნდა იყოთ ფეხის წვერებზე - დიდია უფროსების გაბრაზების რისკი. დაიცავით წესები. კარგი იქნება, თუ არ გამართავთ მოლაპარაკებებს - შეიძლება ყველაფერი უკუღმა წავიდეს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ახლობლები და უცხოები არ დატოვოთ გასაჭირში - გაუმართეთ მათ დახმარების ხელი, ისინი ამას არ დაივიწყებენ.
 

ლომი

 

დღეს თქვენ უნდა იყოთ თქვენი პრინციპების ერთგული - თუ დაარღვევთ მათ, წააგებთ. დიდია რეპუტაციის შელახვის რისკიც. არ ღირს გეგმისგან გადახვევა დღეს - ზუსტად მიჰყევით მას და ყველაფერს მოასწრებთ, თანაც რეზულტატი ძალიან კარგი იქნება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაალაგოთ პრიორიტეტები და რომელიც საჩქაროა, იმ სააქმეებს მოჰკიდოთ ხელი.
 

ქალწული

 

დღეს თქვენ სამყარო დიდ გაკვეთილს ჩაგიტარებთ. იქნება ძალიან რთული დღე, მაგრამ ყველაფერს მოაგვარებთ, სხვისი დახმარების გარეშეც კი. რთული იქნება თანამოსაუბრის გაგება. ეცადეთ ნაკლებად ისაუბროთ და მეტი იმუშაოთ - ამაში იქნება მთელი აზრი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ დაიცვათ წესი ყველაფერში - ეს აგაცილებთ შესაძლო შეცდომებს.
 

სასწორი

 

დღეს თქვენ საუბრებში უნდა იყოთ ფრთხილად - რთულმა სიტუაციამ არამხოლოდ დიალოგი, არამედ ურთიერთობებიც შეიძლება გაგიფუჭოთ. შეეცადეთ არ აყვეთ სხვას და არ შეხვიდეთ პოლემიკაში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ მოუსმინოთ შინაგან ხმას - ეს გახდება თქვენი ნავიგატორი და გიჩვენებთ გზას. საღამოს დაისვენეთ - განტვირთვა აუცილებელია.
 

მორიელი

 

დღეს თქვენ აუცილებლად უნდა იეკონომიოთ ფული - წინა ხარჯების შემდეგ საფულე უნდა შეივსოს. ეს კარგი დღეა სიახლეებისთვის - ამაში გაგიმართლებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დაეხმაროთ ახლობლებს - ისინი მარტო ვერაფერს გააკეთებენ. საღამოს სადმე გაისეირნეთ - განტვირთვა ძალებს აღგიდგენთ.
 

მშვილდოსანი

 

დღეს თქვენ უნდა შექმნათ ახალი კავშირები - შეძლებთ ნებისმიერი კალიბრის ურთიერთობების გამყარებას. მთავარია იყოთ მეგობრული და მართალი. უცხოებთან მოგიწევთ კონტაქტი - არ დაკარგოთ მათი გაცნობის შანსი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ სიახლეებს - ყველაფერი აუცილებლად გამოვა. საღამოს სადმე გაისეირნეთ - განტვირთვა კარგი იქნება.
 

თხის რქა

 

დღეს თქვენ ბევრი პრობლემა გექნებათ. მართალია თქვენ ყველაფერს თავს გაართმევთ, თუ ტყუილუბრალოდ არ დახარჯავთ დროს. დღის რთულ მონაკვეთში არ ინერვიულოთ - ორგანიზმი შეიძლება გადაიწვას. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ არ მოკიდოთ ხელი ახალ საქმეს და პროექტს - არანაირი რეზულტატი არ გექნებათ.
 

მერწყული

 

დღეს თქვენ სამსახურისგან და მუშაობისგან უნდა დაისვენოთ. გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ ან სახლის საქმეებს მიჰყეთ ხელი - მთავარია ფსიქოლოგიურად დაისვენოთ, ასევე ფიზიკურად რთული სამუშაოსგანაც. ჰოროსკოპი გირჩევთ საღამო აუცილებლად ხმაურიან და ენერგიულ ადგილას გაატაროთ, რადგან ეს ემოციები გაგყვებათ შემდეგ კვირაშიც.
 

თევზები

 

დღეს თქვენ უნდა დაფიქრდეთ თქვენს რეპუტაციაზე - ამ დღეს ვიღაც შეეცდება ის შელახოს. გამოააშკარავეთ ეს ადამიანი და არ მისცეთ ამის გაკეთების უფლება. ბევრი იქნება დამოკიდებული განწყობაზე, ამიტომაც განეწყვეთ პოზიტიურად და ყველაფერი იდეალურად იქნება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ გადაწყვიტოთ ფინანსური საკითხები - ვარსკლავები დაგეხმარებათ ამ ყველაფერში.
 

წყარო

წაკითხვა 79 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 17 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.