18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს თქვენ გექნებათ საბრძოლო შემართება. ბევრი რთული საქმე გექნებათ, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევთ. არავის დახმარებაც კი არ დაგჭირდებათ. არასტანდარტული სიტუაციები განახებთ საინტერესო შესაძლებლობებს - სასწრაფოდ გამოიყენეთ ისინი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ უფრო თავდაჭერილები - არ იკამათოთ არავისთან, არ დახარჯოთ თქვენი ძალები იმათზე, ვისაც არ ესმის თქვენი.
 

კურო

 

დღეს თქვენ უნდა იყუროთ მხოლოდ წინ. დაგეგმეთ თქვენი მომავალი დეტალურად. ყველაფერი აგიხდებათ, თუ გეგმებს სწორ მიმართულებას მისცემთ. კარგი იქნება თუ თქვენს პროფესიაზე გაიგებთ უფრო მეტს - ეს რა თქმა უნდა, დადებითად აისახება თქვენს კარიერაზე. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ნაკლები ისაუბროთ და მეტი აკეთოთ - მოქმედების დროა.
 

ტყუპები

 

დღეს თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ ნიუანსებს. კარგი იქნება თუ იქნებით პირდაპირები - არ შეგეშინდეთ ამის, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი წარმატება. ამ დღეს კარიერული კიბე გადაიქცევა ლიფტად. მთავარია გაიცნოთ შესაბამისი ხალხი. ზუსტად მათგან მოიპოვებთ ახალ შემოთავაზებებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ყველაფერზე მსუბუქი რეაგირება მოხადინოთ - ამით არ დაიზიანებთ ნერვულ უჯრედებს.
 

კირჩხიბი

 

დღეს თქვენ გიმართლებთ - წარმატება და იღბალი თქვენს მხარესაა. მთავარია მთელი ძალები ჩადოთ ამაში და ყველაფერი კარგად გამოვა. გამოიჩინეთ გამბედაობა და გაესაუბრეთ მნიშვნელოვან ხალხს, დაანახეთ თქვენი თავი და მიიღეთ კარგი შემოთავაზებები. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ წვრილმანებზე არ გაბრაზდეთ - საბედნეროდ სერიოზული პრობლემები ამ დღეს არ გექნებათ.
 

ლომი

 

დღეს თქვენ უნდა შეისრულოთ თქვენი სურვილები და წინ წახვიდეთ მიზნისკენ - ყველაფერი გამოგივათ. დღის მინუსები - შეცდომები, რომლებიც ყველგან გხვდებათ. მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ირგვლივ ყველაფერი - დიდია მარცხის რისკი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ საღამო ხმაურიანად გაატაროთ - მოამზადოთ გემრიელობები და დაპატიჟოთ მეგობრები.
 

ქალწული

 

დღეს თქვენ ნერვიული დღე გექნებათ. არ აყვეთ ნერვებს და მნიშვნელოვანი საქმეები გადადეთ, რადგან სიმშვიდე გესაჭიროებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ ჩაიხედოთ თქვენს ქვეცნობიერში და გაიგებთ, სწორ გზას ადგახართ თუ არა. როდესაც ამ ყველაფერზე მიიღებთ პასუხს, თქვენ მოისვენებთ.
 

სასწორი

 

დღეს თქვენ უნდა იტრიალოთ ფულის გარშემო, იფიქროთ მასზე და ხარჯოთ ის, რათა კარგი ფინანსური ენერგია მიიღოთ. თქვენ კარგად განკარგავთ ფულს, მაგრამ არის უფრო მეტის დახარჯვის რისკი, ვიდრე თქვენ გაწყობთ. ამიტომაც გამოთვალეთ ყველაფერი. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ წინ იაროთ მიზნისკენ - ამაში ვარსკლავები დაგეხმარებათ.
 

მორიელი

 

დღეს თქვენ ყველაფერზე მწვავე რეაქცია გექნებათ. ასეთი შეგრძნებაა, რომ ყველას უნდა ნერვევბი მოგიშალოთ. სიმშვიდის შენარჩუნებაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებათ - ისინი იქნებიან აუცილებელნი ამ მომენტში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ ჯიუტები და ეს აუცილებლად მიგაღწევინებთ მიზანს.
 

მშვილდოსანი

 

დღეს თქვენ უნდა იყოთ ნამდვილი ბრძენები - არ ჩაერიოთ ჩხუბში და დაუჯეროთ უფროსების რჩევებს. ორივე მათგანი დაგეხმარებათ აირიდოთ პრობლემები. ამ დღეს ყველაფერი კარგად გამოგივათ, ამიტომაც ბევრ შექებასაც მიიღებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ აიღოთ ახალი პროექტები და იდეების რეალიზებაც მოახდინოთ - მოვიდა ამ ყველაფრის განხორციელების დროც.
 

თხის რქა

 

დღეს თქვენ ყველაფერი იდეალურად გამოგივათ. ამიტომაც მოემზადეთ შექებისთვის. ეს თავის მხრივ დაგეხმარებათ სამომავლოდ მყარად წინსვლისთვის. იყავით მეგობრული - ხალხი თქვენთან მოვა და საუკეთესო მეგობრებსაც შეიძენთ. ჰოროსკოპი გირჩევთ იფიქროთ თქვენს ჯანმრთელობაზე - კარგად დაისვენეთ და მიირთვით ჯანსაღი საკვები.
 

მერწყული

 

დღეს თქვენ მოგიწევთ სწრაფად მოქმედება - დაფიქრების დროც კი არ გექნებათ. კარგია, რომ მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ - ამაში კი ვარსკლავები დაგეხმარებათ. აუცილებლად ესაუბრეთ უფროსობას და თანამშრომლებს - შეიძლება დააინტერესოთ ისინი იდეებით. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ უფრო ბრძენი და არ ჩაერთოთ კამათში მათთან, ვისთანაც აზრი არ აქვს საუბარს.
 

თევზები

 

დღეს თქვენ გაქვთ კარგი დღე - ყველა შეგიძლიათ დაამარცხოთ კამათში და გადაწყვიტოთ ისეთი პრობლემები, რომლებიც აქამდე გიჭირდათ. ურთიერთობებიც ძალიან კარგად წარიმართება - ყველა თქვენ დაგიჯერებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ იყოთ ყურადღებით - თქვენს გზაზე უამრავი შანსია, მთავარია შეამჩნიოთ და გამოიყენოთ ისინი.

 

წყარო

წაკითხვა 90 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 18 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.