24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს სასარგებლო იქნება ფიზიკური ვარჯიში, მეგობრებთან ურთიერთობა და ოჯახთან ერთად აქტიური დასვენება. გირჩევთ, საკუთარ გრძნობებზე ღიად ისაუბროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაუგებრობა წარმოიშვას. თუ უარის თქმას არ ისწავლით, ხელმძღვანელობა უფრო და უფრო მეტ დავალებას მოგცემთ, რასაც მარტივად ვეღარ გაუმკლავდებით. გამარჯვება, რომელიც გგონიათ, რომ ძალიან ახლოსაა, შეიძლება დამარცხებად იქცეს.
კურო
სასიცოცხლო ენერგია იკლებს. შექმნილმა სიტუაციამ შეიძლება პანიკა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები გამოიწვიოს. მოერიდეთ კოლეგებთან კამათს და მათთვის რჩევებს მიცემას. იყავით ფრთხილი და თავშეკავებული. ეცადეთ, საკუთარი ფინანსები აკონტროლოთ და უმიზნოდ არ დახარჯოთ.
ტყუპები
დილიდან ცვალებადი განწყობა გაქვთ. არსებობს შეცდომის ან გამოთვლაში უზუსტობის დაშვების რისკი. ამის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. გამორიცხული არ არის კონფლიქტები მეგობრებთან და ნათესავებთან. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და დაუფიქრებელი სიტყვებით არავინ გაანაწყენოთ.
კირჩხიბი
ეცადეთ, საკუთარი ეჭვები დაძლიოთ და საყვარელ ადამიანს უმიზეზოდ გული არ ატკინოთ. დრო, რომელსაც ოჯახთან ერთად გაატარებთ, განსაკუთრებით სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ეს დღე პირად ცხოვრებაში სირთულეებს გპირდებათ. შეიძლება თავი იჩინოს ძველმა წყენებმა, რომლებიც დიდი ხანია დაგავიწყდათ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ პრობლემას მიიზიდავთ. დაგეგმილ გზას ნუ გადაუხვევთ — საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოგივათ, როგორც თავიდან ჩაიფიქრეთ.
ლომი
ლომებო, ეცადეთ ამ დღეს ირგვლივ არსებულ არეულობას ყურადღება არ მიაქციოთ. ნუ აჰყვებით სურვილს, თქვენი სიმართლე ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ. თქვენმა თავდაჯერებამ შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ, მთავარია თავად მოისურვოთ. ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს სხვების გადარწმუნებაზე, ისინი მაინც თავიანთ პოზიციაზე დარჩებიან. ამ დღეს სჯობს თქვენი ენერგია მიმდინარე იდეებისა და გეგმების განხორციელებას მოახმაროთ.
ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. ერთი მხრივ, ენერგიით სავსე ხართ და „მთების გადადგმა“ გსურთ, მეორე მხრივ კი რესურსი, ძალა და იდეები გაკლდებათ, რომლებიც გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ირგვლივ მყოფი ადამიანები დაწყებული საქმის მიტოვებას გაიძულებენ, მაგრამ ზეწოლა ნუ შეგაშინებთ — იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ.
სასწორი
თქვენი თავდაჯერება ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს და თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობისკენ უბიძგებს. კამათისა და ურთიერთობების გარკვევის ნაცვლად სჯობს, საქმიანი პროექტების განხორციელება დაიწყოთ. იფიქრეთ იმაზე, სად უფრო მოგებიანი იქნება ფულის ჩადება. ბიზნესპარტნიორების არჩევისას უპირატესობა უცხოეთთან კავშირების დამყარებას მიანიჭეთ.
მორიელი
იწყება ხანგრძლივი წარმატების პერიოდი, რომლისთვისაც მზად უნდა იყოთ. ყველა საქმეში წარმატება თქვენ დაგრჩებათ და ეს პერიოდი დიდხანს დაგამახსოვრდებათ. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, აქაც იღბალი გწყალობთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მხოლოდ იმ ადამიანებს ენდეთ, რომლებსაც კარგად იცნობთ.
მშვილდოსანი
დახმარების თხოვნას ნუ უგულებელყოფთ. ის, ვისაც დღეს თქვენი დახმარება სჭირდება, ხვალ რთული ვითარებიდან დაგიხსნით, თან ამას თქვენი თხოვნის გარეშე გააკეთებს. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას — ეს ხანგრძლივ კონფლიქტსა და დაპირისპირებას გამოიწვევს. უმჯობესია, ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე ჩაეწეროთ, პრობლემები მასთან განიხილოთ და ყველა სკანდალის მიზეზი გამოავლინოთ.
თხის რქა
ამ დღეს შეგიძლიათ სხვადასხვა გარიგება გააფორმოთ, მათ შორის ისეთიც, რომელიც რისკიანად გეჩვენებათ. ძველ მეგობრებთან, ნათესავებთან ან საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა საშუალებას მოგცემთ, თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაამყაროთ. თქვენ თავად შექმნით კარგ საფუძველს მომავალში წარმატებისთვის.
მერწყული
აქტიურობა და ოპტიმიზმი თქვენი მთავარი უპირატესობაა! ახალ, სასარგებლო ინფორმაციას აღმოაჩენთ, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ძველი პრობლემის გადაჭრის გზაც სწორედ დღეს იპოვოთ. ეცადეთ ნებისმიერი სიტუაცია საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოთ. ამ წარმატებული დღის წყალობით ხვალ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის. მათთან, ვისაც კარგად არ იცნობთ, ნაკლებად გულახდილი უნდა იყოთ. ახლა თქვენთვის თავმდაბლობა პრიორიტეტად უნდა იქცეს, ამიტომ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას მას დაეყრდენით. გირჩევთ, რთული საკითხები თანამოაზრეებთან ერთად განიხილოთ — ბევრი პრობლემა მხოლოდ კოლექტიური მუშაობით წყდება.
სიახლეები
- შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი” - თეა წულუკიანი
- საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება