21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
იმისათვის, რომ დღემ მშვიდად ჩაიაროს, საჭიროა გარშემო მყოფებთან ურთიერთობები მოაწესრიგოთ.
თუ დამატებითი თანხა გჭირდებათ, დროებითი სამუშაო უნდა მოძებნოთ. ახლა ბანკიდან ფულის სესხება ნამდვილად არ ღირს.
იზრუნეთ იმუნიტეტის გამაგრებაზე - ამ რჩევას ნუ უგულებელყოფთ, თუნდაც შესანიშნავი ჯანმრთელობით გამოირჩეოდეთ.
დღის ბოლოს რომანტიკული შეხვედრა გელით, თუმცა ბედი რთულ პარტნიორს შეგახვედრებთ, რომლისთვისაც კომპრომისი მიუღებელია.
კურო
არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ.
ოცნება ბედნიერ მომავალზე, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ფიქრების კი არა, მოქმედების დროა. ყურთან უკვე კონკურენტების სუნთქვა გესმით, რაც ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ. გადახედეთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებაზე, მოიცილეთ ყველაფერი, რაც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. საღამო ხელსაყრელი დროა ბუნებაში დასასვენებლად.
ტყუპები
ვინც უკვე სასიყვარულო ურთიერთობაშია, ვარსკვლავები ურჩევენ, ეს ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. თუმცა, არ ღირ
სამსახურში არსებული პრობლემები დიდი დროს და ძალას წაგართმევთ, ამიტომ საოჯახო საქმეების დრო და ძალა აღარ დაგრჩებათ ძალა. კარიერული ზრდისკენ სწრაფვა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ.
დღევანდელი განწყობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, მოვლენებს როგორ მიუდგებით.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, სამაგიეროდ, დრო გაქვთ, რომ პროფესიული საქმიანობით დაკავდეთ ან საკუთარი იმიჯი განაახლოთ.
ვარსკვლავები ამბობენ, რომ როგორც მარტოხელა, ისე დაოჯახებული კირჩხიბებისთვის გარემოს შეცვლის დროა. წარმატებული პერიოდი დგება მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესი აქვს.
მოსალოდნელია რამდენიმე მომგებიანი ხელშეკრულების გაფორმება. ფინანსურ და პროფესიულ საკითხებში ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სწორი აღმოჩნდება, რაც მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.
თუ საღამოობით თავის ტკივილი გაწუხებთ, ძილის რეჟიმი უნდა მოაწესრიგოთ და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას.
ლომი
სავარაუდოდ, შემთხვევითი ნაცნობობა ხანგრძლივ და ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება.
ირჩევთ ოჯახის წევრები საჩუქრებით გაახაროთ და სამომავლო გეგმებზე გულწრფელად ესაუბროთ — ეს ოჯახურ ატმოსფეროს გააუმჯობესებს. დღეს თქვენი სიმართლის დამტკიცებას მარტივად შეძლებთ.
მოსალოდნელია იმედის მომცემი პარტნიორების გამოჩენა, რომლებთან თანამშრომლობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.
უახლოესი მომავლისთვის ახალი გეგმები გაგიჩნდებათ, რომლებიც კარგ ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.
ქალწული
დილით თავის ტკივილმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევთ — სადილამდე ყველაფერი გაივლის!
ჰორიზონტზე გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წინ რომანტიკული შეხვედრები და საოცარი თავგადასავლები გელით.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა ოჯახთან ერთად განიხილოთ.
ხელსაყრელი დღეა კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან, ასევე სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებთან ურთიერთობისთვის.
მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
სასწორი
სამსახურებრივი რომანი, რომელიც შეიძლება მალე დაიწყოს, სასიამოვნო ემოციებით იქნება სავსე, თუმცა შესაძლოა, თქვენი კარიერა სერიოზულად დააზიანოს.
ხვდებით, რომ ახლობელი ადამიანის პრობლემებში ზედმეტად ჩართული ხართ. ერთი მხრივ, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ბევრ ადამიანს ასეთი ჩარევა ძალიან აღიზიანებს.
თავს უფლება არ მისცეთ, რომ წვრილმანებმა ყურადღება გაგიფანტოთ. თავი შეიკავეთ ავანტიურებისა და საეჭვო გარიგებებისგან და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ.
ბოლო დროს ზედმეტად იღლებით, ამიტომ კარგი დასვენება გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ ცხელი ჩაი და კარგი წიგნი დაღლილობის საუკეთესო წამალია.
მორიელი
დროა პარტნიორს გრძნობები გაუზიაროთ და რომანტიკული ურთიერთობისთვის მყარი საფუძველი შექმნათ.
ალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ოჯახური ზეიმი მოაწყოთ.
გირჩევთ, საკუთარი ვალდებულებები სხვებს არ გადააბაროთ, რადგან თავად შეგიძლიათ სიტუაცია საკუთარი სურვილის მიხედვით მართოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა საქმეს თავისი რისკი ახლავს. დღეს არ გირჩევთ ცხარე საჭმლის მიღებას, განსაკუთრებით თუ კუჭის მგრძნობელობა ან გასტრიტი გტანჯავთ.
მშვილდოსანი
ინტერნეტ-სივრცეში ძველ სიყვარულთან შემთხვევით შეხვედრა უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ.
ეცადეთ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ.
მოემზადეთ სერიოზული კონკურენციისთვის — თქვენს პოზიციაზე პრეტენზიას რამდენიმე ადამიანი აცხადებს. ჯანმრთელობა და ენერგეტიკული ფონი სტაბილურია. ერთადერთი, რამაც შეიძლება დაგაზარალოთ, ზედმეტი შფოთვა და წვრილმანებზე ნერვიულობაა.
მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა დღეს ძალიან სასარგებლო იქნება.
თხის რქა
მომდევნო 24 საათში მოსალოდნელია ცვლილებები სასიყვარულო სფეროში. საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების მიმართ გამოჩენილი პასუხისმგებლობა წარმატებამდე მიგიყვანთ. ახალი ავეჯი ან რემონტი ოჯახში სიმყუდროვის განცდას შექმნის.
ამ დღეს საერთო პროექტებსა და კომერციულ გარიგებებს მოერიდეთ — თქვენი მფარველი პლანეტა არასტაბილურ მდგომარეობაშია, რაც ფინანსურ დანაკარგებს გამოიწვევს.
ხელსაყრელი დღეა საზოგადოებრივი აქტივობებისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის.
მერწყული
მარტოხელა მერწყულებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. საყვარელ ადამიანს ისეთ ადგილზე გაიცნობთ, რომელსაც ყოველდღე სტუმრობთ.
თქვენი წარმატების ფორმულა არავის გაუზიაროთ, თორემ შეიძლება კონკურენტების ხელში ჩავარდეს და ძალიან დაგაზარალოთ.
შემოქმედებით სფეროში შესამჩნევი აღმავლობაა. მიზანს, რომელიც ადრე მიუღწეველი გეგონათ, ადვილად მიაღწევთ.
შესანიშნავი დღეა ფიზიკური აქტივობისა და მოგზაურობისთვის.
ამ დღის მთავარი თემა ურთიერთობები იქნება. კავშირები, რომლებსაც დღეს დაამყარებთ, მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ.
თევზები
თუ ოჯახის შესაქმნელად ღირსეულ ადამიანს ეძებთ, იცოდეთ, რომ თქვენი ოცნება მალე ახდება! შესანიშნავი დღეა ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლისთვის.
პროფესიულ სფეროში ხელმძღვანელობა თქვენს ინიციატივებსა და ახალ იდეებს სათანადოდ დააფასებს. მოსალოდნელია დაწინაურება ან საინტერესო პროექტში მონაწილეობა, რომელიც თქვენს პროფესიულ უნარებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.
თქვენი ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსები ახლა მაღალია, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე ან შეხვედრა თამამად დაგეგმოთ.
სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს