February 1, 2026

ვერცხლის სავსემთვარე და სატურნის ახალი ციკლის დაწყება - როგორი იქნება თებერლის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ჟურნალისტი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვერცხლის სავსემთვარისა და სატურნის ახალი ციკლის დაწყებას ეხმაურება:

"მთელი თებერვალი მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური და დატვირთული მოვლენებით იქნება დახუნძლული.

დიდი ხანია კოსმიურ ამბებზე არაფერი მითქვამს და ამ სტატიაში აღნიშნულზე ვისაუბრებ:


2 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის დროი 02:09 საათზე იქნება სავსემთვარეობის პიკი, ლომის ზოდიაქოს 13°03′ გრადუსზე.
სხვადასხვა ფოლკლორულ წყაროებში თებერვლის სავსემთვარეობა მოხსენიებულია, როგორც ვერცხლის, თოვლის ან მგლის მთვარედ, (Snow moon or Wolf moon), ეს არის პერიოდი, როდესაც მზე-მთვარის დაბნელებების წინა პერიოდში შედის დედამიწა, ამიტომ სარისკო მოქმედებები არ ღირს, ახლა მეტი რუტინული და ყოველდღიური ცხოვრებისეული საკითხებით დაკავების დროა.


ღამის მანათობელს პიკზე ექნება მკაფიო ოპოზიციები მერკურის, ვენერის და მარსის გაერთიანებულ პლანეტარულ ენერგიებზე, ამიტომ ფრთხილად იყავით ნებისმიერი სახის ახალი წამოწყებებისა და რეორგანიზაციის ამბებში.


არ ვარგა ხანგრძლივი და დიდი პროექტების მცდელობა. ამ დროს დადებული შეთანხმებები ვერ მუშაობს ან იქნება ხანმოკლე და კონფლიქტური.
დედამიწა ნელ-ნელა შედის ქარიშხლიან პერიოდში, კოსმოსში ამინდი უარესდება, შესაბამისად, ყველა თქვენგანისთვის, აუცილებელია სიმშვიდის, წონასწორობის დაცვის და დიპლომატიის გამოვლენა.


ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ასპექტი თებერვალში იქნება სოციალური და უმაღლესი პლანეტების, სატურნისა და ნეპტუნის შეერთება ერთმანეთთან.
ეს შეერთება მოხდება მეომარ ვერძის ნიშანში, მანამდე კი თებერვლის შუა რიცხვებში სატურნი, როგორც კოსმიური სიბრძნისა და გამოცდილების სიმბოლო საბოლოოდ დატოვებს თევზების ნიშანს და გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოში, ხოლო მალევე თებერვლის ბოლო დეკადაში ორივე მიუერთდება ერთმანეთს 0 გრადუსზე და ეს მოვლენები უკვალოდ არ ჩაივლის.


სატურნ-ნეპტუნის შეერთება მრავალგზის მითქვამს, ბოლო 1 წლის მანძილზე და ახლაც ვიტყვი, რომ წარმოშობს მეტ საომარ დაპირისპირებას, რელიგიურ-სულიერ ომს, როგორც ამას ცნობილი ექსტრასენსი ,,ედგარ კეისი“ იტყოდა, ახლო აღმოსავლეთის დაპირისპირებაზე, რომ ესაა ომი და მწვავე კონფლიქტი თავში რწმენის, ხოლო დაბლა სოციო.ეკონომიკური ხაზით.


ნამდვილად არაა გამორიცხული, რომ ვიხილოთ თებერვალ-მარტში მრავალი საომარი კონფლიქტი, ცალკეულ ორგანიზაციებში ძირეული რეფორმები და ახალი კადრების დაბადება.
ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნების ლიდერებზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და რამდენად მოგვარდებიან.
დიპლომატიის პირობებში მშვიდად ჩაივლის ძალთა გადანაწილების პროცესი, თუმცა ბრძოლის ვარიანტში დანაკარგებისა და დიდი ცეცხლის ალბათობა მაღალია.
თებერვლის 17 რიცხვში გველოდება მზის დაბნელება, 3 მარტს კი მთვარის დაბნელება.


18 თებერვალს დღის მანათობელი შევა თევზების ზოდიაქოში.


6 თებერვალს მერკური გადაბრძანდება, ასევე თევზების ნიშანში და აპრილის შუამდე იმოძრავებს.

10 თებერვალს სიუხვისა და გრძნობების მმართველი ვენერაც თევზების ნიშანში ამოყოფს თავს.
ყველა მოვლენაზე ვეცდები დეტალურად ვისაუბრო, როგორც ცალკე გეოსტრატეგიული, ასევე პლანეტარული ხაზით შემდგომ დღეებში.
მოკლედ რომ გითხრათ: არ მოვიწყენთ, ახლა დიდი ტრანსფორმაციული ძვრებია დედამიწაზე დამდგარი და სწორედ მიმდინარე პერიოდში წყდება თუ საით წავა საბოლოოდ მმართველობის გზები!


გისურვებთ ბედნიერ დღეებს,"- წერს გიორგი ლობჯანიძე.

წაკითხვა 61 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.