11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი:

 

ვერძი

პატივი ეცით წესებს, უფროსების აზრს, ტრადიციებს. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება გავლენიან პირებთან. 


კურო
თუ ღრუბლებში არ იფრენთ და მიზანმიმართულად იმოქმედებთ, დღეს ყველა დასახულ მიზანს მიაღწევთ. დღეს დაუმტკიცებთ უფროსსაც და საქმიან პარნიორებსაც, რომ საიმედო ადამიანი ხართ.

 

ტყუპი
ოცნებებში გადავარდნასა და ტყუილ საუბრებზე დროს ნუ დახარჯავთ. უმჯობესია, შეასრულოთ ვალდებულებები, მოაწესრიგოთ ფინანსური საკითხები, დაგეგმოთ შვებულება.



კირჩხიბი
გადახედეთ პარტნიორთან ურთიერთობას და თუ რამე არ გაკმაყოფილებთ ან განიხილეთ, ან დაშორდით ერთმანეთს. მოულოდნელობებს მშვიდად შეხვდით. 



ლომი
მუშაობისას აკურატული და აზარტული უნდა იყოთ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ჯანმრთელობა, საოჯახო საქმეები. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. 


ქალწული
იმდენად დაკვირვებულად მუშაობთ, რომ შეცდომებისგან დაზღვეული ხართ. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილების განათლებას. ზოგიერთი პირადი ცხოვრების კარდინალურ შეცვლას გადაწყვეტს.



სასწორი
რემონტის, რეკონსტრუქციის, დალაგების დღეა. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები მოხდეს, ძველი ტვირთისგან უნდა გათავისუფლდეთ. 



მორიელი
რაც უფრო ორგანიზებული და მიზანმიმართული იქნებით, მით მეტ საქმეს გაკეთებთ დღეს. მოულოდნელ პრობლემებსაც მარტივად გაართმევთ თავს. მთავარია, არ გაჯიუტდეთ. 



მშვილდოსანი
პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ. ნუ დააბანდებთ ფულს და ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. კარგი დღეა უცხოელ პარტნიორებთან საქმეების მოსაგვარებლად. 



თხის რქა
მნიშვნელოვანი დღე გელით, იყავით მაქსიმალური დაკვირვებული და წინასწარ დაგეგმილი პროექტით იმოქმედეთ. ნუ შეუშინდებით სირთულეებს, ყველაფერს იდეალურად გაართმევთ თავს. 



მერწყული
აკონტროლეთ სიტუაცია, რაც უფრო დაკვირვებული იქნებით, მით მეტ შეცდომას აღმოაჩენთ. გამონახეთ დრო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს. 



თევზები
სამსახურებრივ თანამდებობას ბოროტად ნუ გამოიყენებთ. გამოცდილი ადამიანების, უფროსი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ, ენდეთ მათ რჩევას.

წაკითხვა 890 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 12 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.