კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

24 თებერვლიდან პირველ მარტამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ ხნის განმავლობაში თითოეული ადამიანის შესაძლებლობები, მათი სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება შეუზღუდავი გახდეს. შეგიძლიათ  ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ – ყველაფერს გაუმკლავდებით!   

 

ვერძი (21.03 – 20.04)

ამ კვირაში პოზიტიურ ცვლილებებს ელოდეთ. რიგი პლანეტების გავლენის გამო, სავარაუდოდ, შეამჩნევთ გაუმჯობესებას თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში  და მთელი ამ ხნის განმავლობაში კარგი განწყობა გექნებათ. მრავალი თქვენგანისთვის  ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი კვირა იქნება პროფესიული თვალსაზრისით. ნებისმიერი რთული სიტუაციის კონტროლს, მართვასა და ადვილად მოგვარებას შეძლებთ. პირად ცხოვრებაში ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და მათი მხარდაჭერა პრობლემებისგან გიხსნით.

სასიკეთო დღეები: 27, 1

არასასიკეთო დღე: 25

 

 

კურო (21.04 – 21.05)

პლანეტების გავლენის გამო ამ კვირაში უფრო აქტიური იქნება თქვენი სოციალური ქცევა, ადამიანებთან ურთიერთობა. ბევრად უფრო ახლოს იგრძნობთ თავს მეგობრებთან და შეძლებთ მათთან თქვენი პრობლემების განხილვას. ძალიან ადვილად შეგიძლიათ ხელში აიღოთ მართვის სადავეები და სხვები თქვენი იდეის განსახორციელებლად დარაზმოთ. სავარაუდოდ, დიდი ხნის სურვილს აისრულებთ, ხოლო  ადრე დაგეგმილი საქმეების განხორციელება დიდ სიხარულს მოგგვრით თქვენც და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც.

სასიკეთო დღეები: 25, 29

არასასიკეთო დღე: 27

 

 

ტყუპი (22.05 – 21. 06)

მოსალოდნელია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი იქნება თქვენი სწრაფვა სულიერებისაკენ. პლანეტების ზეგავლენა დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის მოპოვებაში, რასაც დიდი ხანია ეძებდით. ეს კვირა კარგი დროა საინტერესო ლიტერატურის წასაკითხად, იდუმალი სურვილების გააზრებისა და ახლობელ ადამიანებთან სულიერი ურთიერთობებისათვის. ჯერჯერობით არ არის საჭირო აქტიური მოქმედებები, მოგზაურობა სიწმინდეთა მონახულების მიზნით, რადგან ცოდნის და ინფორმაციის წყაროები თქვენ გვერდითაა და თავად მოგძებნიან, როცა ამის დრო დადგება.

სასიკეთო დღეები: 26, 27

არასასიკეთო დღე: 24

 

 

კირჩხიბი (22.06 – 23.07)

პლანეტების ზეგავლენის გამო ამ კვირაში განსაკუთრებით მგრძნობიარე და ყურადღებიანი იქნებით გარშემო მყოფებთა მოთხოვნილებების მიმართ. ეს არ არის ხელსაყრელი დრო იმისთვის, რომ რაიმე რადიკალური ნაბიჯი გადადგათ პიროვნული კარიერის კუთხით. უმჯობესია თქვენი დრო და ძალისხმევა, ასევე, გარკვეული ფინანსები  გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენოთ. თვითონ გაგიკვირდებათ, რამდენად დიდია თქვენი გულუხვობა და რამდენს ნიშნავს სხვების მადლიერება და სიყვარული თქვენთვის.

სასიკეთო დღეები: 27, 29

არასასიკეთო დღე: 25

 

 

ლომი (24.07 – 23.08)

თქვენი შემოქმედებითი მიღწევები სათანადოდ დაფასდება ამ კვირაში, რაც სხვადასხვა პლანეტების პოზიციიდან დასტურდება. შეძლებთ რთული პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება და  სრულად გამოავლენთ გონივრული,  ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. თქვენი შესაძლებლობებით მოხიბლული სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს თქვენგან გონივრული რჩევის მიღებას. გამოიყენეთ თქვენი გონება სასარგებლო, ნაყოფიერი საქმეებისთვის  და  ეს დაგიფასდებათ.

სასიკეთო დღეები: 24, 1

არასასიკეთო დღე: 26

 

 

ქალწული (24.08 – 23. 09)

ეს კარგი პერიოდია იმისათვის, რომ დრო დაუთმოთ ახლობლებზე, კოლეგებზე ზრუნვასა და ყურადღებას, რასაც აქამდე ვერ ახერხებდით. რიგი პლანეტების ზეგავლენის წყალობით შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი ქმედებით მაქსიმალური სარგებელი მოუტანოთ მათ და  სიხარული მიანიჭოთ. ნუ დაკარგავთ დროს და ნუ დაინანებთ მას უანგარო კეთილი  საქმეებისთვის. სიკეთის სიკეთით გადახდით ბევრ რამეს გააუმჯობესებთ როგორც  თქვენს, ისე სხვების პირად  და  პროფესიულ ცხოვრებაში,

სასიკეთო დღეები: 24, 25

არასასიკეთო დღე: 28

 

 

სასწორი (24.09 – 23.10)

ეს კვირა სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისთვის შეიძლება საკმაოდ ქაოსური აღმოჩნდეს როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე – ამას პლანეტები მოწმობენ. როგორც სამსახურში, ისე სახლში შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის თქვენს გუნება-განწყობას და სტრესის რისკის წინაშეც დაგაყენებთ.  შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ, რომ არ დაარღვიოთ ოჯახური სიმყუდროვე და არ გააფუჭოთ საქმიანი ურთიერთობები. იყავით ფხიზლად, დაუკვირდით თქვენს სიტყვებსა და ქმედებებს და მალე ყველაფერი ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

სასიკეთო დღეები: 27, 1

არასასიკეთო დღე:  25

 

 

მორიელი (24.10 – 22.11)

შეიძლება სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ დაღლილობისა და გაღიზიანების გამო, რომელიც დაგიგროვდათ – ამას პლანეტები მოწმობენ.  შეეცადეთ მეტისმეტად არ ჩაიციკლოთ  პრობლემებზე, რათა სულიერი სიმშვიდე არ დაკარგოთ. ურთიერთობებისას ზომიერება დაიცავით, ნებისმიერ ფასად თავიდან აიცილეთ დავები და კონფლიქტები. არ ჩაერთოთ პოლემიკაში მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან, თუ აუცილებელი არ არის.  ეს არ არის საუკეთესო დრო, რომ რაიმე ახალი წამოიწყოთ, განსაკუთრებით პროფესიულ ფრონტზე.

სასიკეთო დღეები: 25, 1

არასასიკეთო დღე: 27

 

 

მშვილდოსანი (23.11- 21.12)

პლანეტების გავლენა ამ კვირაში ბევრ კარგ ცვლილებას გპირდებათ. როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში, ძირითადად, ყველაფერი კარგად განვითარდება, შესაძლებელია ხელსაყრელი შემოთავაზებებიც გქონდეთ. მაღალი ალბათობაა, რომ უფროსმა კოლეგებმა შეგაქონ თქვენი საქმიანობის ხარისხისა და თქვენი ინოვაციური წინადადებების გამო, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს კარიერაზე. შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც მზად იქნებიან, რომ ნებისმიერ დროს დაგეხმარონ. თქვენი ოჯახური კავშირები გაძლიერდება.

სასიკეთო დღეები: 28, 1

არასასიკეთო დღე: 24

 

 

თხის რქა (22.12 -20.01)

ამ კვირაში რიგი პლანეტების გავლენა პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ძველი მეგობარი გეძებთ, რომელთანაც თავადაც  ძალიან გინდათ, რომ ურთიერთობა განაახლოთ. შესაძლებელია, რომ იგი რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენი სახლის სასურველი სტუმარი  იქნება და   გაიხსენებთ თქვენი ცხოვრების იმ მშვენიერი მომენტებს, რომლებიც  ერთ დროს ერთად განიცადეთ. ძალიან გულუხვი იქნებით თქვენი ოჯახის წევრების მიმართ და საჭიროების შეემთხვევაში შეეცდებით დაეხმაროთ მათ ყველა შესაძლო გზით.

სასიკეთო დღეები: 24, 28

არასასიკეთო დღე: 25

 

 

 

მერწყული (21.01 -19.02)

პლანეტები მიუთითებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს  შინაგანი პრობლემები, საკუთარი თავის გაგების, საკუთარ შეხედულებებსა და რწმენის გააზრების სურვილი. ამ განწყობას შეიძლება თან ახლდეს იმპულსურობის და მგრძნობიარობის ზრდა. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით თქვენს განცხადებებში, საქმეებსა და მოქმედებებში, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა ირგვლივ მყოფებთან და პრობლემები არ შეიქმნათ. ქველმოქმედება,  გაჭირვებულთათვის დახმარება  ნამდვილ კმაყოფილებას მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 24, 1

არასასიკეთო დღე: 26

 

 

თევზები (20.02 – 20.03)

ეს პერიოდი შეიძლება იყოს ძალიან პოზიტიური თქვენი ცხოვრების  ყველა სფეროში. სავსე იქნებით ნათელი იდეებითა და ჩანაფიქრებით, რადგან ბევრი პლანეტა გპირდებათ თქვენს სასარგებლოდ მოქმედებას, მაგრამ  ძალიან მნიშვნელოვანია  შეძლოთ ამ იდეების ნათლად და სწორად გადაცემა სხვებისთვის, წინაარმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა წარმატების ნაცვლად იმედგაცრუება განიცადოთ. პრობლემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაწუხებდათ, მოგვარდება. ბევრი თქვენგანი ფინანსების მნიშვნელოვან ზრდას უნდა ელოდოს,  ძირითადად,  წარსულში ჭკვიანურად განხორცილელებული ინვესტიციების გამო

სასიკეთო დღეები: 24, 28

არასასიკეთო დღე: 25 

 

 

https://nostal.ge/

წაკითხვა 797 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.