უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები - ვინ ხართ "მესაზღვრეების იერარქიით" და რა განსაკუთრებული უნარით ხართ დაჯილდოებული

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­ხე­დულ­მა ადა­მი­ან­მა იცის, რომ არ­სე­ბობს ზო­დი­ა­ქოს 12 ნი­შა­ნი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, რომ არ­სე­ბობს, ე.წ. უმაღ­ლე­სი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი.

ისი­ნი ზო­დი­ა­ქო­ე­ბის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ო­ბენ და თა­ვი­ანთ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რით აჯილ­დო­ე­ბენ. უმაღ­ლე­სი ზო­დი­ა­ქოც 12 ნიშ­ნის­გან შედ­გე­ბა.

 

  • პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი - თევ­ზე­ბი­სა და ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

სა­ა­თი (14-27 მარ­ტი)

ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზო­დი­ა­ქოს წრის და­სა­წყის­სა და და­სას­რუ­ლის აერ­თი­ა­ნე­ბენ. მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დრო­ში სწო­რად ცხოვ­რე­ბა, მათ თა­ვი­ა­ნი დრო აქვთ. მათ თით­ქოს შე­უძ­ლი­ათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დრო­ის შე­ჩე­რე­ბა და ნე­ბის­მი­ერ დროს ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა. ან ღვთი­უ­რი პროგ­რა­მით ვი­თარ­დე­ბან, ან კი­ბორ­გე­ბი­ვით ხდე­ბი­ან. მათ უნდა გა­ა­კე­თონ ყვე­ლა­ფე­რი დრო­უ­ლად.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: აინშტაი­ნი, სალ­ვა­დორ დალი, ჯორ­და­ნო ბრუ­ნო, ბახი, ჯორჯ ვა­შინგტო­ნი.

 

  • მე­ო­რე ნი­შა­ნი - თევ­ზე­ბი­სა და მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

პე­გა­სი (ფრთო­სა­ნი ცხე­ნი) (12-25 თე­ბერ­ვა­ლი)

უმაღ­ლე­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აღ­მაფ­რე­ნა. პე­გასს ეს­მის სამ­ყა­როს მუ­სი­კა, მე­გობ­რობს მუ­ზებ­თან. ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, უსა­ზღვრო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. მას სურს, გან­ვი­თარ­დეს, შექ­მნას... სამ­ყა­როს მის­ტი­კი­სა და ჯა­დოქ­რო­ბის მიღ­მა აღიქ­ვამს. მუ­დამ იდე­ე­ბით სავ­სეა, ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა. არ აღელ­ვებს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი, მხო­ლოდ - სუ­ლი­ე­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: მი­ქე­ლან­ჯე­ლო ბუ­ო­ნა­რო­ტი, რემ­ბრან­დტი.

 

  • მე­სა­მე ნი­შა­ნი - მერ­წყუ­ლი­სა და თხის რქის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

სფინ­ქსი (13-26 იან­ვა­რი)

სფინ­ქსი თა­ვად არის სა­ი­დუმ­ლო ცოდ­ნის, სიბ­რძნის, გან­გე­ბის სიმ­ბო­ლო. თუ ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ძი­რი­თად სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნის, შე­იძ­ლე­ბა სამ­ყა­როს გან­მგე­ბე­ლი გახ­დეს, მაგ­რამ მას ბევ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ეკის­რე­ბა. "ბევრ სიბ­რძნეს ბევ­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი მო­აქვს". მათ ადა­მი­ა­ნის გა­მოც­ნო­ბა ერთი შე­ხედ­ვით შე­უძ­ლი­ათ, თა­ვად მათ ქმნი­ლე­ბა­შიც ბევ­რი სა­ი­დუმ­ლოა.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: ედ­გარ პო, ლე­ო­ნარ­დი და ვინ­ჩი, ვან­გა.

 

  • მე­ო­თხე ნი­შა­ნი - მშვილ­დოს­ნი­სა და თხის რქის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

სი­ცო­ცხლის ხე (15-28 დე­კემ­ბე­რი)

ეს არის სა­წყი­სი, სხვა­დას­ხვა სამ­ყა­როს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, გე­ნე­ტი­კა, მოდ­გმა, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­დარ­ჩე­ვა, სე­ლექ­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა. ხე აერ­თი­ა­ნებს ქვე­და და ზედა სამ­ყა­რო­ებს. ეს არის თვით­კონ­ტრო­ლის, თვით­შე­ზღუდ­ვის ძალა, ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად აგ­რო­ვებს გა­მოც­დი­ლე­ბას, ძლი­ერ­დე­ბა. ის არის ბრძე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ყოვ­ლის­მცოდ­ნე, წი­ნამ­ძღო­ლი.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: ნოს­ტრა­და­მუ­სი, ტოლ­კი­ნი.

 

  • მე­ხუ­თე ნი­შა­ნი - მო­რი­ე­ლი­სა და მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

გვე­ლისმჭე­რი (15-28 მო­ემ­ბე­რი)

ის, ვინც კარ­მა­ზე გა­ი­მარ­ჯვა. თავ­და­პირ­ვე­ლად უნდა იცო­დეთ, რა მი­სი­ით და­ი­ბა­დეთ, რომ მერე შეძ­ლოთ კარ­მის გა­მოს­წო­რე­ბა. უნდა შეძ­ლოთ გა­ი­აზ­როთ და გა­მო­ას­წო­როთ თქვე­ნი ცოდ­ვა. უნდა შეძ­ლოთ დაწ­ვათ ყვე­ლა ის კუდი, რაც ცუ­დის­კენ, წარ­სუ­ლის­კენ გე­ქა­ჩე­ბათ. ასე­თი ადა­მი­ა­ნი თით­ქმის ყვე­ლაფ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ილაშ­ქრებს. არ მო­გით­მენთ, არ და­გექ­ვემ­დე­ბა­რე­ბათ, მას ავ­ტო­ნო­მი­უ­რად მოქ­მე­ე­დე­ბა მოს­წონს. ის ამ­სხვრევს სტე­რე­ო­ტი­პებს. მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი აქვს.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: პა­გა­ნი­ნი, პა­რა­ცელ­სი.

 

  • მე­ექ­ვსე ნი­შა­ნი - სას­წორ­სა და მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

 

ყვა­ვი (16-29 ოქ­ტომ­ბე­რი)

მე­ო­რე­ნა­ი­რად - სი­მურ­გი {ფე­ნიქ­სი}. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო, გა­ნა­ჩე­ნის სის­რუ­ლე­ში მომ­ყვა­ნი. ზო­რო­ას­ტრი­ე­ლე­ბი გა­ნას­ხვა­ვებ­დნენ შავ და თეთ­რს სი­მურგს. მას შე­უძ­ლია ერთი უკი­დუ­რე­სო­ბი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ვარ­დეს. ზედა და ქვე­და ძა­ლე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბელს შე­უძ­ლია იყოს სა­ნი­ტა­რი, გამ­წმენ­დი. ასეთ ადა­მი­ანს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღმსრუ­ლებ­ლად მო­ი­აზ­რე­ბენ, არის მი­სი­ო­ნე­რი, ზე-ძა­ლე­ბის ნე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. შე­უძ­ლი­ათ უკი­დუ­რეს წერ­ტილს მი­აღ­წი­ონ ან ჯა­ლა­თე­ბად გა­და­იქ­ცნენ.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: კარ­დი­ნა­ლი რი­შე­ლიე, სტი­ვენ კინ­გი.

 

  • მეშ­ვი­დე ნი­შა­ნი - ქალ­წულ­სა და სას­წო­რის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

მწყემ­სი (16-29 სექ­ტემ­ბე­რი)

ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მა­გი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და დიდ ძა­ლას ანი­ჭებს. ეს არის გურუ, წი­ნამ­ძღო­ლი. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ძღვეს სხვებს. მთა­ვა­რია, ჯერ სა­კუ­თარ თავს და­ეხ­მა­როს, უშ­ვე­ლოს და შემ­დეგ - სხვებს. არ უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს ეგო­იზ­მი და არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ნდო­ბა ცუდი საქ­მე­ე­ბის­თვის. უნდა ჰქონ­დეს კე­თი­ლი ფიქ­რე­ბი და ზრახ­ვე­ბი. მუდ­მი­ვად უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეს სუ­ლი­ე­რად, რად­გან ის მუდ­მი­ვად სა­მა­გა­ლი­თოა სხვე­ბის­თვის.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: ჰერ­ბერტ უელ­სი, სტა­ნის­ლავ ლემი.

 

  • მერ­ვე ნი­შა­ნი - ლო­მი­სა და ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

მებ­რძო­ლი, რა­ინ­დი (16-29 აგ­ვის­ტო)

მათ ევა­ლე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბი, სამ­ყა­როს და­ლა­გე­ბა, კა­ნონ­ზე მორ­ჩი­ლე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თა­ვად იქ­ნე­ბი­ან წე­სი­ერ­ნი. პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­სა და წეს­დე­ბას. მათი მი­სი­აა ცუდ­თან ბრძო­ლა და სი­კე­თი­სა და სიმ­შვი­დის დამ­კვიდ­რე­ბა. მათი მი­სია რთუ­ლია, მაგ­რამ აქვთ ძალა, რომ გა­ი­მარ­ჯვონ.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: ნა­პო­ლე­ო­ნი, ჩინ­გიზ ყა­ე­ნი.

 

  • მე­ცხრე ნი­შა­ნი - კირჩხი­ბი­სა და ლო­მის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

ეტლი (16-29 ივ­ლი­სი)

სიბ­რძნე, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი პრო­ფე­სია. მათ აქვთ ნიჭი, რომ ერ­თდრო­უ­ლად აკე­თონ რამ­დე­ნი­მე საქ­მე. იყ­ვნენ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი. ისი­ნი არი­ან პირ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე გა­დი­ან და სი­კე­თე მო­აქვთ ხალ­ხის­თვის. არი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი, უზო­მოდ ჭკვი­ა­ნე­ბი. წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ ყვე­ლა სფე­რო­ში, თუ მო­ინ­დო­მე­ბენ.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბად­ნენ: ბალ­ზა­კი, დი­უ­მა, გო­ე­თე.

 

  • მე­ა­თე ნი­შა­ნი - ტყუ­პი­სა და კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

ხო­მალ­დი (14-28 ივ­ნი­სი)

ეს არის მი­სია, ილუ­ზი­ე­ბი, ში­შე­ბი, სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა და გა­მარ­ჯვე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე. უნდა იყ­ვნენ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. არ უნდა იყ­ვნენ მომ­ხვე­ჭე­ლე­ბი, სხვი­სი სიმ­დიდ­რის მიმ­თვი­სე­ბებ­ლე­ბი. მათ აქვთ უნა­რი, რომ და­ა­მარ­ცხონ ცუდი და გარ­და­იქ­მნან სი­კე­თის მკე­თებ­ლე­ბად. ისი­ნი უნდა ემ­სა­ხუ­რონ თა­ვი­ანთ გვარს, სამ­შობ­ლოს.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბა­და: ბა­ი­რო­ნი.

 

  • მე­თერ­თმე­ტე ნი­შა­ნი - კუ­რო­სა და ტყუ­პის ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

მო­ხე­ტი­ა­ლე, მო­ნა­დი­რე (14-27 მა­ი­სი)

უამ­რა­ვი ძა­ლის მქო­ნე, მაგ­რამ გზა­აბ­ნე­უ­ლი. ის თით­ქოს მუ­დამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას და არ იცის, რა გზას და­ად­გეს. ხან­და­ხან სი­ზარ­მა­ცე იპყრობს, ხან­და­ხან - უმიზ­ნოდ ხე­ტი­ა­ლის სურ­ვი­ლი. უამ­რა­ვი მი­ზა­ნი აქვს და ამ­დე­ნი­ვე არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი საქ­მე. მან უნდა ის­წავ­ლოს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. არ უნდა შე­ე­შინ­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის და უნდა ის­წავ­ლოს სი­კე­თის ბო­რო­ტე­ბის­გან გარ­ჩე­ვა.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბა­და: რი­ხარდ ვაგ­ნე­რი.

 

  • მე­თორ­მე­ტე ნი­შა­ნი - ვერ­ძი­სა და კუ­როს ზო­დი­ა­ქე­ბის გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობს

 

ვე­შა­პი (13-26 აპ­რი­ლი)

ის ერ­თგვა­რი სა­ნი­ტა­რია, ქა­ო­სის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა იყოს უმარ­თა­ვიც და სა­ში­შიც. მას შე­უძ­ლია და­ან­გრი­ოს დრო­მოჭ­მუ­ლი. გა­თა­ვი­სუფ­ლოს გა­რე­მო სი­ბინ­ძუ­რის­გან. ამას­თა­ნა­ვე, მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბათ გან­ვი­თა­რე­ბა, თვით­გა­სუფ­თა­ვე­ბა და თვით­კონ­ტრო­ლი. მათ შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნებს სი­კე­თე მო­უ­ტა­ნონ. მთა­ვა­რია, ში­ნა­გა­ნი აგ­რე­სი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­ბა­და: ჰიტ­ლე­რი.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1018 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.