ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
ასტროლოგიის წყალობით შესაძლოა არამარტო საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების, ხასიათის შტრიხების და მომავლის, არამედ გარკვეული დაავადებების მიმართ მიდრეკილების ქონის შესახებ ინფორმაციის მიღებაც.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ზუსტად ისე შეიძლება არ მოხდეს, როგორც ამას ასტროლოგია მიგვანიშნებს, მაგრამ ინფორმაციის გაანალიზება და დაკვირვება, ნამდვილად საჭიროა.
უდავოა, რომ ჯანმრთელობა - ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომლის გარეშეც ყველაფერი აზრს კარგავს... ეს საკითხი, არასოდეს ისე აქტიურად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, როგორც დღეს. შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია, ძალიან დაგაინტერესებთ.
მოდი ერთად გავარკვიოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანს რა სახის „სუსტი ადგილები“ აქვს ჯანმრთელობის მხრივ. მათ შრის თქვენს ნიშანსაც ნახავთ, რაც დაგეხმარებათ კითხვის დასრულებისთანავე დაიწყოთ ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობასა და მომავალზე.
მაშ ასე:
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველაზე სუსტი სხეულის ნაწილებია - თავი და ცხვირი. ვერძის ტემპერამენტი - ეს არის რაღაც ძალიან ძლიერი და ნათელი, ამიტომ, პრობლემები მათ უჩნდებათ, როცა ჭარბ ნეგატიურ ემოციას განიცდიან. აფეთქების დროს, ვერძები იმედნად უკონტროლოები ხდებიან და ისე იქცევიან, რომ ბევრ ტრავმას იღებენ. ამიტომ, საჭიროა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა ყოველთვის აკონტროლონ საკუთარი ემოცია, გული, გონება და აღელვებულ მდგომარეობაში არფერი მოიმოქმედონ. ყოველთვის შეინარჩუნეთ საღი აზრი და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
კურო
კუროები უნდა გაუფრთხილდნენ ყელს. ფარინგიტი და ხმის დაკარგვა - მათი ჯანრმთელობის დამახასიათებელი ტიპიური პრობლემებია. თბილი შარფი და სრული სიმშვიდე - თქვენთვის ყველაფერია. სხვათა შორის, კუროებისთვის რეკომენდირებულია ნატურალური ქვის მძივის ტარება, რომლის დახმარებითაც მათი ყელი მუდმივად დაცული იქნება.
ტყუპები
ტყუპების დაავადებები დაკავშირებულია ნერვულ დაძაბულობასთან. კანის სიმშრალე, ნერვული აფეთქება - ყველაფერი ეს, წარმოადგენს დაძაბული და დატვირთული გრაფიკის შედეგებს. იმისათვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ, ნუ დაივიწყებთ მოდუნების აუცილებლობას: მასაჟი, მედიტაცია, ცხელი აბაზანა სურნელოვანი ზეთით და სანთლებით - თქვენი საუკეთესო დამხმარე იქნება.
კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულების ყველაზე სუსტი წერტილია კუჭ-ნაწლავის სისტემა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ცუდად იკვებებიან და ბევრს ნერვიულობენ. პროფილაქტიკისთვის - გააკონტროლეთ საკუთარი რაციონი და ემოციური მდგომარეობა.
ლომი
ლომები საკუთარ თავზე ყოველთვის იმაზე მეტს იღებენ ფიზიკურადაც და ემოციურადაც, ვიდრე საჭიროა და ატანა შეუძლიათ. ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ არამარტო საკუთარი თავის, არამედ მათი მზრუნველობის ან ყურადღების ქვეშ მყოფების მიმართაც. მსგავსი გადატვირთული მდგომარეობის გამო, მათ ხშირად აწუხებთ ხერხემალი. ზურგში დისკომფორტისა და ტკივილების დროს, უბრალოდ შეეცადეთ საკუთარ თავს ფიზიკურთან ერთად, ემოციური ტვირთიც ჩამოხსნათ.
ქალწული
საჭმლის მომნელებელი სისტემა, ქალწულის ყველაზე სუსტი წერტილია. ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენაც სწორედ იმას უკავშირდება, რომ მათი ეს ორგანო დროულად არ გამოყოფს ორგანიზმიდან იმას, რაც არანარიად საჭირო აღარ არის სხეულისთვის. გაითვალისწინეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - კუჭნაწლავის პერიოდული გაწმენდა, ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენთვის.
სასწორი
სასწორი - ზოდიაქოს საკმაოდ სუსტი ნიშანია ჯანმრთელობის მხრივ. ნებისმიერი სახის სტრესი, ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, თუმცა, ყველაზე მოწყვლადი ორგანოები თირკმელებია. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საჭიროა იკონტაქტოთ პოზტიურ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე დადებით გავლენას მოახდენენ.
მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველაზე სუსტი ორგანო რეპროდუქციული სისტემაა. ზოგადად, ადამიანის სწრაფვა გამრავლებისკენ, საყვარელ ადამიანთან შერწყმის გზით, სწორედ მორიელის ნიშნით იმართება. შესაბამისად, პრობლემები მგრძნობელობით და სექსუალურ სფეროში უჩნდებათ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთაგან მათ, რომლებიც არ აქცევენ ყურადღებას ბუნებრივ მისწრაფებებს და უჭირთ საკუთარი თავის ისეთად მიღება, როგორებიც არიან.
მშვილდოსანი
ეს არის მასშტაბურობისა და ოპტიმიზმის ნიშანი. მშვილდოსნები აფასებენ ყველაფერს მასშტაბურს, გრძელვადიანს, ასევე ძალიან უყვართ ჭამა. მათ ორგანიზმში ყველაზე პრეტენზიული ორგანოა ღვიძლი, ამიტომ, ვარსკვლავების რჩევაა, რომ რაციონში რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უცხიმო ხაჭოზე უნდა გადახვიდეთ - უბრალოდ გააკონტროლეთ საკვები.
თხის რქა
თხის რქას ყველაზე მოწყვლადი ნაწილია - მუხლები, რომლებიც ჩონჩხის საყრდენს წარმოადგენს. ამიტომ, როცა ზოდიაქოს ეს ნიშანი დასაყრდენს კარგავს, ამის ყველაზე ფართო გაგებით, მისი მუხლები სუსტდება და ძვლები ხმას გამოსცემს. ზოგადად, თხის რქები ცნობილები არიან, ასე ვთქვათ, ფიზიკური და სულიერი „სიმშრალით“. შესაბამისად, მოტეხილობები, რევმატიზმი, დეპრესია (თუკი ამ უკანასკნელს განვიხილავთ როგორც «სულის სიმშრალეს») – წარმოადგენს ჯანმრთელობის იმ პრობლემებს, რომლებიც მას უჩნდება როცა ავიწყდება დასვენება, კარგი კვება და პოზიტიური ემოციები.
მერწყული
ზოდიაქოს ყველაზე უცნაურ ნიშნას, ჯანმრთელობის პრობლემების მხრივაც სრულიად უცნაური ნიშნები აქვს. მერწყული ძალიან ჰგავს ნერვული სისტემით ტყუპებს, მხოლოდ კიდევ უფრო სუსტი და ნაზი ნერვების მქონეა. ამიტომ, მათ ხშირად აწუხებთ გულყრა, კუნთების დაჭიმულობა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ა.შ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ოცნებებიდან მიწაზე დროულად დაშვება, სხეულზე ზრუნვა და გონების დამშვიდება.
თევზები
თევზების ნიშნისთვის ყველაზე სუსტი წერტილი არის იმუნური და ენდოკრინული სისტემა. სანამ ოცნებების მორევში იმყოფება, თევზებს ფაქტიურად არაფერი აწუხებს, მაგრამ საკმარისია რეალობას თვალი გაუსწოროს, რომ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა ერთდროულად იჩენს თავს და მათი სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება. ამიტომ, საჭიროა მოერიდოთ მძიმე მუშაობას, ნეგატიურ კავშირებს და ზოგადად - ყველაფერს მძიმეს, ნეგატიურს და ხისტს.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში