ზოდიაქოს 5 ყველაზე ქაოტური და არაორგანიზებული ნიშანი
ასტროლოგები გამოარჩევენ ზოდიაქოს 5 ნიშანს და ამბობენ, რომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ყველაზე არაორგანიზებულები, მოუწესრიგებლები და ქაოსურები არიან.
შესაძლოა, „უწესრიგოების რეიტინგში“ საკუთარი თავიც აღმოაჩინოთ.
1. ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ცდილობენ, რომ უფრო ორგანიზებულები იყვნენ, თუმცა არ გამოსდით. ძალიან ბევრი სხვადასხვა ინტერესი აქვთ, სწორედ ამის გამო მათ ცხოვრებაშიც და გონებაშიც მუდამ ქაოსია. ეს არ ნიშნავს, რომ კონცენტრირებულები არ არიან. ყველა საქმეს კარგად აკეთებენ, თუმცა არაორგანიზებულობა ახასიათებთ და ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უარყოფითად მოქმედებს.
2. სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
ალბათ ფიქრობთ, რომ ბალანსის მოყვარული სასწორი ძალიან მოწესრიგებულია, თუმცა სიმართლე ის არის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს ძალიან უჭირთ ბალანსის, ჰარმონიის პოვნა და საოცრად ქაოსურები არიან. „ეს გავაკეთო, თუ არა?“, „ახლა სწორად ვიქცევი, თუ არა?“ – მსგავსი კითხვებით აქვთ სავსე გონება და უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. იმისთვის, რომ ეს არეულობა და ქაოსი „დაალაგონ“ საჭიროა, რომ უფრო მეტად ენდონ ინტუიციას.
3. მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ყველაზე ქაოსური და არაორგანიზებული ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგში მშვილდოსნები მესამე ადგილს იკავებენ. მათ ცხოვრებაში ყველაფერი უნდათ და ჰგონიათ, რომ ყველაფერს ერთად გააკეთებენ. თავში გენიალური იდეები მოსდით, თუმცა ყველა მათგანის განხორციელება შესაძლებელი ჰგონიათ და ბოლოს ვერაფერს ვერ აკეთებენ, ან სრულფასოვნდ ვერ აკეთებენ. არ არიან კონცენტრირებულნი მხოლოდ ერთ საქმეზე, ამიტომაც მათთან მუდამ ქაოსია, უჭირთ დეტალებზე ორიენტირება.
4. მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი)
მერწყულებს სჩვევიათ ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლა, ხშირად ეცვლებათ ინტერესები და ამიტომაც, მათ გონებაში მუდამ ქაოსია. როგორც წესი, ერთდროულად ბევრი საქმით არიან დაკავებულები და ხშირად ავიწყდებათ შესასრულებელი საქმეები. ასტროლოგები ამბობენ, რომ უნდა ჩამოწერონ საქმეების სია და მას მიჰყვნენ, ასევე ეცადონ, რომ ხშირად არ შეცვალონ ინტერესის სფეროები.
5. თევზები (21 თებერვალი – 20 მარტი)
ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს უჭირთ „არას“ თქმა, შესაბამისად, უამრავი საქმე უგროვდებათ გასაკეთებლად და მერე ვეღარაფერს ასწრებენ. ამის გამო მუდამ ქაოსში არიან. პრობლემების მოსაგვარებლად წარმოუდგენლად დიდი ძალა აქვთ, არაორგანიზებულობის გამო, არასდროს არ აქვთ დრო, მუდამ საქმეებში არიან.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში