მაგნიტური ქალის 5 ძირითადი თვისება

არსებობს სპეციფიკური პიროვნული თვისებები, რომელთა გამოც, ქალი მომხიბლავად მიიჩნევა. ამასთან, არსებობენ განსაკუთრებულად მიმზიდველი ქალები, რომლებიც ყველას - მამაკაცებისა თუ სხვა ქალების ყურადღებას მაგნიტივით იზიდავენ. საინტერესოა, რა თვისებები აქვთ ასეთ მაგნიტურ ქალებს, რითაც ისინი ყველას მოხიბვლას მარტივად ახერხებენ.

 

„ერთი ნაბიჯი უკან“

ქალს, რომელიც თავის საწყისებთან, იგივე ქალურ მესთანაა დაკავშირებული, კომფორტულად გრძნობს თავს ურთიერთობის ყველა ეტაპზე. განსაკუთრებით კი, ურთიერთობის საწყის ეტაპზე - ის არ აჩქარებს პარტნიორს და საშუალებას აძლევს ნელი ტემპით განავითაროს ეს ურთიერთობა. ის მამაკაცს აძლევს ემოციების გამოხატვის და მოქმედების საშუალებას.

მაგნიტური ქალი არასოდეს მისდევს იმ მამაკაცს, რომელიც არ არის დაინტერესებული. ასევე, სასოწარკვეთილი არ ცდილობს შეინარჩუნოს უკვე არსებული პარტნიორი. ასეთ ქალს მოსწონს ურთიერთობის განვითარების პროცესი და მამაკაცების დევნის ნაცვლად, უბრალოდ იზიდავს.

 

მაგნიტური ქალები აწმყოში ცხოვრობენ

მაგნიტური ქალი ბედნიერია აქ და ახლა. მას არ აწუხებს ურთიერთობის მომავალი, რადგან ის არ აკონტროლებს პროცესს. ის არ არის ორიენტირებული შედეგზე. მას მოსწონს პროცესი და ის, რაც ახლა ხდება. 

ეს განსაკუთრებით მიმზიდველი თვისებაა, რადგან დიდ თავდაჯერებულობას მოითხოვს - ეს არის საკუთარი თავის შეცნობის და სიყვარულის უდიდესი გამოვლინება. მაგნიტურ ქალს სჯერა, რომ ირგვლივ ყველა დააფასებს მას, ამიტომ, ის არ ცდილობს, სამომავლოდ ვინმეს თავი მოაწონოს.

 

ისინი, საკუთარ თავს პრიორიტეტს ანიჭებენ

ის ბოდიშების გარეშე ცხოვრობს და ხვდება, რომ მისი კეთილდღეობა უპირველეს ყოვლისა, მასზეა დამოკიდებული. ის არცერთ მამაკაცს არ აყენებს კვარცხლბეკზე, რადგან იცის, რომ თავადაა ქალღმერთი, რომელიც სიყვარულს და ერთგულებას იმსახურებს.

მაგნიტური ქალი, რომანტიკულ ურთიერთობებში არ დებს დიდ ინვესტიციას. იმის მაგივრად, რომ სცადოს, ყველას მოაწონოს თავი, მას ურჩევნია, სხვებმა სცადონ მისი ყურადღების მიპყრობა. ის მამაკაცებს საშუალებას აძლევს მოხიბლოს ის და თანაც, ეს გრძნობები, ქმედებით დაამტკიცონ. დიახ, მას უყვარს მამრობითი სქესის ყურადღების მიქცევა, მაგრამ ეს ყურადღება არ განსაზღვრავს მის თვითშეფასებას.

 

მაგნიტური ქალი, შინაგანად, მშვიდია

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ის მშვიდია და არა - ცივი. ეს უკანასკნელი აპათიას აღნიშნავს და ამას არავითარი გაგებით არ ვგულისხმობთ.

ის არის მოდუნებული ქალი, რომელსაც ნაკლები შინაგანი არეულობა ან შფოთვა აწუხებს. ის არც ხშირად წუწუნებს და არც ემოციურად აშანტაჟებს სხვა ადამიანებს. ეს ქცევა, მისი შინაგანი სიმშვიდისა და ღრმა ცნობიერის გამოხატულებაა.

 

ის ფლობს მიღების ხელოვნებას

დიახ, მას შეუძლია სხვა ადამიანებისგან სიყვარულის მიღება.

თუ გსურთ გააძლიეროთ თქვენი ქალური მიმზიდველობა, მაშინ მიღების ხელოვნება უნდა ისწავლოთ. ეს თვისება, ნებისმიერ ადამიანს წაახალისებს, რომ თქვენკენ რაც შეიძლება მეტი გამოუშვას და თანაც, საჭიროდ იგრძნოს თავი.

როგორც კი თავს დაანებებთ ზედმეტი ყურადღების გაღებას და ამის ნაცვლად, მიღებას დაიწყებთ, დაინახავთ, რომ მთელი სამყარო და ნებისმიერი რომანტიკული ინტერესი, თქვენკენ დაიწყებს სწრაფვას!

 

წყარო

წაკითხვა 405 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 07 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.