4 ჩვევა მეტი წარმატებისთვის
საკმაოდ რთულია მიზნებზე კონცენტრირება და მათი განხორციელება, თუმცა რაც უფრო დიდია მიზანი, მით მეტია მოტივაცია. არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც მეცნიერების აზრით აუცილებლად გასათვალისწინებელია იმისთვის, რომ წარმატების მიღწევა შეძლოთ:
მიიღეთ ნაკლები გადაწყვეტილებები – რამდენ გადაწყვეტილებას იღებთ დღის განმავლობაში? ალბათ ათასობით. მას შემდეგ, რაც ვიღვიძებთ ჩვენი გონება იწყებს ათას რამეზე ფიქრს და იღებს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. ეს ავტომატურად იწვევს ნეგატიურ შედეგებსაც, რადგან შეუძლებელია ყველა გადაწყვეტილება პოზიტიური იყოს, რაც ნაკლებ გადაწყვეტილებას მიიღებთ დღის განმავლობაში, მით უფრო ნაკლები ნეგატივი იქნება თქვენს ცხოვრებაში.
დაასვენეთ გონება – წარმატებული ადამიანების უმრავლესობა მისდევს იოგას. რატომ? საქმე ის გახლავთ, რომ კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ იოგა ძალიან კარგად ეხმარება განტვირთვაში, დასვენებაში, ხელს უწყობს მშვიდ და ხარისხიან ძილს.
კონცენტრირდით მხოლოდ ერთ დავალებაზე – არ დაღალოთ გონება, ბევრ დავალებაზე ერთდროულად კონცენტრირებას გაცილებით მეტი ნეგატიური შედეგის მოტანა შეუძლია, ვიდრე პოზიტიურის. ბევრ დავალებაზე ერთდროულად კონცენტრირება თქვენ ნაკლებად პროდუქტიულს გხდით.
მოუსმინეთ როკს ან ჰიპ-ჰოპს – კვლევები აჩვენებს, რომ ენერგიული მელოდია ადამიანს ძლევამოსილად აგრძნობინებს თავს და აძლევს მუშაობის მეტ მოტივაციას.
სიახლეები
- ოპტიმიზმის მინუსები და პესიმისიზმის პლუსები: რატომაა ზოგჯერ სასარგებლო "შავი სათვალე"?
- "ირანს ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, დათანხმდებიან, თუ არა, აშშ ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ხიდს გაანადგურებს"
- "მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება"
- "ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლური ინვესტიციებითა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობით და არა რუსულ-ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით"
- თურქეთის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი პოპულარული სერიალების დახურვას ითხოვს
