გამოეთიშე რუტინულ ცხოვრებას 6 თვით, მიჰყევი ამ გეგმას და მიაღწიე წარმატებას

#1 - გამოიმუშავე იმდენი ფული, რამდენიც შეგიძლია.


რატომაა ფული ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ის განსაზღვრავს:
პატივისცემას, რომელსაც იღებ
მეგობრულ კავშირებს, რომლებსაც ქმნი
შენს პოზიციას საზოგადოებაში
შესაძლებლობებს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდები
დაიმახსოვრე, პრობლემების 90%, მეტი ფულის პირობებში, მარტივად მოგვარებადია.


#2 - მოერიდე ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და სხვა ყველაფერს, რასაც რეალობისგან თავის დასაღწევად მოიხმარ


საკუთარი თავისგან გაქცევა შესაძლებელია, მაგრამ დამალვა - არა. ამიტომ იყავი ფხიზელი, თვალებში ჩახედე საკუთარ თავს და იფიქრე იმაზე, რისი გამოსწორებაც შეგიძლია.

შენ იმსახურებ გაიმარჯვო საკუთარ თავზე, შენ იმსახურებ, რომ დაინახო ის სიმართლე, რომელსაც მუდმივად გაურბიხარ.


#3 - გაატარე დრო ბუნებასა და მარტოობაში


შემოქმედებითი სულის გასაღვიძებლად, ბუნება და მარტოობა საუკეთესო გზაა. ისეირნე ან მშვიდად ჩამოჯექი, აიღე ბლოკნოტი და ჩამოწერე შენი აზრები. როდესაც გონებას რუტინული ცხოვრების საბურველს ჩამოაცლი, მხოლოდ მაშინ შეძლებ დაინახო პასუხები.

დაიმახსოვრე, შენი ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შენვე შეგიძლია. უბრალოდ, ამ ეტაპზე, სწორ გზას ვერ ხედავ.


#4 - აირჩიე ჯანმრთელი სხეული


ამაზე ზედმეტი ფიქრი არ არის საჭირო. დაიწყე დღესვე და გააკეთე სტანდარტული აქტივობები: აზიდვები, ჩაჯდომები, ველოსიპედით გასეირნება და 10 000 ნაბიჯი ყოველდღიურად.

შენი სხეულის წონა საკმარისია იმისათვის, რომ ფორმაში იყო.


#5 - შექმენი ძლიერი მეგობრული კავშირები


შენ არ გჭირდება ბევრი მეგობარი. უფრო მეტიც, არასოდეს ენდო ადამიანს, რომელსაც უამრავი მეგობარი ჰყავს.
3-4 ადამიანი, რომლებთანაც ცხოვრებისეულ ფასეულობებს იზიარებ, სრულებით საკმარისია.


#6 - დაიწყე შენი ცხოვრების ვიზუალიზაცია, ყოველდღიურად მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში


ზოგჯერ, ცხოვრება ისე სწრაფად მიდის, რომ ფიქრის დროც კი არ გვაქვს. მაგრამ აუცილებელია მიღწეული პროგრესის შეფასება და ახალი გეგმებისა თუ სტრატეგიების შექმნა. ასე, ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდება.


#7 - გაანახევრეთ ეკრანთან გატარებული დრო


რაც უფრო მეტ დროს ატარებ სოციალურ ქსელებში, მით მეტი პრობლემა გაქვს. გაანახევრე ეკრანთან გატარებული დრო, გადი გარეთ, შეხვდი რეალურ ადამიანებს, დაეუფლე რეალურ უნარებს და განავითარე ის, რაც უკვე გაქვს.


#8 - ყოველდღიურად, მინიმუმ 100 წუთი დაუთმე კითხვას


და არ არის აუცილებელი, ეს საგანმანათლებლო წიგნები იყოს. იკითხე მხატვრული ლიტერატურა, ბიოგრაფიები, გაეცანი ფილოსოფოსების ნააზრევს. შედეგად, შენ უფრო ჭკვიანი იქნები, ვიდრე გარშემომყოფთა 99% და ცხოვრებას, სრულიად ახალი ფორმით დაინახავ.

 

წყარო

წაკითხვა 592 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.