რა არის ინვერსია - არსებითი სააზროვნო უნარი, რომელზეც ჯერ არ გსმენიათ
ყველა ადამიანმა იცის, რომ უნდა მიიღოს უკეთესი გადაწყვეტილებები და შეაფასოს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები. ამისათვის ჩვენ ვსწავლობთ ფიქრის სხვადასხვა გზებს და სიტუაციური ანალიზის მეთოდებს.
რა არის ინვერსია?
ეს არის ამოტრიალებული აზროვნების მეთოდი - განსხვავებული ფიქრის მეთოდით, უჩვეულო გზების ძიებით და სიტუაციის ამოყირავებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ორიგინალური შედეგები. ინვერსია არის არსებული მოცემულობის შეცვლა და პრობლემის იმ ნაწილის გამოვლენა, რომელსაც ადამიანები იშვიათად ხედავენ.
პრაქტიკაში, ინვერსია არც ისე რთულია - ის გულისხმობს, რომ სწორი პასუხის საპოვნელად, დასვათ შეტრიალებული კითხვა. მაგალითად:
თუ გსურთ გახადოთ თქვენი ბიზნესი უფრო მომგებიანი, ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ გახადოთ ის ნაკლებად მომგებიანი. თუ გსურთ გახდეთ უფრო პროდუქტიული, სცადეთ და გაარკვიეთ, როგორ გახდეთ ნაკლებად პროდუქტიული. თუნდაც, რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ უფრო ნაკლებად წარმატებული გახდეთ?
მართალია თქვენი მიზანი არ არის ამ ანტი გადაწყვეტილებების განხორციელება, მაგრამ მას შეუძლია ახალი იდეები დაგანახოთ. უფრო მეტიც, ინვერსიით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ საკითხის ჭეშმარიტი ბუნება. ის დაგანახებთ იმ დაბრკოლებებსა და შეცდომებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა გახდეთ ნაკლებად პროდუქტიული, მაშინ პასუხი დაგეხმარებათ დაინახოთ ყველაფერი ის, რაც ზიანს აყენებს თქვენს პროდუქტიულობას.
ინვერსია ღირებული უნარია, რადგან გვთავაზობს გადაწყვეტილებებს იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც სხვა გზებით ვერ აღმოაჩენდით. ის თქვენს გონებას სხვა მიმართულებით მიმართავს და საშუალებას გაძლევთ უფრო სწრაფად მიაღწიოთ ახალ პერსპექტივებსა და გადაწყვეტილებებს.
ეს არის უნარი, რომელიც ნებისმიერ ცხოვრებისეულ საკითხში დაგეხმარებათ, იქნება ეს სამსახური, თუ პირადი ცხოვრება. ის გაძლევთ შანსს, პრობლემები უფრო კრეატიულად გადაჭრათ და დაეუფლოთ იდეებს, რომლებსაც ინვერსიის გარეშე ვერ შენიშნავდით.
სიახლეები
- 25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი ოპონენტები ცდილობდნენ, საკუთარ თავზე მოერგოთ საქართველოს ძირითადი კანონი” - პრემიერი
- მსახიობი ოთო ქათამაძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა
- “ჩვენი ვალდებულებაა, მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა” – მიხეილ ყაველაშვილი
- “ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასახავს ხოლმე ქვეყნის მთავარ გამოწვევას; ნიშანდობლივია, რომ ჩვენი კონსტიტუციის პირველი მუხლი ეძღვნება სახელმწიფო სუვერენიტეტს” - პრემიერი